x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
«მონტოკი» – აშშ-ს საიდუმლო პროექტი და ადამიანი–ჩრდილები

«მონტოკის» (Montauk) პროექტი აშშ-ს საიდუმლო ექსპერიმენტების სერია იყო, რომელიც ლონგ-აილენდის აღმოსავლეთ კონცხზე, ВВС-ს მიტოვებული რადიოლოკაციური სადგურის შენობაში ტარდებოდა.


image


ის, თავდაპირველად, ფილადელფიის ექსპერიმენტის გაგრძელება იყო, რომლის ფარგლებში, ისეთი ტექნოლოგია უნდა შეექმნათ, რომელიც რადიოლოკატორებისთვის უხილავი იქნებოდა. აღნიშნული პროექტი 1943 წლამდე წარმატებით ხორციელდებოდა, რადგან, როგორც ამბობდნენ, აშშ-ს სამხედრო გემი «ელდრიჯი» სრულიად გაუჩინარდა.

ექსპერიმენტი გემზე 1943 წლის 13 აგვისტოს, ფილადელფიის სანაპიროზე (პენსილვანიის შტატი) ჩაატარეს და გემი ჯერ სხვა განზომილებაში გადაიტანეს, ხოლო შემდეგ, მისი მატერიალიზება ისევ ჩვენს განზომილებაში, ნორფოლკის სანაპიროებთან (ვირჯინიას შტატი) მოახდინეს. გემის ეკიპაჟის 181 წევრიდან, უმრავლესობა დაიღუპა, ხოლო ვინც გადარჩა, შეშლილობის ზღვარზე იყო.

ამის შემდეგ, ფილადელფიის ექსპერიმენტის დაფინანსება ოფიციალურად შეწყდა. თუმცა, მეცნიერებზე და სამხედრო მოხელეებზე ექსპერიმენტის შედეგმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამიტომ, ტელეპორტაციის და განზომილებათაშორის მოგზაურობის შესწავლა გაგრძელდა...

სამეცნიერო ცენტრი, რომელიც აღნიშნულ საკითხებზე მუშაობდა ქ. მონტოკში მდებარეობდა და მას ერთი პერიოდი დოკ. ჯონ ფონ ნოიმანი ხელმძღვანელობდა. ის, პროექტის ფარგლებში, იმ ადამიანების ფსიქოლოგიურ ცვლილებებს სწავლობდა, რომლებმაც განზომილებებსშორის, დროში და სივრცეში იმოგზაურეს. მეცნიერებს იმის გარკვევა უნდოდათ, თუ რატომ მოახდინა ადამიანებზე ფილადელფიურმა ექსპერიმენტმა ასეთი გავლენა.

დასკვნა კი, ასეთი იყო: ადამიანები დედამიწის ელექტრომაგნიტურ ველებთან დაკავშირებული, გარკვეული, «დროის ათვლის წერტილით» იბადებიან. ამიტომ, აღმოჩნდა «ელდრიჯის» ეკიპაჟისთვის საბედისწერო, ორგანზომილებიან სიბრტყეში გემის მკვეთრი გადაადგილება.

როგორც ამბობენ, ფონ ნოიმანმა დედამიწის მოდელი შექმნა და «დროის ათვლის წერტილის» შეცვლით, ეს პრობლემა მოაგვარა. მაგრამ, 1957 წელს, ის 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხოლო, მის მიერ მომზადებული საბუთებით, 1960 წელს დაფინანსება მოიპოვეს და «მონტოკის» პროექტზე მუშაობა უკვე ოფიციალურად გააგრძელეს.

