x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ბრიტანეთის დედოფალი მოგზაურობების ორგანიზატორს ეძებს - სამეფო ოჯახთან მუშაობის იშვიათი შანსი

თუ თქვენ ლონ­დონ­ში, სა­მე­ფო ოჯახ­ში მუ­შა­ო­ბა ოც­ნე­ბად გაქვთ და შრომასა და მაღალ პასუხისმგებლობას არ ერიდებით, მაშინ ყურადღებით - თქვენ­თვის კარ­გი ამ­ბა­ვი გვაქვს!

image

გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს დე­დო­ფა­ლი სა­მე­ფო ოჯა­ხის­თვის მოგ­ზა­უ­რო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტორს ეძებს. ის უხელმძღვანელებს რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნით და­კომ­პლექ­ტე­ბულ გუნდს, რო­მე­ლიც ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ოჯა­ხის უსაფრ­თხოდ ფრე­ნას და გა­და­ად­გი­ლე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს. მას და­ე­ვა­ლე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბის სხვადასხვა დეტალის დაგეგმვა-დაზუსტება და ყველა პრობლემის მოგვარება.

ვაკანსია ით­ვა­ლის­წი­ნებს კვი­რა­ში 37.5 სა­ა­თს მუშაობას, ამასთანავე, მოგ­ზა­უ­რო­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ვალ­დე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, სა­მე­ფო ოჯახს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში თან გაჰ­ყვეს. ამიტომაც მას მოგზაურობა უნდა უყვარდეს და მუდმივ გადაადილებაში არაფერი აბრკოლებდეს.

ამ თანამდებობაზე ანაზღაურება წელიწადში 87 000 გირვანქა სტერლინგია და ამასთანავე, გარკვეულ პრივილეგიებსაც მოცავს. განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადა კი 20 დეკემბერია.

გისურვებთ წარმატებებს!

0
139
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0