x
მეტი
  • 14.12.2019
  • სტატია:97359
  • ვიდეო:344176
  • სურათი:459354
ერთადერთი კათოლიკური ქვეყანა, სადაც მრავალცოლიანობა კანონითაა მიღებული

image ქრისტიანული სამყაროსთვის მიუღებელია მრავალცოლიანობა, რადგან ამას რელიგიასთან ერთად კონსტიტუციაც კრძალავს. თუმცა ლათინურ ამერიკაში არის ქვეყანა, სადაც მრავალცოლიანობა (საუბარია ოფიციალურად 3 ცოლის მოყვანაზე) დაკანონებულია, ეს ქვეყანა გახლავთ პარაგვაი.
ამ ლათინურ ქვეყანაში მრავალცოლიანობა 1969 წლიდანაა დაკანონებული. მკითხველს დააინტერესებს მიზეზი, თუ რატომაა დაშვებული კათოლიკური აღმსარებლობის ქვეყანაში მრავალცოლიანობა. ქვეყნის მოსახლეობის 89, 6 %-ი კათოლიკეა, თან აღმსარებელი და მით უფრო საინტერესოა თუ რამ აიძულა ქვეყნის სასულიერო და საერო ხელისუფლება დაეშვა მრავალცოლიანობა.
პარაგვაი პატარა ქვეყანაა, ის მდებარეობს სამხრეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა "გაეფართოებინა" ქვეყნის ტერიტორია და ბრაზილიისათვის "წაეღლიტა" თუნდაც მცირე გასასვლელი ზღვაზე. 1864 წელს პარაგვაის მმართველმა ფრანცისკო სოლანო ლოპესმა ამ მიზეზით ომი დაიწყო ბრაზილიასთან, თუმცა სასტიკად წააგო.

ომის შედეგად პარაგვაის მოსახლეობა შემცირდა 220 000 ადამიანამდე, ბრძოლისუნარიანი მამაკაცების რაოდენობა კი შემცირდა 28 000 ადამიანამდე.
ქვეყნის წინაშე დადგა საკითხი: თუ რა ხერხით მოეგვარებინათ მწვავე დემოგრაფიული პრობლემა!
საბოლოოდ მივიდნენ გადაწყვეტილებამდე, რომელიც მალევე კანონად აქციეს-სახელმწიფოში მცხოვრებ მამაკაცებს ოფიციალურად დართეს ნება 3 ცოლი შეერთოთ.
სადღეისოდ სწორედ ამგვარი მიდგომის გამოისობით პარაგვაის მოსახლეობა უკვე 7 მილიონზე მეტია.

P.S
ვიცი ამის გამო "ჩამქოლავენ", მაგრამ მეც ვფიქრობ-ადამიანს, რომელსაც შეუძლია 2 ან 3 ცოლი არჩინოს და მოუაროს, სახელმწიფო და რელიგია არ უნდა უკრძალავდეს მრავალცოლიანობას.
ქვეყანა დგას უმძიმესი დემოგრაფიული კრიზისის წინ და სასულიერო პირების ხუშტურებით არ უნდა წყდებოდეს საკითხები.
მესმის ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე ძნელი შესაგუებელია ერთ სახლში ორი ან სამი ცოლი ცხოვრობდეს, მაგრამ იქ, სადაც ეს "ცხელსისხლიანი" ესპანელების შთამომავალმა ლამის ფანატიზმამდე მისული რელიგიურობის მატარებელმა პარაგვაელებმა შესძლეს, ქართველებიც შესძლებენ.



0
1222
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
1222