x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508244
„მოხუცი დედა შვილმა თავშესაფარში ჩააბარა და დაივიწყა, დიდი ხნის შემდეგ ექიმმა დაურეკა“...
image

.

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში არაერთმა გვერდმა ძალიან სევდიანი და მრავლისთქმელი ისტორია გამოაქვეყნა, რომელმაც დიდი ინტერესი გამოიწვია. ამბავს ათასობით მოწონება ჰქონდა და უამრავმა ადამიანმა გააზიარა. ფეისბუქის მომხმარებლები წერდნენ, რომ ეს ამბავი ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს:

.
“როცა ძალიან დაბერდა და ქმარიც მოუკვდა, შვილმა და სიძემ გადაწყვიტეს თავშესაფარში წაეყვანათ. სულ დაავიწყდა შვილს, რომ ყავდა დედა… გავიდა დრო, ერთ დღეს დაურეკეს და უთხრეს, დედაშენი კვდებაო და ნახეო… წავიდა დედასთან, მოხუცი ძლივს ლაპარაკობდა, სახეზე უდიდესი, სიხარული ეხატა, დედური სიყვარულით ანთებული თვალებით უყურებდა შვილს და მის ხელებს გულში იხუტებდა… შვილმა სინდისის ქეჯნა იგრძნო და უთხრა დედას:


.

დედა მითხარი, რა გინდა, ყველაზე მეტად, აგისრულებო.

.

დედამ უპასუხა, მე არაფერი მინდა შვილო, ამ თავშესაფარს, ერთი კონდიციონერი და მაცივარი უყიდე, თორემ შენ რომ მოგიყვანს შენი შვილი აქ, გაგიჭირდება, ზაფხულში ძალიან ცხელა და საჭმელებიც ფუჭდებაო, მე კი გავუძელი, მაგრამ შენ მედარდები ვერ გაუძლებო… და შვილზე მოხვეული ხელები გაუცივდა.”

0
2412
3-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
2412
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0