x
მეტი
  • 14.12.2019
  • სტატია:97359
  • ვიდეო:344176
  • სურათი:459354
..რატომ იკლავენ პარტიები პროპორციული არჩევნებისთვის თავს? .."

image



რეჟისორი და ბლოგერი გუჯა შვანგირაძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს:


„კარგი, ჩემო ბატონო, სხვანაირად ვიტყვი მაშინ..
უფრო სწორედ, ჩემს მაგივრად ციფრებმა ისაუბრონ, რომ მივხვდეთ, თუ რა ხდება რუსთაველზე და საერთოდ მივხვდეთ, თუ რა არის ქართული პოლიტიკა.



“ეროვნული ფორუმი”, ხომ გახსოვთ ასეთი პარტია? როგორ არ გემახსოვრებათ, მისი ლიდერი დღეს ანეკდოტების ტოპათეულშია. და სულ ტყუილად, ხელფასი რომ იცოდეთ მისი, დიახ, ხელფასი და სახელმმწიფო ბიუჯეტიდან, ანეგდოტის გმირი ის კი არა, ჩვენ გამოვალთ..რამდენი აქვსი და 21 000 ლარი.




“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი რას მოძრაობს ასეთს არ ვიცი, მაგრამ 30 000 ლარს კი ღებულობს და ისიც ბიუჯეტიდან
.


პარტიის ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელის ხელფასი, 27 500 ლარი ყოფილა. დარღვეულია გენდერი აშკარად.


საქართველოს “ევროპული დემოკრატების” უფროსს 42 000 ლარი ჰქონია, ალბათ იმიტომ, რომ ევროპულია მაინც.


“დემოკრატიული მოძრაობა- ერთიანი საქართველოს” დირექტორი, 12 500 ლარიანია თვეში. დაჩაგრეს აშკარად..


ე.დ.პ -ს გენმდივანი 7500


ახალი მემარჯვენეები, – 8250 ლარი. სემიჩკის ფულია, ხო.


ლეიბორისტების ლიდერი, პატივცემული შალვა, 12 386 ლარიანია ყოველთვიურად.


“მოძრაობა სამართლიანი საქართველოს” უფროსს სამართლიანობაში 4000 ლარი მიაკუთვნეს.


“საქართველოს კონსერვატიული პარტიის” ხელმძღვანელს სტაბილურად უხდიან 12 750 ლარს და რა კონსერვისთვის, ჩიორტ ევო ზნაეტ.


აბა, ახლა მოემზადეთ, დაჯექით, თუ დგახართ. “მრეწველობა გადაარჩენს საქართველო” 56 875 ლარიანი ყოფილა თვეში, წარმოიდგინეთ, მართლა რომ გადაარჩინოს ტყემალაძემ მრეწველობა, რამდენს მოითხოვს ხელფასს?



ნაცმოძრაობის ადმინისტრაციის უფროსს 18 000 აძლევენ ხელზე


რესპუბლიკელების მთავარ უფროსს, 16 800 ლარს და “ოცნების” ამბები გითხრათ? გავაგრძელო?


რაღა გავაგრძელო, მიხვდით, ხომ? ყველა პარტიას, რომელიც კი ოდესმე იყო პარლამენტში, პაჟიზნენი, დიახ, სიცოცხლის ბოლომდე, ხელფასი აქვს გამოწერილი და მას მე და თქვენ, ჩვენი ჯიბედან ვიხდით.


და ახლა გასაგებია, ხომ, რატომ იკლავენ პარტიები პროპორციული არჩევნებისთვის თავს?
ეს კია ალბათ, გასაგები, მაგრამ თქვენ რატომ იკლავთ თავს პარტიებისთვის, მომკალით და არ მესმის. აქ კი აუდიტის 2016 წლის დასკვნაა. “ – წერს გუჯა შვანგირაძე.

1
983
1-ს არ მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
983
  
3 დეკემბერი, 2:49
გსურთ იპოვოთ გოგონა ერთი ღამით? მოგესალმებით --- www.Bredhot.Com
0 1 1