x
image
alex999
Mediator image
ცოტახნით დაივიწყეთ ყველაფერი! 26 ფოტო, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა ნახოს!

სად ვართ და სად ვცხოვრობთ? - დედამიწაზე... და დედამიწა სადაა? - აი იქ! ძალიან პატარა ზომის წერტილი რომ ჩანს... ის არის დედამიწა, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ!



ოფიციალურად buzzfeed წარმოგიდგენთ...

image










1. ეს დედამიწაა, ადგილი სადაც ჩვენ ვცხოვრობთ

image




2. აი სად ვიმყოფებით მზის სისტემაში

image




3. ამ ფოტოში ჩანს მანძილი მთვარეს და დედამიწას შორის. მგონი არც ისე შორს ვართ

image




4. ვფიქრობ კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეთ, რადგან ამ მანძილში სავსებით შესაძლებელია ყველა იმ პლანეტის დატევა, რომელიც მზის სისტემაშია. ახლა დარწმუნდით, რომ საკმაოდ შორს ყოფილა მთვარე ჩვენგან


image




5. უკეთესად რომ გავიგოთ, მოდით პლანეტებზე ვისაუბროთ. ის პატარა ობიექტი, რომელიც ფოტოზე ჩანს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტია, ნახეთ რამხელა ჩანს თუ იუპიტერთან შევადარებთ

image




6. ან თუნდაც სატურნთან, ამჯერად 6 დედამიწას...

image





7. ბარემ სატურნზე ვსაუბრობთ და ვნახოთ როგორი ხედები იქნებოდა დედამიწაზე, თუ ჩვენს პლანეტას სატურნის რგოლები ექნებოდა

image




8. ალბათ გახსოვთ უსაყვარლესი პლანეტა პლუტონი... 2018 წელს საბოლოოდ ვნახეთ თუ როგორ გამოიყურება ის სინამდვილეში

image




9. ფოტოზე ჩანს კომეტა და შედარებულია ლოს ანჯელესთან. წარმოუდგენელი კატასტროფა მოხდება თუ მსგავსი რამ დედამიწას დაეჯახება

image




10. ალბათ ასეთ განსხვავებასაც არ ელოდით! - ასე გამოიყურება დედამიწის ზომა მზესთან შედარებისას

image




11. ასე გამოიყურება ჩვენი სახლი, ჩვენი თანამგზავრიდან

image




12. მეზობელ მარსიდან...

image




13. სატურნიდან...

image




14. და ნეპტუნიდან...

image




15. უფრო შორს წავიდეთ... მზესთან შედარებით ალბათ უფრო "ზღვაში წვეთს" ვგავართ

image




16. ხოლო მზე ასე გამოიყურება მარსიდან...

image




17. გაიხსენეთ ყველასთვის ცნობილი მეცნიერის კარლ საგანის გამონათქვამი: "კოსმოსში უფრო მეტი ვარსკვლავია, ვიდრე დედამიწაზე ქვიშის მარცვალი"

image




18. გამოდის, რომ კოსმოსში მზეზე კიდევ უფრო დიდი ობიექტები არსებობენ. მაგალითად VY Canis Majoris - სახელწოდების ვარსკვლავი, რომელიც მზეზე იმდენჯერ უფრო დიდია, რამდენჯერაც მზე დედამიწაზე!

image




19. თუმცა რაზეც აქამდე ვისაუბრეთ ირმის ნახტომის გალაქტიკას ვერანაირად ვერ შეედრება. ჩათვალეთ, რომ მზე სისხლის უჯრედის ოდენობისაა, ამავე ზომისა გავხადოთ ირმის ნახტომის გალაქტიკაც, თუ ასეთ შედარებას გავაკეთებთ, გამოდის, რომ ირმის ნახტომის გალაქტიკა მხოლოდ აშშ-ს ზომისაა, მაგრად გაითვალისწინეთ, რომ მათი ზომა მხოლოდ სისხლის ერთი პატარა უჯრედის ოდენობისაა.

