x
მეტი
  • 14.12.2019
  • სტატია:97359
  • ვიდეო:344176
  • სურათი:459354
„დღე, როდესაც ყველა კარგ ხასიათზეა“ - როგორ ჩატარდა „ქართული ღვინის ფესტივალი 2019“
image


ქართველებისთვის ვაზი და ღვინო რომ ყველაზე მნიშვნელოვანი და საამაყოა, აღარავის უკვრის. მეტიც, ჩვენი ერის წარმოშობის დრო და ადგილიც კი ყურძნის წიპწებისა თუ ქვევრების აღმოჩენას უკავშირდება. ასე რომ, დიახ - საქართველო და ღვინო ერთად დაიბადნენ; ჯერ კიდევ მანამ, სანამ ჩვენს ქვეყანას საქართველო დაერქმეოდა და ღვინოს - ღვინო. წელიწადის დროებს შორის, ქართველი კაცისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ შემოდგომა იყო - რთველის დრო. სხვა დროს როდის, თუ არა სწორედ შემოდგომაზე, ოქტომბერში, ძველქართულად - ღვინობისთვეში, უნდა ჩატარებულიყო „ქართული ღვინის ფესტივალი“ - ქართული ღვინის ნამდვილი დღესასწაული!


image


image



50-ზე მეტი ღვინის დიდი და მცირე მარანი, ასეულობით სახეობის ღვინო, ქართული ტრადიციული ტკბილეული, ნამდვილი ქართული ყველი, ხილი, მიმების, დრამების, ოჩოფეხებისა და ცეცხლოვანი შოუ, ეს იმ ყველაფრის მოკლე ჩამონათვალია, რაც 12 ოქტომბერს შარდენის ქუჩაზე, „ქართული ღვინის ფესტივალზე“ მისულ სტუმრებს დახვდათ.


ფესტივალს მუსიკალურად აფორმებდნენ ფოლკორული ანსამბლები: „შვიდკაცა“, „რანინა“, „ღვთაება“, „მარუა“, „ადილეი“, „მართვე“, „თორდა“, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ანსამბლი „კავკასიელი“; თანამედროვე ბენდები: „რეზო და ბავშვები“, „ელის ბენდი“.


image

image


ფესტივალი ღვინის კომპანიების მათი პროდუქციის მომხმარებლისთვის გაცნობის საშუალებას აძლევს. მიზანმიმართულად მოსული ასობით უცხოელი თუ ადგილობრივი სტუმარი, რომელიც ქართული ღვინით არის დაინტერესებული, ერთ სივრცეში იყრის თავს, ღვინოს აგემოვნებს და იძენს. რა ღირებულება გააჩნია „ქართული ღვინის ფესტივალს“, როგორ ჩაიარა და რა დადებითი შედეგები მოუტანა მეღვინეებს - ამასთან დაკავშირებით ფესტივალის მონაწილე რამდენიმე მარნის წარმომადგენელს ვესაუბრეთ.


„თბილღვინო“ - „ქართული ღვინის ფესტივალში“ მისი დაარსებიდანვე ვიღებთ მონაწილეობას. ვფიქრობ, რომ წლიდან წლამდე იხვეწება და უფრო და უფრო საინტერესო ხდება. მშვენიერი საშუალებაა, რომ მომხმარებელს თავი შეახსენო; ვინც არ გიცნობს, თავი გააცნო... მოსულ სტუმრებსაც ეტყობოდათ, რომ მოსწონდათ, ყველა გაღიმებული და ბედნიერი დადიოდა. „ქართული ღვინის ფესტივალი“ - ეს არის ერთი ძალიან ლამაზი დღე, როდესაც ყველა კარგ ხასიათზეა.“


„ალაზანი ვაინერი“ – „მარნებს იშვიათად აქვს ხოლმე იმის საშუალება, რომ დამოუკიდებლად შეიმუშავონ მარკეტინგული სტარტეგია და პიარღონისძიებები დაგეგმონ, სადაც მომხმარებელს თავიანთ პროდუქტს შესთავაზებენ. ჩვენ პირველად მივიღეთ მონაწილეობა და ძალიან კმაყოფილები ვართ. ფესტივალის შედეგები ციფრებშიც კი შეგვიძლია დავინახოთ: ფეისბუკის აქტივობა გაიზარდა, მომხმარებლის რაოდენობა იზრდება, მაღაზიებიდანაც დაგვემატა შეკვეთები...“


