x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134380
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
ნიკოლოზ რაჭველი - ჭადრაკის ევროპის ოფიციალური ჰიმნის შემქმნელი

ნიკოლოზ რაჭველი - ჭადრაკის ევროპის ოფიციალური ჰიმნის შემქმნელი


ცნობილი ქართველი კომპოზიტორისა და დირიჟორის, ნიკოლოზ რაჭველის (მემანიშვილი) მიერ დაწერილი მუსიკა ჭადრაკის ევროპის საბჭომ 2017 წელს დაამტკიცა ჭადრაკის ოფიციალურ ჰიმნად ევროპაში. ამის შესახებ ნიკოლოზ რაჭველმა საკუთარ გვერდზე 2019 წლის 1 დეკემბერსაც დაწერა სოციალურ ქსელში და განაცხადა: "ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჰიმნის დაწერა მომიწევდა... 2017 წელს ჭადრაკის ევროპის საბჭომ ჩემი მუსიკა დაამტკიცა სპორტის ამ ისტორიული სახეობის ოფიციალურ ჰიმნად. დღეს კი ჩემ თვალწინ ამ მუსიკის შესრულებისას მონაკოში ფეხზე იდგნენ მსოფლიო ჭადრაკის ლეგენდები, მათ შორის, იუდიტ პოლგარი, გარი კასპაროვი, ჩვენი უდიდესი ნონა გაფრინდაშვილი და მაია ჩიბურდანიძე, ჩემპიონები, დიდოსტატები, არბიტრები, მონაკოს სამეფო ოჯახის, მთავრობისა და შემოქმედებითი საზოგადოების გამორჩეული წარმომადგენლები. რა მაგარი შეგრძნება ყოფილა... დიდი მადლობა ჩემო უძვირფასესო ზურა და თეა, ასეთი რამ რომ განმაცდევინეთ (მიმართავს ბატონ ზურა აზმაიფარაშვილს და ქალბატონ თეა ყიფშიძეს). დანარჩენს მერე მოვყვები. მონტე-კარლოში ჭადრაკის ევროპის დაჯილდოების პირველი ცერემონია ახლახან დასრულდა. მე კი ვცდილობ სამახსოვრო ფოტოები გადავიღო ბავშვობის კუმირებთან. მამაჩემი, რომელიც ჭადრაკის უდიდესი ქომაგი იყო, ვიდრე მყავდა (13 წლის ასაკამდე), მოასწრო, ჩემშიც ჩაენერგა იგივე დამოკიდებულება. ამიტომ დღეს ის ყველაზე ბედნიერი და ამაყი იქნებოდა ჩემით..." (იხ. წყარო).


ნიკოლოზ რაჭველი და იუდიტ პოლგარინიკოლოზ რაჭველი,  თეა ყიფშიძე და გარი კასპაროვინიკოლოზ რაჭველი და ნონა გაფრინდაშვილინიკოლოზ რაჭველი და მაია ჩიბურდანიძე


აქვე შეგიძლიათ მოისმინოთ ჰიმნი და თავად ნახოთ ის სიტუაცია მონაკოში, რომელსაც აღწერდა ბატონი ნიკოლოზი:




კრებულები:


1. ქართველური ტომები

2. ქართული სახელმწიფოები

3. კავკასიური კულტურები

4. საქართველო

5. საქართველო (ნაწილი მეორე)

6. ნაციზმი

7. ჰიტლერი

8. რელიგია

9. პარანორმალი

10. მეცნიერება

11. მეცნიერება (ნაწილი მეორე)

12. ქართული მითოლოგია


ავტორი: თორნიკე ფხალაძე


0
242
1-ს მოსწონს
ავტორი:თორ ნიკე
თორ ნიკე
Mediator image
242
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0