x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ვის რა აბედნიერებს – ბედნიერების ჰოროსკოპი, ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

image



ვერძი


ვერძებს უსაზღვრო, ტოტალური, თავისუფლება აბედნიერებთ. ამ ადამიანებს ყველაზე მეტად სხვაბის მითითებები და ზედამხედველობა აღიზიანებთ. ამიტომ, ისეთ საქმიანობას ირჩევენ, რომელიც გარკვეულ შეღავათებს და ნაკლებ კონტროლს, მაგ., თავისუფალ გრაფიკს გულისხმობს. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებისთვის, თავისუფლება და ბედნიერება უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე სიმდიდრე და გავლენა.



კურო


კუროების მიზანი — მშვიდი ცხოვრებაა. ამიტომ, ბედნიერება მათთვის სრულ რელაქსაციას მოაქვს. ხოლო, მოდუნება ამ ნიშნით დაბადებულებს, მხოლოდ უკეთესი მომავლის რწმენის შემთხვევაში შეუძლიათ. ამასთან, ეს რწმენა, ყველაფერს ეხება, როგორც პირად ცხოვრებას, ისე ფინანსებს — უფულობა კუროებს, უბრალოდ, ანადგურებს. გარდა ამისა, მათ სხვა ადამიანებზე საკუთარი უპირატესობის გრძნობც აბედნიერებთ. მათთვის ცხოვრებას აზრი არა აქვს, თუ სხვებისგან განსხვავებული არაფერი ექნებათ. ყველაფერში თუ არა, რაღაცაში მაინც უნდა იყვნენ სხვებზე უკეთესები.



მარჩბივი


ტყუპები თითქმის ყოველთვის ბედნიერები არიან. ისინი ადამიანები არიან, რომლებიც წვრილმანებშიც კი დადებით ელემენტებს ეძებენ და ხედავენ. «რაც ხდება ცხოვრებაში, ყველაფერი უკეთესობისთვის არის» — მათი საყვარელი ფრაზაა. მოკლედ, რომ ვთქვათ, ტყუპებისთვის, სრული ბედნიერებისთვის, უპრობლემოდ ცხოვრებაც საკმარისია — დანარჩენს, თავად გააკეთებენ. და კიდევ, ტყუპებს ძალიან უყვართ დასვენების დღეები და არა იმიტომ, რომ სამუშაომ დაღალა. უბრალოდ, მათ გარემოს შეცვლა მოსწონთ. რაც შეეხება სამუშაოს, ისინი იქ არასდროს იღლებიან, რადგენ ყოველთვის ისეთ საქმეს ირჩევენ, რომელიც მოსწონთ.



კირჩხიბი


ეს ყველაზე რომანტიკული ზოდიაქოს ნიშანია და ამ ნიშნით დაბადებულებს ყველაზე მეტად ის მოსწონთ, როდესაც მათზე ზრუნავენ. მათდამი ასეთი დამოკიდებულებით, კირჩხიბებს უსაფრთხოების გრძნობა უჩნდებათ. კირჩხიბები — მეოჯახეები არიან და სრულ ბედნიერებას დიდი და კომფორტული სახლი, მოსიყვარულე მეუღლე, ბავშვებზე და შინაურ ცხოველებზე ზრუნვა ანიჭებთ. გარდა ამისა, კირჩხიბებს ფინანსური გამარჯვევებიც აბედნიერებთ და შეიძლება ითქვას, რომ ისინი თითქმის ყოველთვის ბედნიერები არიან. თუმცა, ამას არ აღიარებენ. გარდა ამისა, ეს ადამიანები სულით ძალიან ძლიერები არიან და ამიტომ, ბედნიერება მათთვის თანდათანობით იქმნება და თითქმის არასდროს იკარგება. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მათი ახლობელი თავს ცუდად გრძნობს, შეუძლიათ საკუთარ თავს მოწყენის და თანაგრძნობის უფლება მისცენ. ბედნიერება კირჩხიბისთვის — რამის შედეგი კი არა, პროცესია.



ლომი


ლომები — მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანები არიან, თუ საკმარის სიმდიდრეს და გავლენას ფლობენ. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, გავლენაც არ არის საჭირო — მთავარია, ფული ჰქონდეთ. მართალია, ფული ბევრს აბედნიერებს, მაგრამ ლომებს, ის ფრთებს ასხავს. ლომებს უნდათ, რომ ყველაზე მდიდრები იყვნენ მსოფლიოში. მაგრამ, ამის მიღწევა არ შეუძლიათ, რადგან ყოველთვის იმაზე მეტს ხარჯავენ, ვიდრე გამომუშავება შეუძლიათ. ამიტომ, ბედნიერება მათთვის ეფემერულია და მუდმივად, ხან მოდის, ხან მიდის.



ქალწული


ქალწულები ბედნიერები არიან, თუ პრობლემები არა აქვთ. თანამედროვე სამყაროში კი, ამის მიღწევა, პრაქტიკულად, შეუძლებელია... ასე, რომ, ქალწულები მუდმივად სტრესს განიცდიან და იმისთვის რომ დამშვიდდნენ, მათ სტაბილურობა და გარანტიები ესაჭიროებათ. ისინი ბედნიერები ვერ იქნებიან საყვარელ ადამიანთან, თუ მასში ეჭვი ეპარებათ. ასევე, ვერ იქნებიან ბედნიერები, თუ დაძინებამდე, ყველა საქმის მოგვარებას ვერ მოასწრებენ. ქალწულები ზოდიაქოს ყველაზე რაციონალური ნიშნები არიან და ემოციებს არასდროს ჰყვებიან. ყველა გადაწტვეტილებას ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ იღებენ და წარმატების შემთხვავაში, ბედნიერების გრძნობა ეუფლებათ.



