x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რუსეთი საბჭოთა კავშირის დროინდელ ვალს 30 წლის შემდეგ იბრუნებს

image

რუსეთი და პაკისტანი შეთანხმდნენ, რომ დარეგულირდება საბჭოთა კავშირის დროინდელი ფინანსური მოთხოვნები და ვალდებულებები . ხელშეკრულების თანახმად, ისლამაბადი რუსეთს, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრეს 93, 5 მილიონი დოლარის ოდენობის ვალს დაუბრუნებს, იუწყება ТАСС-ი.

შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერეს რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ სერგეი სტორჩაკმა და პაკისტანის ელჩმა კაზი ხალილულამ. თანხა ჩაირიცხება ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 90 დღის შემდეგ.

პაკისტანის ვალი ქვეყნებს შორის 30-წლიანი დავის საგანია. 1980-იან წლებში სსრკ-მ მსუბუქი მრეწველობის საქონელი შეიძინა პაკისტანური კომპანიებისგან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ურთიერთგამომრიცხავი მოთხოვნები ბიზნესში გადაუჭრელი რჩებოდა. შეთანხმება ვალის დაფარვის შესახებ მხოლოდ 2016 და 2017 წლის მოლაპარაკებების დროს იქნა მიღწეული.



ოქტომბერში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვმა გაუუქმა სსრკ-ს დროინდელი ვალები აფრიკის ქვეყნებს, რომელიც 20 მილიარდ დოლარს აღემატებოდა. მთლიანობაში, რუსეთმა ჩამოწერა სსრკ-ს მიმართ დავალიანება- 140 მილიარდ დოლარზე მეტი სესხი.

თავად მოსკოვმა საბჭოთა დროინდელი ბოლო სესხი ორი წლის წინ დაფარა. 2017 წლის აგვისტოში 125.2 მილიონი აშშ დოლარი გადაურიცხა ბოსნია- ჰერცეგოვინას.


2
762
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
762
  
2019, 10 დეკემბერი, 2:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 6 დეკემბერი, 2:29
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2