x
მეტი
  • 30.09.2020
  • სტატია:103652
  • ვიდეო:347827
  • სურათი:468072
ჩინეთში აკრძალული ვარსკვლავები (TOP – 5)

ამ სიაში ვარსკვლავები სხვადასხვა მიზეზით მოხვდნენ. ზოგი იმისთვის, რომ დალაი–ლამასთან მეგობრობს, ზოგი კი იმისთვის, რომ მათი ქცევა და მორალური პრინციპები ადგილობრივ წეს–ჩვეულებებთან შეუსაბამობაში მოდის.


№1: მაილი საირუსი


image


2009 წელის დასაწყისში, ფოტო გავრცელდა, რომელზეც ახალგაზრების ჯგუფი, რომელთა შორის იყო მაილი საირუსი, სავარაუდოდ, აზიელების გარეგნობას დასცინოდა. ამ ფაქტმა ჩინეთის ოფიციალური პირების ყურადღებაც მიიქცია და მსახიობს ქვეყანაში შესვლა აეკრძალა.



№2: ლედი გაგა


image


2016 წ. ლედი გაგამ ჩინეთის ხელისუფლება იმით გააბრაზა, რომ სხვადასხვა თემების განსახილველად, რომელთა შორის იყო იოგა და თანაგრძნობა, დალაი–ლამას შეხვდა. იმის გამო, რომ დალაი–ლამა ჩინეთის მტრად მოიაზრება, აღნიშნული შეხვედრა, ჩინეთის ხელისუფლების ჩინოვნიკებს შორის, მაშინვე განსჯის საგნად იქცა. შედეგად, ჩინეთი, უკანასკნელი ათწლეულის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მომღერლისთვის «დაიხურა». ხოლო, მისი შემოქმედება, ჩინეთის მთელს ტერიტორიაზე აიკრძალა (შესაბამისი განკარგულება გადაეგზავნა ყველა ტელე არხს და რადიომაუწყებლობას. ეს ლედი გაგას მიმართ, ჩინეთის ხელისუფლების მიერ, გატარებული პირველი «რეპრესიიული» ქმედება არ იყო. 2011 წ. მისი ზოგიერთი ნამუშევარი, იმის გამო, რომ მეტისმეტად «ვულგარული» იყო, შავ სიაში მოხვდა.




№3: ბრედ პიტი


image


ბრედ პიტი კიდევ ერთი ვარსკვლავია, რომელსაც ჩინეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობა დალაი–ლამასთან ასოცირებამ გაუფუჭა. საქმე იმაშია, რომ 1997 წ. ბრედ პიტმა მთავარი როლი შეასრულა ფილმში «7 წელი ტიბეტში», რომელშიც მოთხრობილი იყო ალპინისტისა და დალაი–ლამას მეგობრობის შესახებ. ჩინეთის ხელისუფლებას არ მოეწონა ის, რომ ჩინელები ფილმში ნეგატიური სახით იყვნენ წარმოჩენილები და ამიტომ, ფილმის რეჟისორს ჟან–ჟაკ ანოს და ბრედ პიტს ჩინეთში ჩასვლა აეკრძალათ.



№4: ჯასტინ ბიბერი


image


სიმშვიდის დამრღვევის რეპუტაციის მქონე მომღერალი, ჩინეთის ხელისუფლების კიდევ ერთი «მსხვერპლია». ჩინეთის კულტურის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი უკვე დიდი ხანია აკვირდებიან «მომღერლის უმსგავსო საქციელს, როგორც სამშობლოში, ისე გასტროლებზე... მისი ცხოვრების წესი საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევს», და იმისთვის, რომ ჩინეთი «გაწმინდონ» მომღერლის ზეგავლენისგან და ნეგატიური ქცევისგან, მათ ბიბერს ქვეყანაში შესვლა იქამდე აუკრძალეს, ვიდრე არ გამოსწორდება.



№5: ჯეი-ზი (JAY-Z)


image
2006 წლის ოქტომბერში მომღერალს შანხაის Hongkou Stadium სტადიონზე უნდა გამოსულიყო. მაგრამ, ზოგიერთი სიმღერის ტექსტში ნახსენები უცენზურო სიტყვების გამო, კონცერტი გაუქმდა. «ჯეი–ზის სიმღერის ტექსტში მეტისმეტად ბევრი ვულგარული სიტყვაა» – ნათქვამი იყო კულტურის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც კონცერტის გაუქმებასთან დაკავშირებით გაკეთდა.

imageP. S. მსახიობებს შორის, ყველაზე მეტად, დალაი–ლამას კიდევ ერთ ახლო მეგობარს, რიჩარდ გირდ «გაუმართლა», რომელიც პერსონა ნონ გრატა ჩინეთში და ინდოეთში ერთდროულად არის.

imageimageimageimageimageimageimage






0
774
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
774
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0