x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
რა სიურპრიზი მოგვიმზადა დეკემბერმა: თვის ასტროლოგიური პროგნოზი
image

დეკემბერში საახალწლო მზადება იწყება და ამის გამო დრო ბევრისთვის უჩვეულოდ სწრაფად გადის, თუმცა დეკემბერი უჩვეულო სიურპრიზებს გვპირდება. ავსტრალიელი ასტროლოგი 20 წლიანი სტაჟით - ანჟელა პერლი ამჯერად ზამთრის პირველი თვის სრულ ჰოროსკოპს წარმოგვიდგენს ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის.

1.ვერძი

ვერძების უმრავლესობა დეკემბერში სტატუსს შეიცვლის. შესაძლოა ეს ხელის თხოვნას ან ფეხმძიმობას უკავშირდებოდეს. სტატუსის შეცვლაა მოსალოდნელი სამსახურშიც, რაც დაწინაურებას უკავშირდება. 10 დეკემბრის შემდეგ კარგი პერიოდია იმისთვის, რომ რაიმე ახალი შეისწავლოთ და ახალი უნარ-ჩვევები გამოიმუშავოთ. ფინანსურ სფეროში წესრიგი უნდა დაამყაროთ. 26 დეკემბრის ახალმთვარეობა კი ახალ იდეებს მოიტანს, რომლებიც 2020 წელზეც მოახდენენ გავლენას.


2.კურო

3 დეკემბერს იუპიტერი კუროს მე-9 სახლში შედის. ეს კუროებში ცვლილებების სურვილს გამოიწვევს. მოგზაურობა, სწავლა, საკრალური ადგილების მონახულება-ამ სფეროებისადმი იქნება თქვენი ყურადღება მიპყრობილი.

ამ თვეში კარიერული ზრდის შანსი გაქვთ. ხელმძღვანელობა დამსახურებულად შეაფასებს თქვენს მიღწევებს. თუ გულმოდგინებას გამოიჩენთ და ამ ეტაპზე დასახულ ამოცანებს თავს გაართმევთ, მომდევნო წელს გაცილებით მაღალი სტატუსით შეხვდებით.


3.ტყუპები

მოვლენებით სავსე და არც ისე ადვილი თვე გელით წინ. თვის პირველივე დღეებიდანვე საჭირო რჩევებს მიიღებთ როგორც ახლობლებისგან, ისე კოლეგებისა და ხელმძღვანელობისგან. ამის გამო შესაძლოა პირადი სივრცის და თავისუფლების შეზღუდვა იგრძნოთ.

თვის ბოლოს ძალების და ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ. ახალი იდეები დაგეხმარებიან ზოგიერთი ძველი ჩანაფიქრი თვის ბოლომდე დაასრულოთ. თუ სამსახურის შეცვლა გაქვთ განზრახული, კარგი დროა, რომ გასაუბრებებზე იაროთ.


4.კიბო

იუპიტერი მთელი წელია კიბოს ურთიერთობების სახლშია, რაც კიბოებს სიყვარულს და ქორწინებას უქადის. სასიყვარულო სფეროში ნამდვილად გაგიმართლებთ!

ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობასაც. შეეცადეთ ზომიერად იკვებოთ და ივარჯიშოთ. ზედმეტი არ იქნება, თუ სამედიცინო გამოკვლევას ჩაიტარებთ.


5.ლომი

დეკემბერში ლომებმა საკუთარი ძალების უნდა ირწმუნონ. თვითკონტროლი და ინიციატივის გამოჩენა დაგეხმარებათ მნიშვნელოვან სფეროებში წარმატებას მიაღწიოთ.

პირად ცხოვრებას რაც შეეხება, დეკემბერი ნამდვილად წარმატებული თვეა. სწორედ დეკემბერში შეიძლება მოხდეს ის ნაცნობობა, რომელსაც ამდენი ხანია ელით. ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდება. წინ საოცარი პაემანი გელით!


6.ქალწული

ქალწულები ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროში გამარჯვებას მოიპოვებენ. ძალიან წარმატებული პერიოდია ბიზნესისთვის და ზოგადად იმ საქმისთვის, რასაც აკეთებთ. ფინანსურ საკითხებში ყველაფერი ისე იქნება, რომ უკეთესად ვერც კი წარმოიდგენდით!

