x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილი მშობლების ულამაზესმა გოგონამ ოფიციალურად შეიცვალა სახელი და ბიჭის სახელი ჰქვია

image ჰოლივუდის კაშკაშა ვარსკვლავების, ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პირის 13 წლის ულამაზესმა გოგონამ შაილო ნუველმა, რომელიც მუდამ ბიჭებს ჰბაძავდა ჩაცმის სტილით თუ მანერებით, სახელი მშობლების თანხმობით ოფიციალურად შეიცვალა და შაილოს ნაცვლად უკვე ჯონი ჰქვია.
შაილო 2006 წელს დაიბადა, ის კარგა ხანია რაც "ლგბტ" თემის კერპადაა აღიარებული.
ბავშვი, რომელიც გოგონად დაიბადა, მას შემდეგ რაც წამოიზარდა თავს მუდამ წარმოაჩენდა, როგორც ბიჭი. თუ ამდე ის ასე თუ ისე ეგუებოდა მისთვის დაეძახათ შაილო, ახლა კატეგორიულად მოითხოვს მას დაუძახონ ჯონი.
იცვამს, როგოც ბიჭი, ასევე მშობლებთან შეთანხმებით იმყოფებოდა ექიმებთან და უკვე ჰორმონალურ პრეპარატებს იღებს, რათა გამოიყურებოდეს, როგორც ბიჭი.
რაც შეეხება შაილო-ჯონის მშობლებს, ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი მუდამ უჭერდნენ მხარს შვილს.
შაილო-ჯონი, როგორც კი გახდება სრულწლოვანი, გაუკეთდება ურთულესი ოპერაცია სქესის შესაცვლელად.
მე და ვფიქრობ თქვენც არ იცით გახდება თუ არა ყოფილი შაილო და უკვე ჯონი, სრულფასოვანი მამაკაცი, მაგრამ ბავშვს დიდი და მძიმე გზა, რომ ელოდება წინ ცხადზე უცხადესია.
imageimage
image
imageimage



0
451
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
451