x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
სააკაშვილმა განაცხადა, რომ დაუშვა შეცდომა როცა არჩევნების მერე დატოვა საქართველო

image
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ წუხს 2013 წელს საქართველოს დატოვების გამო და ამ ნაბიჯს შეცდომას უწოდებს.
"დღეს მე ყველაზე მეტად ვწუხვარ იმის გამო, რომ 2013 წელს დავტოვე საქართველო. მე უბრალოდ დავტოვე ყველა და წავედი. მე არ დამიტოვებია საქართველო ციხის საკანში მოხვედრის შიშის გამო. თქვენ იცით, ციხეში ჩასმით მე უკრაინაშიც მემუმქრებოდნენ. მე წავედი იმიტომ, რომ მე დავიღალე და დაიღალა ხალხი ჩემით. უბრალოდ მე ხალხს მივეცი დასვენების საშუალება.
და მე დღეს ვთვლი, რომ მე ამ ნაბიჯით დავუშვი შეცდომა"-განუცხადა სააკაშვილმა კვირის ინტერვიუში ტელეკომპანია "Мтавари архи" "-ს.
წამყვანის რეპლიკაზე, რომ ის მოხვდებოდა ციხის საკანში, რადგან მის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, სააკაშვილმა უპასუხა: "საკუთარი ქვეყნის დატოვება ყველაზე ცუდი გამოსავალია".
როგორც იცით მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო 2004 წლის იანვრიდან 2013 წლამდე. 2013 წელს მან დატოვა საქართველო საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. მალევე მის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის ოთხი საქმე, რომელთაგან ორზე მის მიმართ დაუსწრებლად უკვე გამოტანილ იქნა განაჩენი.
2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სააკაშვილს, 2006 წელს "გაერთიანებული ქართული ბანკის" თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო. 2018 წლის 28 ივნისში თბილისის სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს დაუსწრებლად მიუსაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა 2005 წელს საქართველოს პარლამენტის დეპუტატის ვალერი გელაშვილის სასტიკად ცემის გამო. სასამართლომ ჩათვალა, რომ დეპუტატი ცემეს პრეზიდენტის უშუალო მითითებით.
2015 წელს სააკაშვილი უკრაინაში მიიწვია უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე სამუშაოდ.
თუმცა იგივე პრეზიდენტმა სააკაშვილს 2 წლის შემდეგ უკრაინის მოქალაქეობა გაუუქმა ქვეყნის ხელისუფლებასთან კონფლიქტის გამო.
უკრაინაში დაბრუნება სააკაშვილმა შესძლო მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმირ ზელენსკის გამარჯვების შემდეგ.
მოსალოდნელი იყო, რომ სააკაშვილის პარტია უკრაინაში "ახალი ძალების მოძრაობა" მიიღებდა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში და მოგვიანებით უკრაინის "რადას" არჩევნებში, მაგრამ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი პარტია სწყვეტდა წინასაარჩევნო მოძრაობას და მხარს დაუჭერდა ზელენსკის პარტია "ხალხის მსახურს".




0
1107
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1107