x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
10 წლის შემდეგ, საქართველოს ისტორიის ოთხტომეული გამოიცა
image


განახლებული და შევსებული საქართველოს ისტორიის 4-ტომეულის პირველი ტომი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, უკვე გამოვიდა.


ისტორიის ოთხტომეული, პირველად, 10 წლის წინ გამოვიდა სასაჩუქრე ყუთით და გამოსვლის დღესვე გაიყიდა სრული ტირაჟი. მას შემდეგ წიგნი კიდევ რამდენჯერმე გამოიცა. თუმცა ახალი რედაქცია მკითხველისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერსოა.


ეს არის ქართველ მეცნიერთა ჯგუფური ნაშრომი, რომელშიც მოთხრობილია ქვეყნის ისტორიის ყველა ეპოქა და პერიოდი უძველესი დროიდან დამოუკიდებლობის აღდგენამდე, თუმცა ეს ყველაფერი თანამედროვე გადმოსახედიდან არის შეფასებული.



"საქართველოს ისტორიის ოთხტომეული - ეს არის საქართველოს ისტორიის სრულყოფილი მასალა, დაწყებული უძველესი დროიდან 21-ე საუკუნის დასაწყისამდე, თუმცა ზოგიერთი დეტალი წიგნში 21-ე საუკუნესაც მოიცავს, " - როინ მეტრეველი, ისტორიკოსი.


შეგახსენებთ, რომ გამოცემის თითოეული ტომი თვეში ერთხელ, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გამოვა. პირველი ტომი მკითხველისთვის უკვე ხელმისაწვდომია.


"ამ ტომში შევიდა ბოლო ათწლეულში თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით გაკეთებული უამრავი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური აღმოჩენა.


აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ გამოცემა სამეცნიერო-პოპულარული ენით არის შედგენილი და მას სიამოვნებით წაიკითხავს ნებისმიერი, ვისაც აინტერესებს საკუთარი ქვეყნის ისტორია და არა მხოლოდ - სურს თავისი ისტორია დაიცვას ნებისმიერ გარემოში, სადაც მის გაყალბებას შეეცდებიან, " - მაია ალუდაური, გამომცემლობა "პალიტრა L-ის" მთავარი რედაქტორი.


წიგნის სპეციალური ფასია - 10 ლ, გაზეთთან ერთად, 11.50


0
15
3-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0