თვის განმავლობაში ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ გექნებათ, თუმცა პირად ცხოვრებაში შექმნილმა სირტულეებმა შესაძლოა თქვენს განწყობაზეც იმოქმედონ. საბედნიეროდ, თვის ბოლოს ყველაფერი მოგვარდება და თავდაჯერებულობას დაიბრუნებთ.


7.სასწორი

ვარსკვლავების განლაგება იმაზე მეტყველებს, რომ სასწორებს ძალიან დაძაბული, მაგრამ წარმატებული თვე ელით. გადამწყვეტი მოვლენები პროფესიონალურ სფეროს უკავშირდება.პრაქტიკულად მთელი დეკემბერი კარიერას და საკუთარ საქმეს უნდა მიუძღვნათ. ამან შესაძლოა ცხოვრების თანამგზავრთან და ახლობლებთან უთანხმოება გამოიწვიოს, მაგრამ საქმე სერიოზულ კონფლიქტამდე არ მივა.

თვის დასაწყისში შესაძლოა ძლიერი დაღლა იგრძნოთ. შეეცადეთ არ დაგეგმოთ ისეთი საქმეები, რომელიც დიდ სულიერ და ფიზიკურ ძალისხმევას მოითხოვენ. თუ ახლავე არ იზრუნებთ საკუთარ თავზე, თვის ბოლოს სერიოზულ პრობლემებს წააწყდებით.


8.მორიელი

2019 წლის დეკემბერში აქტიური მუშაობა მოგიწევთ.გამოიჩინეთ მაქსიმალური გულმოდგინება. ამ თვეში მოგიწევთ თავაზიანობა გამოიჩინოთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არ მოგწონთ. უსიამოვნებები რომ აირიდოთ, მოერიდეთ კონფლიქტებს. თქვენი ნაცნობების წრე გაიზრდება. გაგიჩნდებათ სურვილი, რომ თქვენი სათქმელი ფართო მასებს უთხრათ, რაშიც პირადი ბლოგი დაგეხმარებათ. დეკემბერი ერთმნიშვნელოვნად კომუნიკაბელური თვეა თქვენთვის.


9.მშვილდოსანი

თვის შუა რიცხვებიდან ძალიან გაგიმართლებთ ფინანსურ სფეროში. კარგი პერიოდია მსხვილი შენაძენებისთვის, როგორიცაა ავტომობილი და მიწის ნაკვეთი. სასიყვარულო სფეროში ყველაფერი იდეალურად წარიმართება, მაგრამ არ დაგავიწყდეთ საყვარელი ადამიანის განებივრება მაინც საჭიროა.


10.თხის რქა

თვის შუა რიცხვებიდან იგრძნობათ, რომ რთული პერიოდი დასასრულს უახლოვდება. ბევრ თხის რქას გაუმართლებს და ახალ საფეხურზე გადაინაცვლებენ. მეტნაკლებად შედეგიანი და მოვლენებით დახუნძლული იქნება დეკემბრის ბოლო დღეები. მოგიწევთ წერტილი დაუსვათ ზოგერთ პროცესს, რაც ახალი პერსპექტივების აღმოჩენაში დაგეხმარებათ. ბევრი თხის რქა მაღალანაზღაურებად სამსახურს იპოვის, საკუთარ იდეებს განახორციელებს ან უჩვეულო ჰობით დაინტერესდება, რომელიც შემოსავლის წყაროც გახდება.


11.მერწყული

მარტოხელა მერწყულებს ვარსკვლავები ურჩევენ კარგად დაფიქრდენენ იმ ადამიანთან ერთად ოჯახის შექმნაზე, რომელსაც დეკემბერში გაიცნობენ.თავიდან შესაძლოა მოგებენოთ, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ დროთა განმავლობაში მიხვდებით, რომ დასკვნების გამოტანა იჩქარეთ. მოუსმინეთ ახლო მეგობრების რჩევას.ამ შემთხვევაში სიმართლე მათ მხარესაა.


12.თევზები

თევზებს მოუწევთ დეკემბერში თავით გადაეშვან საქმეებში. დიდი ხნის განმავლობაში საქმეებს მომავლისთვის დებდით და ახლა მოგიწევთ ყველაფერი ერთად მოაგვაროთ. თვის ბოლოს კარგი პერიოდია საკუთარი ოცნებების რეალიზაციისთვის.

ჯანმრთელობას რაც შეეხება. მოგიწევთ ფიზიკურ დატვირთვას მოერიდოთ, რადგან ამ პერიოდში ტრავმების რისკი იზრდება.



0
1419
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
1419
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0