იარაღი და ტექნიკა უცნაური თვითნაკეთი იარაღები და გაურკვეველი მიზეზით გამსკდარი და განადგურებული ქარხნული იარაღები 2019, 3 დეკემბერი, 17:26 თვითნაკეთი იარაღის გაკეთება საუკუნეების წინ დაიწყეს ადამიანებმა, მუდმივი საფრთხის შეგრძნებამ და მუდმივმა ბრძოლამ გადარჩენისათვის ადამიანები აიძულა შეექმნათ კუსტარულად იარაღები. თუმცა წინა და ამ საუკუნეებშიც მრავლად იქნა გაკეთებული და კონფლიქტურ რეგიონებში გამოყენებული კუსტარულად ცეცხლსასროლი იარაღები. პირველ სურათზე რასაც ხედავთ, ეს მრავალლულიანი პისტოლეტია, რომლის ვაზნების ფისტონ-დეტონატორების აფეთქება ხდება ნემსებით, რომლებიც მოქმედებაში ელექტრონულ მუხტს მოჰყავს, რომელიც სპეციალური გადამრთველის დახმარებით მიეწოდება დენის წყაროდან, ამ შემთხვევაში "კრონას" აკუმულატორიდან. გაგიკვირდებათ და ამ სურათზე ნანახი საოცრებაც ისვრის და ისევე კლავს ადამიანს, როგორც ქარხნული იარაღი. როგორ ფიქრობთ ეს რევოლვერი ასე ცუდმა ხარისხმა დაამტვრია ასე, თუ ზედმეტი დენთის დამსახურებაა?
784 5-ს მოსწონს |