x
მეტი
  • 14.12.2019
  • სტატია:97359
  • ვიდეო:344176
  • სურათი:459354
ბერი ბუქნა ბაადური
ბერი ბუქნა ბაადური


ბაადური, ბერი ბუქნა (ბუქნია) ბაადური ღვთისშვილია, მორიგე ღმერთის ნასახი (გაჩენილი). გმირი და ნახევრად ღმერთი ქართულ მითოლოგიაში. ერთ-ერთი უძველესი ხატ-სალოცავი, ღმერთის ნასახთა ბატონი, კოპალას თანამებრძოლი. ეს პატივი წილისყრით ერგო. ხორციელი ბატონობა ერეკლეს ერგო, ხატთა ბატონობა - ბერ ბაადურს. მას შემდეგ რაც ერეკლემ ქაჯების ქალს გლეხის ასული ამჯობინა, დაკარგა ტახტიცა და მამაკაცობაც. ბაადური კვლავ ძლიერია. "შუბნური მათრახიანი" უზენაესი მორიგე (მომრიგე, მომწესრიგებელი) ღმერთის ნასახია. ღვთისშვილთა შორის პირველი, შემდეგ ცალკე დგას რამდენიმე მისნაირი ღვთისშვილი - კოპალა, თერგვაული... ერთი ცნობით ბაადური წმინდა გიორგისთანაა გაიგივებული, მაგრამ სინამდვილეში ეს ქრისტიანობის შემდგომი პერიოდის დანამატებია.


ბერი ბუქნა ბაადური


მისი კულტი დღემდე შემორჩენილი აქვს გუდანის წმინდა გიორგის ხატს. უძველეს, ქრისტიანობამდელ დროში კი ბაადურს საკუთარი სალოცავი ჰქონდა სანეღელეს მწვერვალზე. მერე კი საკულტო ადგილმა გუდანში გადაინაცვლა. სანეს ძველ სალოცავშიც დადიან წელიწადში ერთხელ (ივლისის ბოლო შაბათ-კვირას), მერე გუდანს გადადიან (მიხ. ჩიქოვანი, ქართული ხალხური პოეზია, I, 298-299). გუდანის ზემოთ სანეოზე უფრო ძველი სალოცავია, თუმცა მთავარი ეკლესიები გუდანშია. იქ ჩასულა პირველად ციდან ბაადური. იქ უმღერიან ხევსურნი - "საღმრთო ბერო ბაადურო, ადგილის თავ-სვეტის ანგელოზო..." თუ თერგვაულის სახელი ბურუსითაა მოცული, ბაადური უფრო ნათელი სახეა, როგორც "ღვთის ნასახთა უფროსი", მთელი ხევსურეთის სალოცავი, "ბებერი ხატი", დევთა და მავნეთა რისხვა, რომელიც შავ ზღვაში ქაჯებს დაუტყვევებიათ. ხალხს თავისი გმირის სახე სიმღერაში შემოუნახავს - "მშვილდ-ქაიბური ბერისა ქუდიელზედა ხვიოდა". სუმბარ დევთან მისი ბრძოლის ამბავი. ნ. კოპალა.



წყარო: აკაკი გელოვანი. "მითოლოგიური ლექსიკონი". 1983.






კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი პირველი)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
160
2-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0