x
image
გემი დალანდი
2020 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი!
image

ჩინური ზოდიაქო ტრადიციულად ვირთხით იწყება. სწორედ ეს ნიშანია 12 ნიშნიანი ციკლის დასაწყისი და დასასრული. ჩინური ზოდიაქოს თანახმად ვირთხა მარტოხელა ცხოველია, რომელსაც ძალიან უყვარს თბილი ურთიერთობები და ყველაზე მეტად ოჯახს, ნდობას და მეორე ნახევარს აფასებს.


სიყვარული და წარმატება


1.ვერძი


ვირთხის წელი ვერძის მიმართ კეთილგანწყობილია. სასიყვარულო საქმეებში ვერძები თავდაჯერებულობას მოიპოვებენ. იმიჯის და გარდერობის შეცვლა კი მხოლოდ სასიკეთოდ წაგადგებათ. ამას ცოტა თავდაჯერებაც მიუმატეთ და ეს სხვებზე აუცილებლად მოახდენს შთაბეჭდილებას. ვერძო მამაკაცებო, გახდით მისაბაძები, აჩვენეთ, თუ ვინაა სახლში უფროსი. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან და ყველაფერი გამოგივათ.

თუ მარტოხელა ხართ, ვირთხის წელს დიდი შანსია, რომ თქვენი მეორე ნახევარი იპოვოთ. მთავარია გარეგნობამ არ მოგატყუოთ და მისი შინაგანი სამყარო გაიცნოთ.

image

2.კურო

კუროებო, დროა თვითგანვითარებით დაკავდეთ. შეხედეთ ცხოვრებას ფხიზელი თვალით და ოცნებებს შეეშვით. შესაძლოა რთულია, მაგრამ ნუ ხარჯავთ ენერგიას იმ ადამიანებზე, რომლებიც თქვენ არ შეგეფერებიან. თუ ამ წლამდე მყარი ურთიერთობა გაკავშირებდათ, ვირთხის წელში ეს კავშირი მყარი ქორწინებით დასრულდება. თუ უკვე დაოჯახებული ხართ, შეეცადეთ თქვენს მეორე ნახევართან ურთიერთობა მოაგვაროთ, გაუგოთ მას. მარტოხელა კუროებს კი არასერიოზული ურთიერთობები ელოდებათ, მათ შორის სამსახურებრივი რომანებიც.


3.ტყუპები

2020 წელი განსაკუთრებით მგრძნობიარე იქნება ტყუპებისთვის. დაივიწყეთ წარსული წარუმატებლობები და სრულიად მიენდეთ გრძნობებს. გამოიჩინეთ ინიციატივა, მაგრამ ძალიანაც ნუ ჩააცივდებით ადამიანს.ეს წელი პოზიტიურ მოვლენებს გპირდებათ. ნუ ჩაიციკლებით მხოლოდ ფულის შოვნაზე, იფიქრეთ იმაზეც, რისთვის გჭირდებათ ეს ფული.

დაოჯახებულმა ვერძებმა დროა ეჭვიანობა შეწყვიტონ და ენერგია სხვა მიმართულებით მიმართონ. ნუ დათრგუნავთ თქვენს მეორე ნახევარს თქვენი ეჭვიანობით.

image

4.კიბო

უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავში გაერკვიეთ. 2020 წელს ძალიან მერყევი იქნებით პირადი ურთიერთობების შესახებ მოსაზრებებში. თუ თქვენს გვერდით მყოფი ადამიანი მზადაა ურთიერთობისთვის, თავით გადაეშვით ახალ თავგადასავალში. სხვა შემთხვევაში კი სირბილე და მოქნილობა გამოიჩინიეთ. აკონტროლეთ ემოციები და შეინარჩუნეთ ბალანსი. ნუ გარისკავთ ახალი ურთიერთობებით, თუ ძველი ჯერ კიდევ გასარკვევი გაქვთ.ამან შესაძლოა პრობლემები გამოიწვიოს, რაც ნამდვილად არ გაწყობთ.

image

5.ლომი

რომანტიკულ ლომებს 2020 წელს ყველაფერი კარგად ექნებათ. პრობლემა, რომელიც 2020 წელს გელით, სხვაგან იმალება:უნდა იპოვოთ ბალანსი სამსახურსა და ურთიერთობებს შორის. ვირთხის წელს ლომებს ბევრი მუშაობს მოუწევთ ფულის გამომუშავებისთვის, ამიტომ ურთიერთობებისთვის დრო როგორმე უნდა გამონახოთ. შეცვალეთ გარდერობი და დაემშვიდობეთ ექსტრავაგანტულ სტილს.

image

6.ქალწული

დროა ეს ნიშანი თავის ურთიერთობებზე ჩაციკვლას მოეშვას. ადამიანებს არ უყვართ გამუდმებული ყურადღების ქვეშ ყოფნა, თუნდაც ამას მათდამი სინაზით აკეთებდნენ.