image




20. ესეიგი ირმის ნახტომის გალაქტიკა უდიდესია, რაზეც კი აქამდე ვისაუბრეთ, ხოლო ჩვენი ადგილმდებარეობა ასე გამოიყურება ამ გალაქტიკაში

image




21. ახლა კი ცოტა მოიწყენთ. ფოტოზე ყვითლად მონიშნულია ის ვარსკვლავები, რომლებსაც სიცოცხლეში ნახავთ, მონიშნულზე მეტის ნახვა, სამწუხაროდ ჩვენი პლანეტიდან შეუძლებელია

image




22. დაუბრუნდეთ გალაქტიკებს. ჩვენი ირმის ნახტომიც კი ძალიან მცირე ზომისა ხდება მაშინ, როდესაც მას სხვა გალაქტიკებთან შევადარებთ...

image




23. მოდი უფრო მეტზე ვიფიქროთ! ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებულ ამ ფოტოზე ჩანს, თუ რამდენი გალაქტიკაა კოსმოსში, რომლებიც უამრავ პლანეტას შეიცავენ

image




24. ერთ-ერთი მათგანი UDF 423 -ია, რომელიც დედამიწიდან 10 მილიარდი სინათლის წელიწადის მოშორებით მდებარეობს. ეს გალაქტიკა მა|შინაც კი არსებობდა, სანამ მზე და დედამიწა, ან კიდევ საერთოდ ირმის ნახტომის გალაქტიკა გაჩნდებოდა.

image




25. არ დაგავიწყდეთ! ეს ყველაფერი სივრცის მხოლოდ მცირედი ნაწილია, რომელსაც პროცენტულადაც ვერავინ გათვლის ამ დროისთვის!

image




26. და ბოლოს გადავიდეთ შავ ხვრელებზე. ამ საშინელებების ზომები დედამიწასთან შედარებით ძალზედ დიდია.

image




დამთავრება გვინდა, მაგრამ ვერ ვამთავრებთ! ცოტახნით დაივიწყეთ ყველაფერი და იფიქრეთ იმაზე თუ სად ვცხოვრობთ! ეს ჩვენი სახლია...

image




ჩვენი სახლი მზის სიტემის გარედან

image




უფრო შორს... ნახეთ სად არის ჩვენი მზის სისტემა

image




კიდევ უფრო შორს...

image




გალაქტიკებს შორის...

image




რამოდენიმე მილიონი სინათლის წლის მოშორებით...

image




თითქმის მივედით...

image




და მივაღწიეთ საბოლოო ნიშნულამდე, თუმცა აქედან დედამიწა უბრალოდ კი არ ჩანს, მის არსებობის შესახებ წარმოდგენაც კი შეუძლებელია!

image














სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი


აუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!!



















<<<<< იხილეთ ასევე >>>>>



მამაკაცმა თავის ჭკუაში ლეკვი იყიდა... ნახეთ 2 წლის შემდეგ რა აღმოჩნდა

image





3 დეკემებრი - არ დაივიწყოთ ეს დღე(ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები)

image





13 კადრი, რომელიც მაღალი ადამიანების სირთულეებს გვიჩვენებს - იხალისებთ!

image





ტესტი - როგორ მოიქცევით ურთულეს სიტუაციებში? (+პასუხები)

image





თვალებს ვერ მოაშორებთ - 13 ფოტო, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ!

image










4
2372
7-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
2372
  
2019, 6 დეკემბერი, 2:28
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 4 დეკემბერი, 20:31
გინდათ უფრო გასაოცარი რამ გითხრათ? ჭადრაკში უფრო მეტი სვლაა ვიდრე დაკვირვებად სამყაროში ატომები. :)
2019, 4 დეკემბერი, 19:02
Ddidi madloba aseti shefasebistvis batono zurab
2019, 4 დეკემბერი, 18:35
არაჩვეულებრივი სტატიაა,მკითხველისათვის საინტერესო და ერთი ამოსუნთქვით წასაკითხი.
0 1 4