x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
"ეს უმნიშვნელოვანესი, შესაძლოა, ასე ვთქვათ, საბედისწერო პერიოდია" - იუპიტერი თხის რქის ნიშანში შევიდა 
image
ასტროლოგი ქეთი ვაწაძე სოციალურ ქსელში იუპიტერის თხის რქაში შესვლის შესახებ წერს.


მისი თქმით, ეს უმნიშვნელოვანესი, შესაძლოა, ცოტა რთული, ასე ვთქვათ, საბედისწერო პერიოდია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პლუტონიც თხის რქის ზონაში იმყოფება მთელი 2020 წლის მანძილზე, რასაც, 2020 წლის შემოდგომის მიწურულს შეუერთდება.


"2 დეკემბერს, დიდი ბედნიერებისა და იღბლის პლანეტა, იუპიტერი, შევიდა თხის რქის ნიშანში, სადაც 2020 წლის 20 დეკემბრამდე იმოძრავებს

იუპიტერის დამსახურებით და თხის რქისეული პრინციპების შესაბამისად, შეკუმშვის, კონცენტრაციის, მომატებული პასუხისმგებლობის გააქტიურება მოხდება სამყაროში


ეს არ არის იუპიტერისთვის საუკეთესო მდებარეობა, თუმცა, იუპიტერის ამ ნიშანში ყოფნისას წინ წამოიწევს შემდეგი ფასეულობები: დროის ყადრი, სიზუსტე, პროფესიონალიზმი, თანმიმდევრულობა, დისციპლინა.

გაუმართლებთ მათ, ვინც შესაბამის თვისებებს გამოიმუშავებს საკუთარ თავში და ზუსტად შეასრულებს ამ თხისრქისეულ მოთხოვნებს. იუპიტერი სიზუსტეს, სიმკაცრეს, თანმიმდევრობას და მაღალი მიზნებისკენ, მწვერვალებიკენ გვიბიძგებს.

ეს ის დროა, როდესაც უნდა ვიმოქმედოთ კეთილსინდისიერად, პატივი ვცეთ მორალურ კანონებს, ამავდროულად, იუპიტერი გვეხმარება გავაფართოოთ ტრადიციების საზღვრები, წავიდეთ წინ და უფრო მეტი გავაკეთოთ, ვიდრე, მანამდე

წინა წლების იუპიტერი თხის რქაში ყოფნის მოვლენებისგან იუპიტერის ამჟამინდელი ინგრესია ამ ნიშანში გამორჩეული იქნება იმით, რომ ერთ მოედანზე ერთმანეთს ხვდება ორი მსხვილი მოთამაშე, ორი სოციალური, უმნიშვნელოვანესი პლანეტა - იუპიტერი და სატურნი, რომელიც უკვე თითქმის 2 წელიწადია თხის რქის ნიშანში იმყოფება და “ალაგებს“ თხისრქისეულ სფეროებს, პირველ რიგში საჯარო სექტორს, სახელმწიფო და სამთავრობო სტრუქტურებს, ამოწმებს პროფესიონალიზმზე, კეთილსინდისიერებაზე და სხვ. და ახალ წესრიგს ადგენს (იხ.ჩემი სტატია “სატურნის ინგრესია თხის რქაში“).

თუმცა, 2020 წლის მარტში სატურნი დროებით დატოვებს თხის რქის ნიშანს და მერწყულში გადადის, მოგვიანებით კი, რეტროგრადულ მოძრაობაში, კვლავ თხის რქას უბრუნდება 11 მაისს და საბოლოოდ, 29 სექტემბერს დატოვებს თხის რქის ზონას.

სატურნის თხის რქის ნიშანში არყოფნის პერიოდში იუპიტერი იქნება ნიშანში მარტო და დროებითი ამოსუნთქვის შესაძლებლობებს მოგვცემს, (მით უფრო თხის რქის წარმომადგენლებს), თუმცა ცოტა ხნით - რეტროგრადული მოძრაობიდან დაბრუნებულ სატურნს ის 2 ივლისიდან 17 დეკემბრამდე შეუერთდება

ეს უმნიშვნელოვანესი, შესაძლოა, ცოტა რთული, ასე ვთქვათ, საბედისწერო პერიოდია, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პლუტონიც თხის რქის ზონაში იმყოფება მთელი 2020 წლის მანძილზე, რასაც, 2020 წლის შემოდგომის მიწურულს შეუერთდება

მოსალოდნელია მკვეთრი ცვლილებები როგორც სოციალურ, პოლიტიკურ, საჯარო სფეროებში, ასევე სამომავლოდ უმნიშვნელოვანესი საფუძვლის ჩაყრაც.

რა უნდა გავაკეთოთ, როდესაც იუპიტერი თხის რქაში იმყოფება:

გამოვიჩინოთ მდგრადობა, გავაძლიეროთ ნებისყოფა

გავაფართოოთ საკუთარი ბიზნესი

გავაუმჯობესოთ პროფესიული უნარები, ავითვისოთ და ვისწავლოთ ის, რაც პროფესიონალურ ზრდაში დაგვეხმარება

სისტემატიზირება გავუკეთოთ ჩვენს ცოდნას, ინფორმაციას

მოვაწესრიგოთ საქმეები როგორც სამსახურში, ასევე, სხვა სფეროებში

დავხვეწოთ საქმიანი უნარები

შევისწავლოთ მენეჯმენტი, მართვა

ყველაფერში მეტი დაფიქრება, აწონ-დაწონვა, სერიოზული მიდგომა გამოვავლინოთ

ამ პერიოდის დევიზია - შვიდჯერ გაზომე - ერთხელ გაჭერი!

მართალია, ყველაფერი მაინც პირად რუკაზე და მის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული, მაგრამ თუ ზოგადად ვიმსჯელებთ, ეს სასიკეთო პერიოდია თვითონ თხის რქის წარმომადგენლებისთვის, (რომლებიც უკვე 2 წელია იმყოფებიან სატურნის წნეხის ქვეშ, ახლა უკვე შედარებით სიმსუბუქეს იგრძნობენ), ასევე, კუროსა და ქალწულებისთვის..

კარგია, ასევე, წყლის ნიშნებისთვის- მორიელი, თევზები..(კირჩხიბებს დრო და დრო შეიძლება დაძაბულობა ჰქონდეთ, თუმცა ესეც ინდივიდუალურია, მათთვის მთავარია დიპლომატია, კომპრომისები, სიფრთხილე ნებისმიერი სახის პარტნიორულ ურთიერთობებში, პრობლემებიც ნაკლებად ექნებათ)

რაც ეხებათ სხვა ნიშნებს, - არ ნიშნავს რომ მათ იუპიტერის ენერგია არ წაეხმარება, შესაძლოა, მათ რუკაში, პლანეტების განლაგებიდან გამომდინარე, სწორედ ამ პერიოდში, საკმაოდ პოზიტიური ასპექტები შეიქმნას და ძალიანაც სასიკეთო პერიოდები ჰქონდეთ, ასე რომ, მთავარია ამ თხის რქისეული პრინციპების დაცვით ვიცხოვროთ და ვიმოქმედოთ, მაშინ წარმატებაც არ დააყოვნებს!

სიკეთე გქონოდეთ!"

0
182
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
182
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0