დოკუმენტების თანახმად, რომლებიც მეცნიერებმა კონგრეს, ანგარიშის სახით, წარუდგინეს, ირკვევა, რომ მათ რამდენიმე ადამიანის სხვა განზომილებაში გადაყვანა და უკან დაბრუნება, მსხვერპლის და ყოველგვარი უარყოფითი შედეგის გარეშე შეძლეს. ანგარიშში, საუბარი ასევე იყო, ადამიანის ცნობიერების კონტროლზე და განზომილებათაშორის მოგზაურობაზე... და 1967 წ. «მონტოკის» პროექტი დაიხურეს. კონგრესმა მისი დაფინანსება შეაჩერა, რადგან ადამიანების ცნობიერებაზე მასობრივი კონტროლის დაწესების შეეშინდა. მიუხედავად ამისა, ექსპერიმენტი მაიც გაგრძელდა (ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც საკმარისი სახსრები გააჩნიათ იმისთვის, რომ გარკვეულ მიზანს მიაღწიონ ან საკუთარი ცნობისმოყვარეობა დაიკმაყოფილონ) და როგორც ამბობენ, 1983 წლამდე არ შეწყვეტილა. ამ ხნის მანძილზე, მასში მონაწილეობა 10 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო, რომელთა შორის, უმრავლესობა უსახლკაროები და 11-დან – 16 წლამდე ბიჭები იყვნენ (არსებობდა რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი, რომლის წევრები სხვადასხვა ქალაქებში დადიოდნენ და ქუჩებში ისეთ ადამიანებს აგროვებდნენ, რომლის მომკითხავი არავინ იყო...)

ექსპერიმენტის რეალური შედეგები გასაიდუმლოებულია და უცნობია, თუ რამდენმა ადამიანმა იმოგზაურა დროის პორტალებში და უკან რამდენი დაბრუნდა.


***


ალბერტ აინშტაინის მტკიცებით, ჩვენს რეალობაში სულ 4 განზომილება არსებობს: 3 სივრცითი კიირდინატი და IV – დრო. ხოლო, სტივენ ჰოკინგმა ეს თეორია განავრცო და კითხვა დასვა: შეიძლება, რომ სამყაროში სხვა განზომილებებიც არსებობდეს?


image


კვლევის თანახმად, მეცნიერი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ მატერია და სინათლე განზომილების «მემბრანაზეა» მიბმული და ამიტომ, განზომილებათაშორის მოგზაურობა შეუძლებელია. თუმცა, რადგან სივრცე და დრო გრავიტაციული ლინზებივით მუშაობას, ჩვენ სხვა განზომილებაში მყოფი ადამიანების ჩრდილების დავინახვა შეგვიძლია.

არსებები, რომლებიც, ასე, თუ ისე, ადამიან–ჩრდილებს გვაგონებენ, სხვადასხვა ხალხების მითებში და ლეგენდებში გვხვდება. თუმცა, ტერმინის – «ადამიანი–ჩრდილის» პოპულარიზაცია, მისი თანამედროვე გაგებით, ამ საუკუნის დასაწყისში, აშშ-ში მას შემდეგ მოხდა, რაც 2001 წლის 12 აპრილის, ადგილობრივი რადიოს «Coast to Coast AM» გადაცემაში, ინდიელების ბელადთან ინტერვიუს შემდეგ, რომელიც ამ თემაზე საუბრობდა, წამყვანმა მსმენელს რედაქციაში ადამიანი–ჩრდილების ნახატების გაგზავნა შესთავაზა, თუ მათ ცხოვრებაში, მსგავს ისტორიას ადგილი ჰქონდა... და ამ თხოვნამ მოულოდნელი აჟიოტაჟი გამოიწვია, – მას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა. ზოგიერთი ნამუშევარი, მოგვიანებით, რადიოს პერსონალურ საიტზეც გამოქვეყნდა. რაც იმაზე მეტყველებს, რომ სტივენ ჰოკინგი მართალი იყო, «ადამიანი–ჩრდილები» არსებობენ და ჩვენ მათი დანახვა შეგვიძლია.

ასე, რომ, თუ შემთხვევით აღმოაჩენთ, რომ თქვენი ჩედილის გარდა, სხვა ადამიანის ჩრდილიც ირეკლება, რომელიც რეალურად იქ არ არსებობს, ნუ შეგეშინდებათ, – ეს, უბრალოდ, ჩრდილია...

imageimageimageimageimageimageimage






1
1253
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1253
  
2019, 19 დეკემბერი, 2:49
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 1