x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
როგორ დავანებოთ მოწევას თავი არის თუ არა მარიხუანა უსაფრთხო მოსაწევი

imageმოწევისთვის თავის დანებება ერთ-ერთი ყველაზე რთული დავალებაა თანამედროვე ადამიანისთვის. ყოველდღიური სტრესები და გადაღლა შვებას ისევ სიგარეტში პოვებს, მაგრამ შეუძლებელი არაფერია, თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ დაანებოთ მოწევას თავი და არ იცით როგორ, მაშინ წაიკითხეთ ეს სტატია თქვენთვისაა.image

ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რა სარგებელს მოუტანს სიგარეტის გადაგდება. მაგ. ფიზიკური სარგებელი იმაში მდგომარეობს, რომ თავიდან აიცილებს სიმსივნის, გულ-სისხლძარღვთა დაავადების, ინსულტის, უბედური შემთხვევების რისკს, შეიგრძნობს ენერგიის მოზღვავებას. მეტ ფულს დაზოგავს, ნაკლებად იავადმყოფებს და შესაბამისად გაიზრდება მუშაობის შესაძლებლობები. სოციალური სარგებელი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანის კანს, კბილებს და თითებს მომხიბვლელობა დაუბრუნდება. თავს თავდაჯერებულად იგრძნობს და ზეგავლენასაც მოახდენენ სხვებზე.

2. თუ ადამიანი სტრესის ქვეშ არ იმყოფება, მოწევისგან თავის შეკავება უნდა დაგეგმოს შემდეგ კვირას. უნდა შეარჩიოთ თარიღი და დრო, როცა მოწევთ უკანასკნელ სიგარეტს და სისრულეში უნდა მოიყვანოთ თქვენი გადაწყვეტილება.
3. შემდეგი ნაბიჯი ფიზიკურ მომზადებას ითვალისწინებს – ისევე, როგორც ათლეტების წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე დამოკიდებულია ვარჯიშზე, თქვენი წარმატებაც შესაბამის მოქმედებებზეა დამოკიდებული: უნდა იძინოთ რვა საათი ყოველ ღამე. სასურველია 8 ჭიქა წყლის მიღება ყოველ დღე, ასევე ბელანსირებული საუზმის მიღება.
4. საჭიროა მოემზადოთ გონებრივადაც – ისევე, როგორც კოსმონავტმა კოსმოსში გაფრენამდე უნდა გამოიმუშაოს ჩვევები და გაიაროს პრაქტიკული მეცადინეობა, თქვენც უნდა შეძლოთ იმის წარმოდგენა, თუ როგორ მოიქცევით, როცა არამწეველი გახდებით: – წარმოიდგინეთ ის სიამოვნება, რომელსაც თამბაქოსგან თავისუფალი ცხოვრება მოგანიჭებთ და ხმამაღლა გამოხატეთ იგი სიტყვებით – მიყვარს მოწევის გარეშე ყოფნა! სთხოვეთ არამწეველ მეგობრებს მორალური მხარდაჭერა.
5. მწეველი უნდა დააკვირდეს არამწეველს მიბაძვის მიზნით. ადამიანი ეწევა სხვადასხვა მიზეზი გამო – სტიმულირებისთვის, ხელების დაკავებისთვის, დაძაბულობის შესამცირებლად და იმ ხანმოკლე სიამოვნებისთვის, რომელსაც ანიჭებს ცნობილი ჩვევა. ამიტომ უნდა დააკვირდეთ არამწევლებს, რათა შეისწავლოთ, როგორ რეაგირებენ ისინი სიტუაციაზე, რომელიც თქვენ მოწევისკენ გიბიძგებთ. ყურადღება მიაქციეთ, როგორ უმკლავდებიან ისინი სტრესს, აკავებენ ხელებს ან მიმართავენ სხვა საშუალებებს. საჭიროების შემთხვევაში უნდა მიბაძოთ და გამოიყენოთ მათი საუკეთესო მეთოდები.
6.მოწევის სურვილი ჩასახშობად კარგია წყლის ან ხილის წვენის მიღება. ბოსტნეულის, მზესუმზირის მირთმევა. დაღეჭეთ უშაქრო საღეჭი რეზინი, დაურეკეთ მეგობარს მხარდაჭერისთვის, ისეირნეთ, გააკეთეთ მსუბუქი ვარჯიში. დააკავეთ ხელები რაიმე მოქმედებით. მოწევის სურვილის გაჩენისთანევე უნდა დალიოთ ერთი ჭიქა წყალი. არასასიამოვნო შეგრძნების შესამცირებლად კი – ხილის წვენი. არ უნდა დალიოთ ყავა, ჩაი, ალკოჰოლი. ისუნთქეთ ღრმად. დალიეთ ერთი ჭიქა რძე. მოდუნდით თბილ აბაზანაში. მიიღეთ შხაპი.
7. არ უნდა დაგავიწყდეთ ყველა იმ ნივთის განადგურება, რომელიც გახსენებთ მოწევას. როცა დადგება თქვენ მიერ თამბაქოს შეწყვეტისათვის არჩეული დღე, გაანადგურეთ ყველა თქვენი სიგარეტი, ჩიბუხი, სანთებელა, საფერფლე და სხვა საშუალებები.
8. აღნიშნეთ ეს დღე, ოღონდ ალკოჰოლის გარეშე. ხალხი ხშირად ეწევა სტრესისა და დაძაბულობის შესამცირებლად, მაგრამ დასვენება და მოდუნება ბევრად უკეთ ამცირებს სტრესს, ვიდრე თამბაქო. სასურველია დღის რეჟიმში ჩართოთ დამატებითი მოსადუნებელი ვარჯიში – მონახეთ მოხერხებული სავარძელი და თავისუფალი ტანსაცმელი. დათვალეთ ხუთამდე და ამ პერიოდში დაჭიმეთ თქვენი სხეულის თითოეული კუნთი, შემდეგ კი მოადუნეთ ათ დათვლამდე.


image

0
331
1-ს მოსწონს
ავტორი:მამუკა123
მამუკა123
331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0