x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508539
იმედია აირიც გაიაფდება, რადგან 2023 წლიდან საქართველო აზერბაიჯანიდან აირის ტრანზიტის სანაცვლოდ მიიღებს ოთხჯერ მეტ აირს

image აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის გავლით "სამხრეთის აირის დერეფნის" გახსნის შემდეგ, საქართველო 2023 წლიდან მიიღებს 1, 1 მილიარდ კუბურმეტრ აირს ტრანზიტის სანაცვლოდ.
სადღეისოდ საქართველო აზერბაიჯანიდან თურქეთისკენ მიმავალი გაზსადენის მიერ მიწოდებული აირის 5%-ს იღებს უფასოდ, რაც ნიშნავს, რომ საქართველო აზერბაიჯანის მიერ თურქეთისკენ გატარებული 6-ი მილიარდი კუბურმეტრი აირიდან 300 მილიონ კუბურმეტრ აირს იღებს უფასოდ.
"როცა "სამხრეთის აირის დერეფანი" დაიტვირთება სრულად და გაატარებს წელიწადში 23 მილიარდ კუბურმეტრ აირს, საქართველო უფასოდ მიიღებს 1, 1 მილიარდ კუბურმეტრ აირს უფასოდ"-წერია შეტყობინებაში, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გაავრცელა.
ამასთან ერთად აზერბაიჯანული მხარე არ გამორიცხავს, რომ აირის მიწოდება 2026-ი წლისათვის გაიზარდოს 31 მილიარდ კუბურმეტრ აირამდე, საიდანაც საქართველოს უფასოდ მიეწოდება ტრანზიტის სანაცვლოდ 1, 55 მილიარდი კუბურიმეტრი აირი.
როგორც " EADaily" -ი იუწყება 30 ნოემბერს თურქულ ქალაქ ედირნეში საბერძნეთის საზღვართან, გაიმართა ტრანსანატოლიის გაზსადენის (TANAP) გახსნის ცერემონია, რომელიც "სამხრეთის აირის დერეფნის" მთავარი სეგმენტია. "TANAP"-ის მაგისტრალის დასრულებისთანავე, რომელიც "სამხრეთის აირის დერეფნის" ბოლო მონაკვეთია, აზერბაიჯანიდან (შაჰ-დენიზი 2) აირს მიაწვდიან ევროპას.

0
671
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
671