x
მეტი
  • 14.12.2019
  • სტატია:97359
  • ვიდეო:344176
  • სურათი:459354
წუხელ 26 წლის შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის საზღვაო პორტს პირველად მიადგა რუსული საკრუიზო ლაინერი "Князь Владимир"-ი

image წუხელ 2 დეკემბერს, საღამოს 21:40 წუთზე (მოსკოვის დროით), აფხაზეთის ომის შემდეგ სოხუმის საზღვაო პორტს პირველად მიადგა რუსული საკრუიზო ლაინერი. პორტი ხალხით იყო გადაჭედილი, უკრავდა მუსიკა და ფოიერვერკებს ისროდნენ.
თუმცა, როგორც ამბობენ ქალაქის სამოქალაქო მოსახლეობას რუსი სამხედროები სჭარბობდნენ, რუსეთმა ეს ნაბიჯი დიდი ალბათობით გადადგა იმისათვის, საქართველოსათვის და ჩვენი მოკავშირეებისათვის ეჩვენებინა: "აფხაზეთი ჩემია და აქ დაბრუნებაზე არც კი იფიქროთო"!
იმედია საქართველოს სსაგარეო საქმეთა სამინისტრო, შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით რუსულ მხარეს გადასცემს საპროტესტო ნოტას, რუსების მიერ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის და თვითნებობის გამო.
შეიძლება ეს ვინმეს ნაცარქექიობად მოეჩვენოს, მაგრამ ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია, რათა მსოფლიომ გაიგოს თუ როგორ არღვევს გეგმაზომიერად და მიზანდასახულად რუსეთი, გაეროს მიერ საქართველოს განუყოფელ ტერიტორიად აღიარებულ აფხაზეთში სამართლის საერთაშორისო ნორმებს.
აღნიშნულმა ლაინერმა უკვე დატოვა სოხუმის პორტი და როგორც აფხაზური და რუსული სააგენტოები აცხადებენ მომავალ წელს ესტუმრება ისევ სოხუმს, დაგეგმილია აღნიშნული ლაინერის მიმოსვლა რუსეთსა და სოხუმის პორტს შორის დაიწყოს მაისის ბოლოს და სექტემბრის ბოლომდე შეასრულებს 6 რეისს.
რუსული მხარის განცხადებით პორტის თანამშრომლებმა კარგად გაართვეს თავი რუსული ლაინერის ტესტურ რეჟიმში მიღებას სოხუმის პორტში.
ბაბუაჩემი, სოხუმელი კაცი და შორეული ნაოსნობის კაპიტანი იყო, მაგრამ მისგან არასდროს მსმენია სოხუმის პორტში აფხაზებს ემუშავათ, რადგან აღნიშნული სახის ტექნიკური სამსახური აფხაზებს არასდროს იზიდავდათ.
დიდი ალბათობით ლაინერის მიღების ორგანიზებას ისევ რუსები უძღვებოდნენ.
image

0
763
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
763