x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134031
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სამ საგანში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდის სამი საგნის ფორმატში ცვლილებები შევიდა. ცვლილებები შეეხო ისტორიას, მათემატიკასა და უცხოურ ენებს.

image

ისტორია

გაიზრდება ღია დავალებების რაოდენობა, დახურული დავალებების რაოდენობა კი შემცირდება.
საგამოცდო ტესტს დაემატება ორი ახალი ტიპის დავალება: „ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი“ და „ისტორიული მოვლენის შეფასება“.
„ორი სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროს ანალიზი“ - აბიტურიენტმა ორი სხვადასხვა ტიპის (წერილობითი და ვიზუალური) წყარო უნდა შეაჯეროს და ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის გაანალიზების საფუძველზე გასცეს კითხვებს პასუხი.
„ისტორიული მოვლენის შეფასება“ - აბიტურიენტმა უნდა გამოავლინოს კრიტიკული აზროვნების უნარი - შეაფასოს ესა თუ ის ისტორიული პროცესი, მოვლენა ან პიროვნება. უცვლელი რჩება მინიმალური კომპეტენციის პროცენტული ზღვარი.

მათემატიკა


აბიტურიენტს საგამოცდო საგანი ჩაბარებულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს ამ საგნისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს.
მიმდინარეობს უცხოური ენების ტესტის ერთ-ერთი დავალების აპრობაცია. შედეგების დამუშავების შემდეგ გადაწყდება, შევა თუ არა 2020 წლის ტესტში რაიმე ცვლილება.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სხვადასხვა საგანში
აბიტურიენტს დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება თუ ის უცხოური ენისა და მათემატიკის გამოცდებში დააგროვებს ამ საგნებისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს, ზოგადი უნარების გამოცდაში 30%-ზე მეტს, ხოლო ყველა სხვა საგანში - მაქსიმალური ქულის 25%-ზე მეტს.
როგორც წინა წლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ახლაც აქვთ უფლება კონკრეტულ პროგრამებზე აწიონ ბარიერი, ანუ გაზარდონ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

2020 წელს უცხოური ენების ტესტებში იქნება ორი სახის სიახლე:


  • მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით.
    აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას.
  • მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, გახდა 10-ის ნაცვლად 12 საკითხიანი.

ტესტის მაქსიმალური ქულა (80) და გამოცდისათვის გამოყოფილი დრო (2 საათი და 30 წუთი) არ შეცვლილა.

ახალი ფორმატის ტესტის ნიმუშები:


ინგლისური ენა
გერმანული ენა
ფრანგული ენა
რუსული ენა

აუდიომასალა:


ინგლისური ენა
გერმანული ენა
ფრანგული ენა
რუსული ენა

0
482
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
482
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0