სასწორი


სასწორები მაშინ არიან ბედნიერები, თუ მათ საყვარელი გატაცება აქვთ და საკმარისი დრო, ამ გატაცებისთვის. კიდევ მაშინ არიან ბედნიერები, თუ ირგვლივ ყველაფერს აკონტროლებენ, ხოლო პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში — მას სწრაფად აგვარებენ. არ უყვართ ქაოსი... მოსწონთ, როდესაც ირგვლივ ჰარმონია და სიმშვიდე სუფევს.



მორიელი


მართალია, მორიელები პერფექციონისტები არ არიან, მაგრამ წესრიგი ძალიან უყვართ... და სწორედ ეს აბედნიერებთ. მათ წინასწარ გაწერილი გრაფიკით უყვართ ცხოვრება და თავს ბედნიერეად იმ შემთხვევაში გრძნობენ, თუ აქვთ საყვარელი სამუშაო და ყოველთვის საქმით დაკავებულები არიან. მორიელებს ძალიან უყვართ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა და ამიტომ, სამუშაოც ისეთი უნდა ჰქონდეთ, რომ მუშაობის პროცესი არავინ შეაწყვეტინოს. ბედნიერი მორიელი — დამოუკიდებელი მორიელია.



მშვილდოსანი


მშვილდოსნებს დინამიკა და თავისუფლება უყვართ, თან ყველაფერში. ისინი ძალიან ამაყები არიან და არ მოსწონთ, როდესაც სხვების თანდასწრებით, შენიშვნას აძლევენ, ან კიცხავენ. ბედნიერები არიან, როდესაც ოჯახი და ახლობლები არაფერში ზღუდავენ. და კიდევ, მათ ბევრად უფრო ხშირად ესაჭიროებათ გარემოს შეცვლა, ვიდრე ზოდიაქოს სხვა ნიშნებს, რადგან მშვილდოსნები ერთფეროვანი ყოველდღიურობით მალე იღლებიან. მათ ძალიან უყვართ თავგადასავლები: პარაშუტით ხტომა, ფრენა პარაპლანით და სხვა ექსტრემი ეს ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ამ ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის.



თხის რქა


ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლები ბედნიერები არიან, თუ ყველაფერი ისე მიდის, როგორც მათ სურთ. მათ უნდათ, რომ ცხოვრებაში, ყველაფერი მათ მიერ წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით ხორციელდებოდეს. დედამიწის სტიქიის ძლიერი გავლენის გამო, ისინი სიმაღლეების დაპყრობას არასოდეს ცდილობენ... მათი ბედნიერება კი მარტივი მისაღწევია — თხის რქებს მხოლოდ ის უნდათ, რომ არავინ შეეხოთ და საკუთარი იდეები თავს არ მოახვიონ. და კიდევ, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებისთვის დიდი ბედნიერებაა, როდესაც სხვებისგან პატივისცემას გრძნობენ. ამასთან, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ აფასებს — ოჯახი, კოლეგები, მეგობრები თუ მეზობლები.



მერწყული


მერწყულები ბედნიერები არიან, როდესაც მათ ქალაქიდან გასვლის და გარემოს შეცვლის საშუარება ეძლევათ. უყვართ ექსტრემი, მოგზაურობა, ლაშქრობა, პიკნიკები, აქტიური დასვენება და სპორტი. სამუშაო დღეებში, მათ შრომით საქმიანობაში წარმატებები ესაჭიროებათ, ხოლო დასვენების დროს — ემოციური შენჯღრევა. მხოლოდ ასეთ რეჟიმში იქნებიან ისინი ნამდვილად ბედნიერები. ყველაზე დიდი ბედნიერება კი, ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის — საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა და პირადი სივრცის შენარჩუნება არის.



თევზები


იმის გამოცნობა, თუ რა აბედნიერებთ თევზებს, რთულია, რადგან ისინი ძალიან გულჩათხრობილი ადამიანები არიან. თუმცა, თუ მათი ხასიათის თვისებებს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ თევზებს ძალიან მოსწონთ ფინანსური და პირადი თავისუფლება. მაგრამ, ეს იმ შემთხვევაში, თუ ამისთვის, შრომა არ არის საჭირო. როდესაც ისინი ყველაფერს, ყოველგვარი ძალისხმევის გამოჩენის გარეშე იღებენ, — სიცოცხლე უხარიათ. თევზების აზრით, ცხოვრება სიამოვნება უნდა იყოს და არა სამუშაოზე სიარული. ამიტომ, ისინი, ხშირ შემთხვევაში, ხელოვნების სფეროებში საქმდებიან, რომ ყოველდღიურ შრომით რეჟიმს თავი დააღწიონ და თავისუფალი გრაფიკი მოირგონ.

imageimageimageimageimageimageimage






0
1565
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1565
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0