x
image
ელენე გუმა
"ჩემს უახლოეს მეგობარზე უნდა დავწერო...საშინლად ვარ"

image
კინოდოკუმენტალისტი და ჟურნალისტი თომა ჩაგელიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და საკუთარი მეგობრის ისტორიას
ყვება, რომელმაც პრობლემების გამო ქვეყანა დატოვა და პოლონეთში წავიდა სამუშაოდ.


"ჩემს უახლოეს მეგობარზე უნდა დავწერო...ძალიან წარმატებული კლუბის მენეჯერი იყო ათ წელზე მეტი, მგონი 15-იც კი. ეს საბილიარდო კლუბი ქალაქის ცენტრში იყო, მიწისქვეშა სივრცეში. საზოგადოებრივ ადგილებში სიგარეტის მოწევა რომ აიკრძალა, მაშინ დაიწყო პრობლემები... იწვალა ამ საბილიარდომ, იწვალა და გაკოტრდა... ამ ჩემმა მეგობარმა იყიდა მანქანა სატაქსაოდ. მერსედესი, მრგვალფარებიანი. მისდა სამწუხაროდ, ლურჯი. რა იცოდა... არავისთვის არაფერი უთხოვია, მით უმეტეს, მთავრობისთვის... სანამ რამეს ვიზამ, ამით შევინახავ ოჯახსო. მერე ტაქსების "რეფორმის" გამო მხოლოდ აპლიკაციით მუშაობდა და გაუნახევრდა შემოსავალი, პრაქტიკულად ტყუილად ვმუშაობო...
პენსიონერი მშობლები და ოჯახი მისახედია...
ხოდა გაყიდა ეს მანქანაც და ამ ფულით აიღო პოლონეთის ბილეთი. წავიდა სამუშაოდ. 700 $ ექნება ხელფასი, როგორც ჰპირდებიან და ოჯახში რომ 350 $ მაინც გამოვგზავნოვო.. დღეს წავიდა... ქუთაისიდან... ისეთი ბილეთი აიღო, მხოლოდ 8 კილოს გატანის შესაძლებლობა რომ გაქვს, უიაფესი ისიც...

საშინლად ვარ"- წერს ჩაგელიშვილი.



0
670
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
670
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0