x
მეტი
  • 14.12.2019
  • სტატია:97359
  • ვიდეო:344176
  • სურათი:459354
აირჩიეთ ბრილიანტი და გაიგეთ, რას აღნიშნავს ფაქტი
ფსიქოლოგია არის მეცნიერება ადამიანის ფსიქიკურ კანონზომიერებათა შესახებ. მისი ინტერესის საგანი არა მარტო ფსიქიკური აქტივობებია, არამედ ადამიანი როგორც მთლიანი პიროვნება, მისი ქცევის გაგება.

ტერმინი ფსიქოლოგია მომდინარეობს ბერძნული სიტყვებიდან ფსიქე (რაც სულს ნიშნავს) და ლოგოს (მოძღვრება). ბერძნები ამ ტერმინით განსაზღვრავდნენ იმას, რაც განაპირობებს ადამინურ საქციელს.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აქტუალური გახდა ფსიქოლოგიის დამოუკიდებელ მეცნიერებად დამკვიდრება. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გერმანელ მეცნიერ-ფიზიოლოგს ვილჰელმ ვუნდტს, რომელმაც 1887 წელს ლაიფციგში დააარსა პირველი ფსიქოლოგიური ლაბორატორია. მას სურდა შეესწავლა შეგრძნების და აღქმის ძირითადი პროცესები და მარტივი ფსიქიკური პროცესების სიჩქარე. იგი მარტივი ფსიქიკური პროცესების კვლევით ცდილობდა გამოეყო და დაეხასიათებინა რთული ფსიქიკური მოვლენების შემადგენელი ელემენტები.

ფსიქოლოგებმა ადამიანის ფსიქიკისა და შინაგანი სურვილების ამოსახსნელად უამრავი სახალისო ფსიქო-ტესტი შექმნეს, რომელებიც ფანტაზიის უნარის მაქსიმალურ დაძაბვას მოითხოვენ ჩვენგან.



image



მოცემული ფოტოდან აირჩიეთ ერთი ბრილიანტი და წაიკითხეთ შესაბამისი ახსნა, რომელიც აღნიშნავს თქვენს ბუნებასა და გრძნობებს.




1. თუ თქვენ აირჩიეთ პირველი ბრილიანტი, ეს მიუთითებს იმაზე, რომ გიყვართ სიმშვიდე და თან იმდენად, რომ გარშემომყოფებს ყოველთვის მისკენ მოუწოდებთ. სიყვარულშიც, მხოლოდ სიმშვიდე და ერგულებაა თქვენთვის პრიორიტეტი.




2. თუ თქვენ აირჩიეთ მეორე ბრილიანტი, ეს მიუთითებს იმაზე, რომ გიყვართ ჰარმონია. ყურადღება და გააზრებული ქმედება, თქვენთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ურთიერთობებში. ცდილობთ იყოთ გაწონასწორებული და დაემორჩილოთ გულის კარნახს.



3. თუ თქვენ აირჩიეთ მესამე ბრილიანტი, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხართ ამოუცნობი. ასევე, ხართ მაცდური და იშვიათად გამოგაქვთ სააშკაროზე თქვენი შინაგანი ბუნება. არასოდეს არ გასცემთ ბევრს, ბუნებრივია, რომ ასე თავს იცავთ სხვადასხვა ტრავმისგან.



4. თუ თქვენ აირჩიეთ მეოთხე ბრილიანტი, ეს მიუთითებს იმაზე, რომ შეგიძლიათ უპირობო სიყვარული. აკეთებთ ყველაფერს თქვენი სიყვარულისთვის, სანაცვლოდ კი არაფერს ითხოვთ. შესაბამისად, პარტნიორიც აფასებს თქვენს გულახდილობას (ან გაგიმართლებთ და დააფასებს, როცა გეყოლებათ).



5. თუ თქვენ აირჩიეთ მეხუთე ბრილიანტი, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხართ ვნებიანი. თქვენი ცხოვრება, როგორც ფიზიკურად, ასევე სექსუალურად, არის მდიდრული. თქვენთან ერთად საძინებელში არავინ მოიწყენს და პარტნიორიც აღფრთოვანებულია თქვენი ენერგიით. ცხოვრება ინტიმური სიახლოვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ.



6. თუ თქვენ აირჩიეთ მეექვსე ბრილიანტი, ეს მიუთითებს იმაზე, რომ ხართ სპონტანური ადამიანი. ეყრდნობით ინტუიციას და თქვენი სპონტანურობაც გიწყობთ ხელს იცხოვროთ თავისუფლად და გამოხატოთ თავი მაქსიმალურად.






იხილეთ აგრეთვე:


image




0
233
6-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
233
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0