x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მოსკოვში წითელ მოედანზე მამაკაცმა პიკეტი მოაწყო: "მომბეზრდა პელმენები და ბალიშთან ჩახუტება..."
image

მოედანზე გამოსული ცოლის მაძიებელი მამაკაცი პოლიციამ წაიყვანა, იტყობინება КП.



2 დეკემბერს რუსეთის დედაქალაქში, წითელ მოედანზე დააკავეს მამაკაცი, რომელმაც მოაწყო მარტომ პიკეტი პლაკატით:"მომბეზრდა პელმენები და ბალიშთან ჩახუტება, ვეძებ ცოლს, ალერსს და კატლეტებს".


მარტოხელა მოსკოველი ეძებდა ცოლს, მაგრამ მხოლოდ პოლიციელები გაიცნო.



30 წლის მამაკაცი იმედგაცრუებული იყო, ინტერნეტში ღირსეული ქალი ვერ იპოვა, ამიტომ მან გადაწყვიტა საცოლის მოძებნა ასეთი ორიგინალური მეთოდით.


ის ფიქრობდა, რომ თანამედროვე ქალბატონები პირველ რიგში უნდა რითიმე გააოცო, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გულგრილად ჩაივლიან. ამიტომ მან სახლში მოამზადა პლაკატი და დედაქალაქის ყველაზე ხალხმრავალ ადგილი - წითელი მოედანი შეარჩია პიკეტირებისათვის.



პოლიციამ ცოლის სასოწარკვეთილი მაძიებელი განყოფილებაში წააბრძანა და შეადგინა ოქმი პიკეტირების წესების დარღვევისთვის. ახლა მოსკოველს მოუწევს ჯარიმის გადახდა, რომელიც თითქმის ასი პაკეტი პელმენის ფასის ტოლია. რუსეთის ფედერაციის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 20.2-ე მუხლის მე -5 ნაწილის თანახმად, ჯარიმამ შეიძლება მიაღწიოს 20 ათას რუბლს.


ამის შემდეგ მამაკაცს სხვა მეთოდის გამოყენება დასჭირდება, რომ იპოვოს სასურველი მეორე ნახევარი.



ასევე იხილეთ

image

როგორი უნდა იყოს იდეალური ქალი?ცნობილმა გაცნობის საიტმა Мамба-მ გამოკითხა თითქმის 7 000 მამაკაცი, რომლებიც ეძებენ მეორე ნახევარს ან მეგობარ ქალს. მამაკაცების უმეტესობამ პირველ ადგილზე დააყენა ქალის ფიგურა, გამოკითხულთა 20, 9%-მა აღაიარა, რომ პირველ რიგში ქალის სხეულის კონფიგურაციას აქცევს ყურადღებას, შემდეგი, რასაც მამაკაცები დიდი ყურადღებას...

"შენი ადამიანის პოვნა იგივეა, ტროტუარზე სიბნელეში, ბოთლის ნამსხვრევების ბრილიანტად წარმოდგენა. მახსოვს წლების წინ, დოდოშკამ მითხრა ას გრადუს ცელსიუსში, მაშინ ჯერ 7-8 წლის წინ, პატარა ვიყავი, ვთქვი, რომ უნდა ეძებო შენი ადამიანი. - რომ იცვლი ამ კაცებს, ეს უკვე ბოზობაა...იყო დასკვნა. ეძებ ეძ...

ქორწილში სტუმრად მისული გოგონა ღალატში გამოიჭირეს. როგორც გამოცემა The Sun იუწყება, გოგონა ახლობლის ქორწილში საკუთარ შეყვარებულთან ერთად მოვიდა, რა დროსაც რამდენიმე რომანტიული სურათი გადაიღო ფოტოკიოსკში. თუმცა მოგვიანებით კიოსკში ფოტოგრაფმა აღმოაჩინა, იმავე გოგონას გადაღებული ფოტოები, მაგრამ უკვე სხვა მამაკაცთან, რომელიც ქორწილში ცოლ-შვილთა...

1-პროფესორი და სტუდენტი 2016 წლის 27 აპრილს, იმ დღეს, როდესაც პარაგვაის პრეზიდენტმა, ჰორაციო კარტესმა, ხელი მოაწერა ოჯახში ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კოპლექსური დაცვის შესახებ კანონს, ჰუგო თომას რამირეს სოსა, რომელიც 14 წლის განმავლობაში იჯდა ციხეში "იმ გოგოს მკვლელობისთვის, რომელიც უყვარდა, თან ასწავლ...

0
216
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0