x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
15 წლის გოგონა მოხუცის სახით სკოლიდან გააძევეს
image

სკოლის მოწაფე, 15 წლის გოგონა ჩინეთის პროვინცია ლიაონინიდან ბულინგის მსხვერპლი გახდა, რის გამოც იძულებული გახდა სკოლა მიეტოვებინა.

სიაო ფენი იშვიათი გენეტიკური დაავადებით-პროგერიით იტანჯება, რომელიც ნაადრევ დაბერებას იწვევს, გოგონას დაავადება დედისგან ერგო მემკვიდრეობით.

"ჩვენ ის არც კვლევაზე წაგვიყვანია და არც ანალიზები ჩაგვიბარებია, რადგან ვიცოდით, რომ პროგერია დედისგან მოჰყვა მემკვიდრეობით"-განაცხადა გოგონას მამამ.

15 წლის გოგონა იძულებული გახდა სკოლა მიეტოვებინა, რადგან მუდმივად დაცინვას და დამცირებას განიცდიდა:


"მე ძალზე გამოვირჩევი თანატოლებისგან და არც მეგობრები მყავდა სკოლაში, ხალხში გამოჩენას ვერიდები, თანაკლასელები მახინჯს მიწოდებდნენ"-განაცხადა გოგონამ.

image

გოგონამ წერილი მიწერა ცნობილ ფილანტრობს გო მინის "მეც მინდა ნორმალური ცხოვრება, ქუჩაში მშვიდად გასეირნება, რომ გამვლელები არ მიყურებდნენ, სკოლაში დაბრუნება მსურს ისე, რომ თანაკლასელები არ ხითხითებდნენ ჩემს უკან".

გო მინიმ აქტიური კამპანია დაიწყო გოგონას დასახმარებლად, შეიქმნა სპეციალური ფონდი, რამდენიმე პლასტიკურ ოპერაციას დაახლოებით ნახევარი მილიონი იუანი(45 ათასი აშშ$) დასჭირდება.

0
480
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
480
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0