x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
სტუმრები პარალელური სამყაროებიდან (2 ისტორია)

2008 წლის 16 ივლის ლერინ გარსია გორდომა ონლაინ–ფორუმზე პოსტი გამოაქვეყნა. მასში 41 წლის ესპანელი ქალბატონი ამტკიცებდა, რომ პარალელურ სამყაროში გაიღვიძა და დახმარებას ითხოვდა. მისი ცხოვრების ასპექტებში სხვადასხვა შეუსაბამობა, ლერინი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ ის ალტერნატიულ რეალობაში ცხოვრობდა.


image


ყველაფერი კი ასე დაიწყო: ზაფხულის ერთ დღეს ლერინმა გაიღვიძა და აღმოაჩინა, რომ ზეწარი მის საწოლში სხვა ფერის იყო. ის ამ ფაქტმა გააოგნა, რადგან ზუსტად ახსოვდა, რომ ძილის წინ, თეთრეული გამოცვალა და ის სხვანაირი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტს რაციონალური ახსნა ვერ მოუძებნა, ის სამუშაოზე მაინც წავიდა. ქუჩაში გასულს, გზა ნორმალურად მოეჩვენა... თუმცა, როდესაც შენობაში შევიდა, მისთვის უცნობი ადამიანები შენიშნა. ლერინმა ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ მიანიჭა და თავისი ოფისისკენ გაემართა. ხოლო, როდესაც კარებთან მივიდა, აღმოაჩინა, რომ მასზე გაკრულ აბრაზე, სხვა ადამიანის სახელი და გვარი ეწერა.

ლერინი საგონებელში ჩავარდა – 20 წლის მანძილზე, ერთგული სამსახურის შემდეგ, ასე უბრალოდ, წინასწარი შეტყობინების და საუბრის გარეშე როგორ დაითხოვდნენ?

მან ჩანთიდან ნოუთბუკი ამოიღო და აღმოაჩინა, რომ ის ჯერ კიდევ კომპანიის შტატში ირიცხებოდა, მაგრამ სულ სხვა განყოფილებაში მუშაობდა. ამის შემდეგ, მან საკრედიტო ბარათები, მართვის მოწმობა და სხვა დოკუმენტები გადაამოწმა. იქ ყველაფერი რიგზე იყო: იგივე სახელი, იგივე გამოსახულება, იგივე ნომერი და იგივე მისამართი. იმ გაუგებრობის გამო, რომელშიც აღმოჩნდა, ლერინმა იფიქრა, რომ გიჟდებოდა და სამუშაოზე მისვლის ნაცვლად, გადარეკა და ბიულეტინი ითხოვა. ხოლო, სახლში დაბრუნების შემდეგ, მან აგუსტინს დაურეკა, მეგობარ მამაკაცს, რომელსაც უკვე 4 თვის მანძილზე ხვდებოდა. თუმცა, მის ზარს უცნობმა ხმამ უპასუხა და უთხრა, რომ ნომერი შეეშალა და რომ იმ სახლში აგუსტინი არ ცხოვრობდა. ამ ამბავმა ქალი შოკში ჩააგდო და თავის ნაცნობებს გადაურეკა, მაგრამ იმ მამაკაცის შესახებ, არავინ არაფერი იცოდა. ლერინი საყვარელი ადამიანის გაქრობას ვერ შეეგუა და კერძო დეტექტივი დაიქირავა. თუმცა, ამ უკანასკნელმა, ვერც მას და ვერც მისი ოჯახის ვერ მიაგონ.

გადიოდა დრო და ლერინი, ძველ და იმჟამინდელ ცხოვრებას შორის, სულ უფრო მეტ შეუსაბამობას პოულობდა. მაგ., პოსტები და ბლოგი, რომლებსაც ის თვეების მანძილზე წერდა, გამქრალი იყო. ხოლო, როდესაც მან უმცროსი დის მხარზე გაკეთებული ოპერაციის შესახებ დასვა კითხვები, რომელსაც რეალურად, არანაირი ოპერაცია არა ჰქონია გაკეთებული, უკვე ოჯახიც შეშფოთდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

ხანგრძლივი ძიების მიუხედავად, პასუხები ამ უცნაურ მოვლენებთან დაკავშირებით, ლერინმა ვერ მოძებნა და დაასკვნა, რომ ერთხელ დაიძინა და პარალელურ სამყაროში გაიღვიძა... ოჯახი, მეგობრები, კომპანია, რომელშიც მუშაობდა, ერთი და იგივე იყო. მაგრამ, იმ სამყაროში, რომლიდანაც მოვიდა, სხვაგვარად ცხოვრობდა.


***


2006 წელს კეროლ ჩეიზ მაკელჰენი პერისიდან სახლში, სან-ბერნარდინში (კალიფორნიის შტატი, აშშ) მიემგზავრებოდა და მან ქ. რივერსაიდში გადაწყვიტა შეჩერება — ქალაქში, რომელშიც დაიბადა და მისი მშობლები ცხოვრობდნენ. თუმცა, გოგონა მაშინვე მიხვდა – მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად, სწორედ იმ ადგილზე იყო, სადაც უნდა ყოფილიყო, მშობლიური ქალაქი სხვაგვარად გამოიყურებოდა.


image


მოგვიანებით, ის ამტკიცებდა, რომ ვერ იპოვა ვერც საკუთარი სახლი, სადაც ბავშვობა გაატარა და სადაც მისი მშობლები ცხოვრობდნე და ვერც ოჯახის სხვა წევრების სახლები. მისთვის უცნობი იყო ყველა სახლი, მიუხედავად იმისა, რომ მისამართები ემთხვეოდა. სასაფლაოც კი, სადაც მისი ბებია-ბაბუა იყვნენ დაკრძალულები, მართალია, შემოღობილი იყო, მაგრამ სრულიად ცარიელ ნაკვეთს წარმოადგენდა. ერთადერთი, რაც მას ეცნო, ეს სკოლა და კოლეჯი იყო. კეროლმა ჩათვალა, რომ სხვა განზომილებაში და წარსულში მოხვდა და იმ ადგილზე ჩარჩენის შიშით, ქალაქი სასწრაფოდ დატოვა.

გავიდა დრო და კეროლი ისევ ჩავიდა მშობლიურ ქალაქში და უკვე ჩვეულებრივ, მისთვის ნაცნობ რივერსაიდში მოხვდა.

image

imageimageimageimageimageimage







0
366
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
366
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0