სხვა ქართველმა მოციგურავემ, ალინა ურუშაძემ ვერცხლის მედალი აიღო 2019, 3 დეკემბერი, 11:39 15 წლის ქართველმა მოციგურავემ, ალინა ურუშაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა თურქეთში, Bosphorus Istambul cup -2019-საერთაშორისო ტურნირზე, იუწყება საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია. სტამბოლის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობდა 12 ქვეყნის 19 მოციგურავე. ქართველი მოციგურავე ალინა ურუშაძე 15 წლისაა. წელს იგი Volvo Open Cup 2019 ღია თასის ბრინჯაოს მედალოსანი გახდა. შარშან, ალინამ ვერცხლი აიღო სტამბოლის და პრაღის თასზე. 2019 წლის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მოციგურავემ მე -11 ადგილი დაიკავა. 386 2-ს მოსწონს
|