x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134054
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
კომაში მყოფმა ქალმა შვილის ტირილი გაიგონა და გულში ჩაიხუტა
image

არგენტინაში 42 წლის ქალმა, რომელიც ერთი თვეა კომაშია, 2 წლის ქალიშვილის ტირილი როდესაც გაიგონა, გულში ჩაიხუტა.

ქალაქ სან-ფრანცისკოს მცხოვრებს, მარია ლაურა ფერეირას(Maria Laura Ferreyra) ერთი თვის წინ მძარცველი დაესხა თავს, რა დროსაც თავი ასფალტს დაარტყა და მის შემდეგ კომაშია.

ექიმებმა ოჯახის წევრებს ურჩიეს ქალი აპარატიდან გაეთიშათ და მისი ორგანოები კეთილ საქმეში - სხვა ავადმყოფების გადასანერგად გამოეყენებინათ, თუმცა მეუღლემ უარი განუცხადა, იმედი აქვს, რომ ერთ დღესაც ცოლი გონზე მოვა.


რამდენიმე დღის წინ მეუღლემ, მარტინ დელგადომ საავადმყოფოში მიიყვანა უმცროსი 2 წლის ქალიშვილი. იქ ყოფნის დროს გოგონამ წამოიტირა, რა დროსაც დედამ, რომელიც აქამდე არაფერზე რეაგირებდა, ქალიშვილი გულში ჩაიხუტა.

ამ ფაქტს შეესწრო მედპერსონალი, რომლებიც ცრემლებს ვერ იკავებდნენ.

- იმედი მაქვს, რომ სამართალი იზეიმებს და მარია გონზე მოვა. მას ხომ სახლში სამი მცირეწლოვანი შვილი ელოდება - განაცხადა მარტინ დელგადომ.

ამ არაჩვეულებრივი ამბის მიუხედავად, მარია ლაურა კვლავ კომაშია და არ რეაგირებს ახლობელი ადამიანების საუბარზე.



0
397
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
397
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0