x
მედალიონს ორი მხარე აქვს
მედალიონი

2019 წლის 15 აპრილს, შებინდებისას(თბილისის დროით), პარიზის ღვთისმშობლის კათედრალს საშინელი ხანძარი გაუჩნდა, რომლის სავარაუდო გამომწვევი მიზეზიც 2018 წლიდან დაწყებული კათოლიკური ეკლესიის მიერ დაკისრებული სარეალიბიტაციო სამუშაოებია, თუმცა ხანძრის გაჩენის ზუსტი მიზეზი დღემდე უცნობია, მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულ საერთაშორისო სავაჭრო პოლიტიკურ ასპარეზზე მრავალი ვერსია შეგვიძლია რომ დღის წესრიგში მთავარ არგუმენტად განვიხილოთ. პირველი, ის ფაქტია საყურადღებო, რომ პარიზულ ეკონომიკას დიდი ხანია მწვავე კრიზისი აქვს და “იდეალური" შანსი იქნებოდა იმისათვის, რომ ტაძარში გაჩენილი ე.წ. საშინელი ხანძარი შეფუთული უიღბლობის მსხვერპლი გამხდარიყო ქვეყნისთვის, რითაც საუკუნოვანი საფრანგეთი თვითმყოფადობის შენარჩუნებისთვის კვლავაც გააგრძელებდა განვითარებულ ქვეყნებთან ერთად თვითთანაარსებობას, ვინაიდან სავარაუდო ტერაქტის ნიშნები მწირია, რამეთუ ტერორისტების ხელწერით კამიკაძეების შტო ხის მონუმენტზე არ მიიტანდნენ პირდაპირ იერიშს და სხვა გზებითაც შეეცდებოდნენ ისინი ტაძრის აღებას, რომელთაც დღის წესრიგში ყოველთვის აქვთ მაშტაბური ტერაქტების სერიების განხორციელება იდეაფიქსად და განსაკუთრებით კი ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლების მიმართ, რაც მათ ბინძურ იდეაში ეიფელის კოშკის ცაში რაკეტასავით გაშვებასაც უკავშირდება;(ოღონდ თარიღია უცნობი).ბუნებრივია, პარიზში განვითარებული უბედურება მსოფლიო დონის მწუხარებად იქცა და ნახევარი მსოფლიოც სრულ შოკში ჩააგდო, რამეთუ არა მხოლოდ რენესანსის, არამედ საკულტო ქრისტიანული ცნობიერების დასამარება გაწელილ წუთებში უიღბლოდ მძვინვარებდა, რაზეც სრულიად თანამეგობრობა ფეხზე დადგა და ამ უნიკალურ სალიტერატურო ბაზილიკასა და სრულიად საფრანგეთს მორალურ მხარდაჭერასთან ერთად უხვი ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა, რომელმაც საერთო ჯამში 800 000 000 მილიონ მონეტას გადააჭარბა, რომელთა ქველმოქმედთა სიაში განსაკუთრებით ელიტ დიზაინერები აქტიურობდნენ (ვერსაჩე და ა.შ.).ვინაიდან ჩემი შეთავსებული პროფესიული მოვალეობა სოციალური მედიის კურირებასა და განვითარებს ემსახურება, სრულად ვადევნებდი თვალ-ყურს იმ დროის ნაირგვარი საინფორმაციო ფოსტების კითხვა-ყურებას და აღსანიშნავია ისიც, რომ ძალიან კრიტიკულები იყვნენ ევროსოციუმიდან პირები იტალიის სახელმწიფოს მიმართ, რომლებიც ხმამაღლა გამოთქვამდენ საყვედურს, რომ მსგავს სიტუაციაში მაინც ვალდებულია იტალია, რომ ფინანსური მხარდაჭერა სახელმწიფო ხაზინამაც გაიღოს.ამ ციებ-ცხელებაში სწორედ ბოლაფის კოლექციონერთა ჯგუფმა სახელდახელოდ ოქროს მონეტების დამზადება განიზრახა მიზნად მხოლოდ იტალიის ფარგლებში, რომელიც თითო იუზერს სამი თვის განმავლობაში რთავდა საქველმოქმედო აქციაში ლიმიტირებული ოქროს 0, 5 გრ. მედალიონის 80€ შესაძენად. დაუზუსტებელი ინფორმაციის გამო ზუსტად არ ვიცი თუკი ეს აქცია იტალიურ მხარესთან შეთანხმებით განხორციელდა, მაგრამ ფაქტია, რომ ის ყველაზე ნაყოფიერი და სიმბოლური აღმოჩნდა იმ საისტორიულო მახსოვრობისთვის, რასაც მატიანე ყოველთვის თან ინახავს და ეტყვის ეპოქებს. საფრანგეთი კი მონოპოლისტებმა პრაქტიკულად ახლიდან შეიძინეს და სულმოთქმელად ველოდები მისი გახსნის ცერემონიალს, რომ მეორედ კვლავ ვეახლო მის უდიდებულესობა ტაძარს, რომელიც მდინარე სენას მარცხენა სანაპიროზე ე.წ. ევროპის დედაქალაქს უბადლოდ ამშვენებს.

მედალიონი

ჯორჯიანა


მოქალაქე ჟურნალისტი

4.12.2019

ჯირონე/იტალია

2
83
შეფასება არ არის
ავტორი:ეკატერინე რამიშვილი
ეკატერინე რამიშვილი
83
  
მოხარული ვარ,რომ მიზიარებთ შთაბეჭდილებას.კეთილი სურვილებით.????
2020, 30 მაისი, 18:28
კაია
0 1 2