image


აღსანიშნავია, რომ „ქართული ღვინის ფესტივალი“ მცირე საოჯახო მარნებისა და უნიკალური ღვინოების წარმოჩენაზე ზრუნავს, ამიტომ ფესტივალის დაარსების დღიდან ფესტივალში ბევრი მცირეე მარანიც იღებს მონაწილეობას. წელს წარმოდგენილი მცირე მარნებს შორის იყო „კორინთელის მარანიც“: „ფესტივალი მშვენივრად ორგანიზებული, ადგილიც - კარგად შერჩეული და ჩვენი მარნისათვის ძალიან დადებითი აღმოჩნდა. მსგავსი ფესტივალები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მცირე მარნებისთვის, ღვინის პოპულარიზაციისა და ხარისხის ზრუნვის თვალსაზრისით. საშუალება გვეძლევა, რომ პირდაპირ შევთავაზოთ მომხმარებელს ჩვენი ღვინო, დავაკვირდეთ მის შთაბეჭდილებას და ადგილზევე მივიღოთ შეფასება, რაც შემდეგ იმაში გვეხმარება, რომ მომხმარებლისთვის მაქსიმალურად მისაღები და მოსაწონი ღვინო ვაწარმოოთ, “ - აღნიშნა „კორინთელის მარნის“ წარმომადგენელმა.


„ქართული ღვინის ფესტივალი“ წარმოუდგენელია სანახაობის გარეშე. მთელი დღის განმავლობაში ერთმანეთს ცვლიდნენ მოცეკვავეები, რომლებიც ქართულ ცეკვებს ასრულებდნენ.


ღვინის ფესტივალი მუსიკალური თვალსაზრისითაც მრავალფეროვანი იყო და ყველა ასაკისა თუ გემოვნების ადამიანი გაითვალისწინა. მთელი დღის განმავლობაში მონაწილეებისა და სტუმრების განწყობაზე ფოლკლორული როგორც ანსამბლები, ის ბენდები ზრუნავდნენ. დღის მუსიკალური დასაწყისი ანსამბლ „შვიდკაცას“ სიმღერით დაიწყო და შარდენის ქუჩა ქართულმა ჰანგებმა მოიცვა.


მოგვიანებით სცენა კვარტეტმა „რანინამ“ დაიკავა. როგორც მისმა ერთ-ერთმა წევრმა, სოსო კოპალეიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, „ქართული ღვინის ფესტივალს“ ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ქართული ღვინისა და კულტურის პოპულარიზაციაში: „ყველაფერს ეტყობოდა, რომ ღონისძიება კარგად იყო ორგანიზებული. ყველაზე შესამჩნევი მუსიკალური მრავალფეროვნება იყო, სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ ანსამბლები და მომღერლები. ჩვენ პირველად მივიღეთ მონაწილეობა ამ მასშტაბურ ფესტივალში და თუკი მომავალ წელსაც შემოგვთავაზებენ, კვლავ სიამოვნებით ჩავერთვებით, “ - აღნიშნა სოსო კოპალეიშვილმა.


image


image


როგორც აღვნიშნეთ, ფოლკლორული ანსამბლების გარდა ფესტივალს მუსიკალურად აფორმებდნენ ბენდებიც, კერძოდ, „ელის ბენდი“ და „რეზო და ბავშვები“.


ახალგაზრდებით დაკომლექტებული ბენდი „ელისბენდი“ უკვე მეორედ იღებს „ქართული ღვინის ფესტივალში“ მონაწილეობას. როგორც ბენდის პროდიუსერმა, ტატა ავალიშვილმა აღნიშნა, ბენდიმა მცირე დროში მოახერხა მსმენელისთვის თავის შეყვარება: „სცენაზე მაქსიმალურად იხარჯებიან. ისე უყვართ ის საქმე, რასაც აკეთებენ, რომ დრო როგორ გადის, ვერ ამჩნევენ. ღვინის ფესტივალში მონაწილეობის მიღებას სიამოვნებით დავთანხმდით, ზუსტად ვიცოდით, რომ წარმატებული იქნებოდა და ძალიან კარგად ჩაივლიდა. მსმენელი შესანიშნავი იყო, ბოლომდე გამოგვყვნენ, “ - აღნიშნა ტატა ავალიშვილმა.


„ქართული ღვინის ფესტივალი“ საინტერესო აღმოჩნდა „რეზო და ბავშვებისთვსაც“: „კარგი ღვინო და ბევრი კარგი ტრადიცია გვაქვს ქართველებს. ჩვენთვის საინტერესოა მონაწილეობის მიღება პროექტებში, რომლებიც მათს პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთან, მათში ბევრი ქართველი და უცხოეულია ჩართული. წელს იმდენად საინტერესო ღონისძიება იყო, რომ ჩვენც ძალიან ვისიამოვნეთ, “ - აღნიშნა რეზო ბლიაძემ.


image

შეგახსენებთ, „ქართული ღვინის ფესტივალი“ 2017 წლიდან „პალიტრა მედიას“, მედიაპორტალ Allwine.ge-ისა და „მეიდან ჯგუფის“ ორგანიზებით იმართება. წელს მისი გენერალური სპონსორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი იყო.


ნახეთ ვიდეო: ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტები ქართული ღვინის ფესტივალიდან

0
86
2-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0