თუ მარტოხელა ხართ-მოულოდნელი და სასიამოვნო შეხვედრა გელით. ურთიერთობებში პატიოსნად იმოქმედეთ და გულახდილად ისაუბრეთ თქვენს გრძნობებზე.ეს მხოლოდ სასიკეთოდ წაგადგებათ და უახლოეს მომავალში თქვენს სიყვარულს იპოვით.

image

7.სასწორი

სასწორებს მოვლენებით მდიდარი წელი ელით.მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს გვერდით ვინმეა. პარტნიორი იქნება თუ მეგობარი-მნიშვნელობა არ აქვს. ამ ნიშანს საკმაოდ თამამი ოცნებები აქვს, ამიტომ უნდა გაარკვიოთ ვინ იქნება თქვენი მეგზური.

თუ თქვენს გულში უკვე დასახლდა სიყვარული, ნუღარ ყოყმანობთ. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს. ასეთი საქციელი მხოლოდ სასიკეთოდ წაადგება თქვენს ურთიერთობებს.

image

8.მორიელი

თუ ადრე ეს ნიშანი მეოჯახეობით და მყარი ურთიერთობებისადმი მიდრეკილებებით არ გამოირჩეოდა, ამ წელს ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება. საყვარელ ადამიანთან ახლოს და მხოლოდ მასთან ყოფნა-აი, რა იქნება მათთვის მთავარი. მთავარია, ამ დროს რაიმე განსხვავებულზე არ გადაერთოთ და ის ვნება, რომელიც ურთიერთობისთვის არის საჭირო, არ გაცივდეს. თუ დაოჯახებული ხართ და გარკვეული სირთულე შეგექმნებათ, მიმართეთ რჩევისთვის მეგობარს.

image

9.მშვილდოსანი

2020 წელს დიდი შანსია, რომ გრძნობების უფსკრულში აღმოჩნდეთ. თუმცა, ასეთი პერსპექტივა ბევრს არ ხიბლავს. ამ შემთხვევაში ყველაფერს წერტილი უნდა დაუსვათ და ცხოვრება გააგრძელოთ. დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგდება და შვებით ამოისუნთქებთ.

2020 წელი ახალი, ჯანსაღი ურთიერთობებითაც გაგახარებთ. თუმცა, არ იფიქროთ, რომ სიყვარული თვითონ მოგაგნებთ. იაქტიურეთ, დაესწარით სხვადასხვა ღონისძიებებს. დიდი შანსია, რომ ურთიერთობა ძველ ნაცნობთან დაიწყოთ. რა იცით, შესაძლოა სულაც ძველი კოლეგა აღმოჩნდეს ადამიანი მომავლიდან.

image

10.თხის რქა

2020 წელი ამ ნიშანს კარგ ბედს ჰპირდება მთელი 12 თვის განმავლობაში, მხოლოდ-ერთი პირობით: დრამები არ შექმნას! ნუ ეძებთ მიზეზს ადამიანებთან ურთიერთობის დაძაბვისთვის. თუ მოწყენილი ხართ წადით სპორტდარბაზში ან რაიმე საქმით დაკავდით. მოდუნდით და ნეგატივის ძებნას მოეშვით. ნუ გაუმხელთ გრძნობებს ყოველ შემხვედრს. ვირთხა ამ ნიშნის მიმართ კეთილადაა განწყობილი და ამ წელს შესანიშნავი შანსი გაქვთ ამბიციების გამოსავლენად.

image

11.მერწყული

მერწყულები დროა უფრო მგრძნობიარენი გახდნენ. დროა გულახდილად ისაუბროთ თქვენს სურვილებზე და ნუ იღელვებთ იმაზე, თუ რა გავლენას მოახდენს ეს თქვენს იმიჯზე. პარტნიორთან სირბილე გამოიჩინეთ, ნუ დაიწყებთ მის გაკრიტიკებას. მართალია ყურადღება გინდათ, მაგრამ ამას საყვარელი ადამიანის გრძნობების ხარჯზე ნუ გააკეთებთ. დაიჭირეთ ცხოვრების პოზიტიური მოვლენები და სხვებსაც გაუზიარეთ დადებითი ემოციები.

image

12.თევზები

2020 წელს ამ ნიშანს მეტი გულახდილობა მართებს ახლობელ ადამიანთან. ნუ დაგაკომლექსებთ გარეგნობა ან ფინანსური მდგომარეობა. კარგად მიმოიხედეთ ირგვლივ და აუცილებლად იპოვით იმ ადამიანს, რომელთანაც თავს კომფორტულად იგრძნობთ. ვირთხის წელია მოწყალეა იმ თევზების მიმართ, რომელთაც სერიოზული ურთიერთობები სურთ.

0
5158
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
5158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0