x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სასტიკი მკვლელობა სიღნაღის სოფელ ნუკრიანში - სიძემ სიმამრი მოკლა
image


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში სასტიკი მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, წუხელ 61 წლის ადგილობრივი მამაკაცი მოკლეს.


ნუკრიანის მკვიდრს 61 წლის ფირუზ ჯანგულაშვილს სასიკვდილო ჭრილობა სიძემ სავარაუდოდ „გეკოს“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან კისრის არეში მიაყენა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მკვლელობა ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა. ეჭვმიტანილი ამ დრომდე მიმალვაშია.

მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახში მუდმივად დაძაბულობას ქმნიდა და ხშირად კონფლიქტს ჰქონდა ადგილი.



"მამაკაცი ცოლზე და ბავშვებზეც ხშირად ძალადობდა, რის გამოც ქალი პოლიციას ხშირად იძახებდა. ქმარი მას ემუქრებოდა, რომ მამას მოუკლავდა", - აცხადებენ ადგილობრივები.

მამაკაცი, რომელმაც სავარაუდოდ სიმამრი მოკლა, წარსულში ძალადობისთვისაა ნასამართლევი. მან შემთხვევის ადგილიდან მიმალვა მოახერხა.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში ჟურნალისტებს განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

1
579
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
579
  
2019, 6 დეკემბერი, 2:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1