x
მეტი
  • 14.12.2019
  • სტატია:97359
  • ვიდეო:344176
  • სურათი:459354
მსახიობები, რომლებმაც ოსკარი საწოლის სცენებისთვის მიიღეს

image

კინოაკადემია აგერ უკვე 100 წელზე მეტია კინოინდუსტრიაში საუკეთესო მიღწევების მქონე კინოხელოვანებს, ყოველწლიურად, აკადემიის ღირსების მთავარი პრიზით - ოსკარით აჯილდოებს, რომელთა ნამუშევრებს შორისაც თამამი სცენებით ძალიან მცირე რაოდენობის კინოფილმი თუ გამოირჩევა. ან აკადემიკოსების პურიტანული აღზრდა ან თავად ოსკარის იდეოლოგია არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საწოლის სცენებში მონაწილე მსახიობები კინოაკადემიის ამ პრესტიჟული პრიზით დაჯილდოვდნენ. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ ნომინაციაში კინოისტორიას რამდენიმე მსახიობის ვინაობა მაინც შემორჩა, რომლებმაც თავიანთი ჯილდოები არც მეტი, არც ნაკლები სწორედ, ინტიმურ სცენებში მონაწილებისთვის - სრულად დამსახურებულად მიიღეს.



გვინეტ პელტროუ


image


1998 წელს, ბრიტანელი კინორეჟისორის მიერ გადაღებული ტრაგიკომედია - "შეყვარებული შექსპირი" ჯერ კიდევ მაშინ, დამწყები, ახალგაზრდა მსახიობი გვინეტ პელტროუსთვის პირველ, სერიოზულ კინონამუშევრად იქცა. გვინეტი მაყურებლის წინაშე სრულიად ახალი, განსხვავებული იმიჯით წარსდგა. საქმე იმაშია, რომ მსახიობმა პირველად სწორედ ამ ფილმში გადაწყვიტა მკერდის მთლიანად მოშიშვლება. ახლა უკვე, ფილმის ეკრანებზე გამოსვლიდან მრავალი წლის შემდეგ, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ამერიკელმა მსახიობმა ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება მიიღო.





ჰოლი ბერი



image


ჰოლი პირველი აფროამერიკელია, რომელმაც საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში ოსკარი დაიმსახურა. მან ეს საპატიო ჯილდო 2001 წელს გადაღებულ ფილმში - "მონსტრების მეჯლისი" შესრულებული ლეტიცია მასგროუვის როლისთვის მიიღო, რომლის ეროტიკული სცენებიც ერთგულ კინომანებს დღემდე დეტალურად ახსოვთ.



კიუბა გუდინგ - უმცროს


image


ბევრი კინოკრიტიკოსი თანხმდება, რომ კემერონ კროუს ფილმში "ჯერი მაგუაიერი" მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის, ნანატრი ქანდაკება მსახიობმა კიუბა გუდინგ - უმცროსმა დიდი ალბათობით, ტომ კრუზთან ინტიმურ სცენაში თამაშის გამო დაიმსახურა.





ქეით უინსლეტი



image


რეჟისორ სტივენ დალდრის ფილმი "მკითხველი", რომელიც თითქმის მთლიანად საწოლის სცენებისგან შედგება, ზრდასრული ქალისა და მოზარდი ბიჭის სიყვარულის ისტორიაზე მოგვითხრობს, ფილმმა ეკრანებზე გამოსვლისთანავე საზოგადოებაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. თუმცა, ფაქტი ერთია, ქეითმა ჰანა შმიცის სახე იდეალურად განასახიერა და კუთვნილი, საპატიო ჯილდოც სრულად დამსახურებულად მოიპოვა.





კევინ სპეისი




image


მსახიობი აღნიშნულ სიაში შეიძლება თამამად ითქვას, რომ ერთგვარ გამონაკლისს წარმოადგენს. ფაქტია, რომ მან თავისი სანუკვარი ოსკარი რეჟისორ სემ მენდესის 1999 წელს გადაღებულ სადებიუტო დრამა "ამერიკულ სილამაზეში" სწორედ იმ ეროტიკული სცენებისთვის მიიღო, რომელშიც მას პარტნიორობას საკუთარი თავის გარდა, სხვა არავინ უწევს: მსახიობმა აკადემიის ღირსების პრიზი უმთავრესად, შხაპის მიღებისას "თავდაუზოგავი შრომისთვის" დაიმსახურა.



ჯესიკა ლანგი


image


აღნიშნულ კატეგორიაში საკუთარი კოლეგებისგან ასევე ჯესიკა ლანგიც გამოირჩევა. რეჟისორ ტონი რიჩარდსონის მიერ 1994 წელს გადაღებულ ფილმში "ცისფერი ცა", სადაც მსახიობმა კარლი მარშალის როლისთვის პრესტიჟული ქანდაკება დაიმსახურა, მისი მონაწილეობით ვერც ერთ ეროტიკულ სცენას ვერ იპოვით, - ფილმში ერთადერთ თამამ სცენად სწორედ ის ეპიზოდი ითვლება, სადაც მსახიობი წელს ზემოთ საკმაოდ სექსუალურად ირუჯება. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ კიდევ მაშინ, ფილმის ეკრანებზე გამოსვლისას ეს სცენაც უკვე დიდ "მიღწევად" ითვლებოდა.





ჯეფრი რაში


image


არაერთი კინოკრიტიკოსი თანხმდება იმაზე, რომ რეჟისორ სკოტ ჰიქსი1996 წელს გადაღებულ ფილმში "ბრწყინვალება", მსახიობ ჯეფრი რაშს ნანატრი ქანდაკება სწორედ შიშველ მდგომარეობაში ბატუტზე ხტომამ მოუტანა, ხოლო ზოგიერთ ადამიანს დღემდე მტკიცედ სჯერა, რომ ოსკარის ნამდვილი მფლობელი არც მეტი, არც ნაკლები მსახიობის - უკანალია.


0
1241
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
1241