x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134042
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პროკურორი: გვარამიამ, შენიღბვის მიზნით, 76 000 ევროიანი ავტომობილი კომპანიაზე გააფორმა
image


„ბრალდებული ნიკა გვარამია გამოკითხვაზე და აღკვეთის ღონისძიების განხილვაზე აპელირებდა მის ფინანსურ მდგომარეობაზე და ერთ-ერთ არგუმენტად მოიყვანა ისიც, რომ საკუთრებაში მანქანაც კი არა ჰყავს და მისი მეგობრების მაქნანით გადაადგილდება“, - ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა.

.

მან აღნიშნა, რომ ნიკა გვარამიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ საკუთრებაში მიიღო დაახლოებით 76 000 ევროდ ღირებული ავტომობილი და ამ სქემის შენიღბვის მიზნით ხსენებული ავტომობილი გააფორმა კომპანიის, შპს „პროესკო მედიას“ სახელზე.


.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, უფიქრია თუ არა გამოძიებას, ამოეღო კამერის ჩანაწერები „რუსთავი2-ის“ მიმდებარე ტერიტორიიდან და ამით დაედგინა, სარგებლობდა თუ არა ნიკა გვარამია მანქანით, პროკურორმა განმარტა, რომ გამოძიების დაწყების პერიოდში ნიკა გვარამია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის დირექტორი აღარ იყო:

„ნიკა გვარამია თავადაც არ სარგებლობდა ამ ავტომობილით, სარგებლობდნენ მისი ოჯახის წევრები და ეს ავტომობილი, საკუთრება იყო შენიღბული. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ იყო არც ბრალდებულის სახელზე, არც მისი ოჯახის რომელიმე წევრის სახელზე, ავტომანქანა გაფორმებული იყო კომპანიის, შპს „პროესკო მედიას“ სახელზე. არსებული მტკიცებულებებით, ეს იყო შენიღბვის მიზნით გაკეთებული და რეალურად მან უსასყიდლოდ, „რუსთავი2-ზე“ გაშვებული რეკლამის სანაცვლოდ მიიღო აღნიშნული ავტომობილი“, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

.

პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ სასამართლოს განჩინების შედეგად ავტომანქანაზე თვალთვალის დროს ავტომანქანა ნიკა გვარამიას ოჯახს დაბრუნებული არ ჰყავდა. ის დააბრუნეს მას შემდეგ, რაც გამოძიებამ დოკუმენტები ამოიღო „პროესკო მედიადან“ და ბრალდებულისთვის ნათელი გახდა, რომ გამოძიება ამ კომპანიითაც დაინტერესდა:


„ამის შემდეგომ მოხდა ავტომობილის დაბრუნება და ესეც კარგად მიუთითებს, რეალურად ვისი იყო ეს ავტომობილი. ფარული საგამოძიებო მოქმედება იყო ერთადერთი ღონისძიება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ნამდვილად ნიკა გვარამიას ოჯახის სარგებლობაში იყო ეს ავტომობილი“, - განაცხადა პროკურორმა ზვიად გუბელაძემ.


„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული განცხადებები ე.წ. ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით იყო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის უსუსური მცდელობა და ამავე დროს მცდელობა იმისა, რომ მას მძიმე ბრალდებებიდან ყურადღება გადაეტანა სხვა გარემოებებზე“, - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა.

.

მან აღნიშნა, რომ ბრალდებულ ნიკა გვარამიას 1-ელ ნოემბერს ახალი ბრალი წარედგინა ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც გულისხმობს იმას, რომ მან სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში სარეკლამო რგოლების განთავსების სანაცვლოდ საკუთრებაში მიიღო დაახლოებით 76 000 ევროდ ღირებული ავტომობილი და ამ სქემის შენიღბვის მიზნით ხსენებული ავტომობილი გააფორმა კომპანიის, შპს „პროესკო მედიას“ სახელზე.

.

„სწორედ აღნიშნული საქმის გამოძიების ფარგლებში, ჩვენი მხრიდან, იმის დასადგენად, რეალურად ვის ეკუთვნოდა ეს ავტომობილი და ვინ სარგებლობდა, ჩატარდა არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და მათ შორის, მოსამართლის განჩინების, მოსამართლის ნებართვის საფუძველზე ფარული საგამოძიებო მოქმედებები ხორციელდებოდა უშუალოდ ავტომობილზე“, - განაცხადა პროკურორმა.

.

ზვიად გუბელაძის თქმით, კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება კანონის სრული დაცვით მხოლოდ 2 დღის განმავლობაში ხორციელდებოდა იმ მიზნით, რომ დადგენილიყო ვის სარგებლობაში იყო ავტომობილი.

.

„მას შემდგომ, რაც გამოძიებამ მიიღო მტკიცებულებები, რომ ნამდვილად ბრალდებულ ნიკა გვარამიას ოჯახის საკუთრებაში იყო ეს ავტომობილი და ისინი სარგებლობდნენ, მაშინვე შეწყდა ვიდეოგადაღება. საზოგადოების ყურადღება მინდა გავამახვილო რამდენიმე გარემოებაზე: პირველი ის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო მოთხოვნათა სრული დაცვით ხდებოდა ეს საგამოძიებო მოქმედება, საგამოძიებო მოქმედებების საფუძველი იყო სასამართლოს განჩინება, მხოლოდ 2 დღე ხდებოდა გადაღება და მიზანი იყო მხოლოდ ის, რომ დადგენილიყო, ვის სარგებლობაში იყო ეს ავტომობილი და ეს ვიდეოჩანაწერი ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, როგორც მტკიცებულება. საქმის სასამართლოში წარმართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაცვის მხარეს, მათ შორის, ნიკა გვარამიას ადვოკატს დიმიტრი საძაგლიშვილს გადაეცა, როგორც სისხლის სამართლის საქმის მასალები, მათ შორის ეს ვიდეოჩანაწერი და იქვე განემარტა, რომ ამ ვიდეოჩანაწერს ბრალდების მხარე იყენებდა როგორც მტკიცებულებას ბრალდებულ ნიკა გვარამიას მიმართ“, - განაცხადა ზვიად გუბელაძემ.

.

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ სხვა მტკიცებულებებთან დაკავშირებით გავრცელებული შეფასებები არის მხოლოდ სპეკულაცია და მიზნად ისახავს, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ბრალდებიდან ყურადღების გადატანას სხვა, არა არსებით გარემოებებზე.

0
498
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
498
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0