x
image
თორ ნიკე
Mediator image
ბეთქილი - სვანური მითოლოგია
ბეთქილი - სვანური მითოლოგია


ბეთქილი (მეთგი, ბეთგანი) არის მამაცი მონადირე სვანურ მითოლოგიაში, დალის ციკლის თქმულებათა ცნობილი გმირი, რომლის ამბავიც გადმოცემულია საფერხულო სიმღერა-ბალადაში. მულახის თემის სოფელ მუჟალში ყველიერობის დღესასწაულზე სამთის ფერხულში ჩაბმულ ბეთქილს ლაჯებს შორის თეთრმა შუნმა, კვიცრამ (დედა ჯიხვმა) გაურბინა და მთას მიაშურა. "ბეთქილ, ამ ჯიხვს შენა სდიე!" - ბრძანა ხალხმა. ყველამ იცის, რომ ბეთქილი უმამაცესი ვაჟკაცია და თანაც დალი სწყალობს. ჯიხვი ბეთქილს თეთნულდის ფრიალოებზე გაექცა და შავი კლდის ნაპრალში გაუჩინარდა. გამოვიდა დალი და ბეთქილს კუშტად შეხედა.


ბეთქილი - სვანური მითოლოგია


"თეთრი დილა ტურფა დალო!", "თეთრი დილა, ბეთქილ ჩემო!


ბაილ ბეთქილს გეძახიან, ცასა სწვდება ქება შენი,

საჩუქარიც ხომ გიძღვენი უკვდავ ღმერთთა შესაშვენი!

შენ ჩემს მანდილს რა უყავი, ცეცხლი ხომ არ გასჩენია?"

"ნუ გაწყრები ჩემო დალო, სასთუმალთან დამრჩენია!"

"როგორც დაგრჩა ბეთქილ-ჩემო, შინაც ისე დაბრუნდები,

მზის ამოსვლას შეჰხაროდი, მზის ჩასვლისას - დადუმდები".


ბეთქილი - სვანური მითოლოგია


ამ გასაუბრებისას ირკვევა, რომ ბეთქილს დალის რიდე სხვისთვის უჩუქებია. დალი კი ღალატს არავის აპატიებს. დალმა ვაჟკაცს მხოლოდ მარცხენა ფეხის დასადგმელი ადგილი და მარჯვენა ხელის მოსაკიდი ქუჩი დაუტოვა, თანაც დასწყევლა რძალი თამარი, რომელმაც შეაცდინა. ვერსია: ბეთქილს რიდე ჩოხის მასრაში ედო. ერთგან, წვეულებაში დაიტრაბახა ან იმავე საყვარელმა მეტოქის დამცირების მიზნით გაშალა რიდე, მთელ დარბაზს გასწვდა. ამით განრისხებულმა დალმა თეთრი შუნი მიუგზავნა ბეთქილს და სალ კლდეში გაიტყუა. ჟაბეშელები მოუთმენლად ელოდნენ ბეთქილის გამარჯვებით დაბრუნებას და ბოლოს თეთნულდს მიაშურეს. ფრიალოს ძირას რომ მივიდნენ, ვაჟკაცის ყივილი მოესმათ. სალ კლდეზე დაკიდებული ბეთქილი ძლივსღა მოჩანდა. მთელი ღამე იმაგრებდა თავს, ბოლოს ღონე გამოეცალა, მოწყდა და ჩვრად ქცეული დავარდა ხალხის წინ. სიმღერად დარჩა სოფლის ფუჭი ცდა, რომ თექა-ნაბდებითა და თოკებით ეხსნათ სოფლის თვალი და რჩეული ვაჟკაცი. ბეთქილის უკანასკნელი გოდება:


ბეთქილი - სვანური მითოლოგია


"გადაეცით დედას ჩემსას, გამიშალოს კარგი ტაბლა,

გადაეცით ჩემს მეგობრებს, მიგალობონ ზარი მდაბლად."

ქორო გმინავს: ბაილ ბეთქილ! ვარდებოდი,

მდუმარებდა მკერდი კლდეთა,

შენს მასრებს და ქამაქ-ხანჯალს,

სათითაოდ კრებდა დედა!"


სხვა ვერსიით, შუნად ქცეულმა შავმა ეშმამ ბეთქილს ლაჯებში გაურბინა. ლაკვრაშის მთიდან ჩამოსძახა მონადირეს - მე განწირული ვარ და მამაჩემს უთხარ, რანგი ბლომად მიკურთხოს, დედამ ხაჭაპური და ჭიშდვარი გამომიცხოსო. (სვანური პოეზია, 1939; ქართული ხალხური პოეზია, I).


წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.


ბეთქილი - სვანური მითოლოგია


კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (მეორე ნაწილი)

12. ქართული მითოლოგია

ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
466
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
466
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0