x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
საბჭოთა დროინდელი ქართული ლიმონათები
image

ქართული და მთლიანად საბჭოთა გამაგრილებელი სასმელები პირდაპირ კავშირშია მიტროფანე ლაღიძესთან.


მე -19 საუკუნის ბოლოს, ამ "უალკოჰოლო სასმელების ჯადოქარმა" გადაწყვიტა შეექმნა სიროფი კავკასიური ტარხუნას საფუძველზე და აღმოჩნდა, რომ ეს გახდა უგემრიელესი და ძალიან პოპულარული სასმელი.

image


ლაღიძემ ერთგვარი რევოლუცია მოახდინა, რადგან გამაგრილებელ სასმელში გამოიყენა არა ტრადიციულად ლიმონის ნედლეული, რითაც ცნობილია „ლიმონათი“, არამედ სრულად სხვა რამ.


ლაღიძე რა თქმა უნდა უფრო შორს წავიდა, საბჭოთა პერიოდში შექმნა უამრავი გამაგრილებელი სასმელი, რომელიც ლაღიძის რეცეპტურით იყო შექმნილი .1934 წელს უკრაინის სსრ მთავრობამ მიტროფანე ლაღიძე კიევში მიიწვია. აგრეთვე მიიწვიეს მოსკოვისა და ლენინგრადის ლიმონათების ქარხნებში, სსრკ კვების მრეწველობის სამინისტროში კონსულტანტად. არაერთხელ მიიპატიჟეს ირანში, ეგვიპტესა და სხვა ქვეყნებში, რათა იქ საკუთარი წარმოება გაეხსნა. შემდეგ იგი ხილეულის წყლების საფირმო მაღაზიებისა და დარბაზების გასახსნელად მიიწვიეს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში, აგრეთვე ირანსა და ეგვიპტეში.

ქართული, ლაღიძის რეცეპტურით დამზადებული ლიმონათი უყვარდათ, უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლების უმაღლეს პირებს. არსებობს მტკიცებულება, რომ ნ. ს. ხრუშჩოვი ამჯობინებდა ლიმონათს მსხლისგან და ფორთოხლისგან, ლ.ი. ბრეჟნევს უყვარდა- მსხალი და ტარხუნა, მ.ი კალინინს - ფორთოხლის, ხოლო ა.ი. მიქოიანს - მსხალი და ლიმონი.


ასევე იყო შინდის, ვაშლის, მოცხარის, კოწახურის, ალუბალის და რა თქმა უნდა საკმაოდ თამამი და ორიგინალური ნაღები ან კრემ-სოდა, რომელიც დაფუძნებული იყო გამოცალკევებულ ცილებზე (კრემზე) და გაზიან წყალზე (სოდა)რა დროსაც დამატებული ვანილი და კუმარინი, რომლის გემოც სათანადო პროპორციით იყო გაზავებული.

image

უნდა გვესმოდეს, რომ იმდროინდელი გამაგრილებელი სასმელები ძალიან განსხვავდებოდა იმისგან, რასაც დღეს მივირთმევთ. სიროფები მზადდებოდა აბსოლუტურად ბუნებრივი ინგრედიენტებისაგან, იყო გემრიელი და საღი, თუმცა შენახვის ვადა მოკლე იყო 7 დღე- გასაგები მიზეზების გამო.


ლაღიძის წყლების მიხედვით ჩამოსხმული ცნობილი სასმელების გარდა 1981 წელს გამოჩნდა შავი ჩაისგან დამზადებული "ბახმარო".

image

ასევე "ისინდი"-რომელიც ვაშლის და დაფნის ნაზავი იყო.

image1952 წელს ჰარი ტრუმენმა სტალინს საჩუქრად ათასი ბოთლი „კოკა-კოლა“ გაუგზავნა.

სტალინმა მიტროფანე ლაღიძე კრემლში დაიბარა და საპასუხოდ საექსპორტო ლიმონათის დამზადება თხოვა, რომელიც ტრუმენს გაუგზავნა.

ცოტა ხანში თეთრი სახლიდან წერილი მოვიდა, ამერიკელები ლაღიძის ლიმონათის ექსპორტს ითხოვდნენ. სტალინის ბრძანებით, ლაღიძე ქვეყნის კვების მრეწველობის სამინისტროს მთავარ კონსულტანტად დაინიშნა.

1
774
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
774
  
2019, 10 დეკემბერი, 2:28
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 1