x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ნატო - დრომოჭმული ალიანსი თუ წარმატებული სამხედრო კავშირი?

image

დღეს ნატო-ს სამიტი გაიმართება ლონდონში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს არის საიუბილეო სამიტი, რადგან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსებიდან 70 წელი გავიდა, თუმცა როგორც ჩანს, საკამათო უფრო მეტი იქნება ამ სამიტზე, ვიდრე სადღესასწაულო. ცალკეულ ბლოგებში არაერთხელ მისაუბრია სხვადასხვა პრობლემებზე, რომელიც ალიანსის წინაშე დგას. ამ ბლოგში შევეცდები ერთიან, ფართო სურათს შევხედოთ და ისე გავიაზროთ ალიანსის წინაშე არსებული გამოწვევები.

ეს გამოწვევები შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად: უშუალოდ ნატო-ს წინაშე არსებული და ისეთები, რომლებიც ირიბად ახდენს
ნატო-ზე გავლენას.
რომელია უშუალო გამოწვევები?

პირველ რიგში, მახსენდება საფრანგეთის პრეზიდნეტის ინტერვიუ ბრიტანულ The Economist-თან, სადაც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა: "ნატო ჩამოყალიბდა მტრისთვის, ვარშავას პაქტზე, პასუხის გასაცემად. 1990 წელს ჩვენ ახლიდან არ განგვისაზღვრია ამ გეოპოლიტიკური პროექტის მიზანი, მაშინ როცა თავდაპირველი მტერი აორთქლდა. ... ნატო ტვინის სიკვდილს განიცდის, ევროპას კი საკუთარი სამხედრო ძალების შექმნა სჭირდება".

საინტერესოა, რომ დღეს ლონდონში გამგზავრებამდე თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ნატო-ს რეფორმირება დღევანდელი გამოწვევების ფონზე გარდაუვალია.

ასევე საინტერესოა მაკრონის განცხადებები, რომელიც მან ნატო-ს გენმდივანთან საერთო კონფერენციაზე გააკეთა: "არის ჩვენი მტერი რუსეთი, როგორც ხანდახან მესმის ხოლმე? არის მტერი ჩინეთი? არის ნატო-ს მიზანი მათი მტრებად აღიარება? არ მჯერა. ჩვენი საერთო მტერი დღეს არის ტერორიზმი...". ეს განცხადება რუსეთთან და ჩინეთთან მომავალ თანამშრომლობას ან თანამშრომლობის გაღრმავებას ჯერ ტერორიზმის, შემდეგ კი სხვა მიმართულებებით ნამდვილად არ გამორიცხავს. იხილეთ ვრცლად
0
79
შეფასება არ არის
ავტორი:იოანე შაიშმელაშვილი
იოანე შაიშმელაშვილი
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0