x
მეტი
  • 14.12.2019
  • სტატია:97359
  • ვიდეო:344176
  • სურათი:459354
ცნობილი მაფიოზები, რომლებიც ისტორიაში სამუდამოდ შევიდნენ
image



ბანდიტების რომანტიკული სურათი ხშირად გამოიყენება კინოში და ლიტერატურაში. ეს სურათი ხშირად შელამაზებულია და საერთო არაფერი აქვთ რეალურ კრიმინალებთან. რეალურ სამყაროში არსებობდნენ ცნობილი ბანდიტები, რომლებიც ისტორიაში შევიდნენ და სწორედ ისინი გახდნენ კინემატოგრაფიული სურათების საფუძველი. ვინ იყო ეს ხალხი?




image



ალ კაპონე - მსოფლიოში ყველაზე ცნობილი განგსტერი, რომელსაც 1920-იან და 1930-იან წლებში ჩიკაგო ტერორში ყავდა. ალფონსე გაბრიელ კაპონე- ალ კაპონეს ნამდვილ სახელია. მას ჰქონდა ავეჯის ბიზნესი და სამრეცხაო ქსელი. ბანდიტის ძირითადი საქმიანობა უკანონო იყო. ალ კაპონეს ხელში იყო აზარტული თამაშები და სუტენიორობა, რასაც არნახული სიმდიდრე მოქონდა მისთვის. ამასთან, მაფიოზებსაც ჰქონდათ კარგი მოტივები: მან გახსნა უფასო სასადილოს ქსელი უმუშევრებისთვის, მოსახლეობის სიმპათიის მოსაპოვებლად.



ალ კაპონეს დროს, ბანდის ომმა მიიღო განსაკუთრებით სისხლისმსმელი ხასიათი: მანქანებში იყენებდნენ ტყვიამფრქვევებს, ხელის ყუმბარებს, ავტომატებს. ცნობილმა განგსტერმა შემოიღო გაგება რეკეტი და დააწესა სუტენიორობა. პოლიციის პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, ალ კაპონემ უზომოდ დიდი ქრთამი მისცა კანონის მსახურებს და პოლიტიკოსებს.




image



ლაკი ლუჩიანომ- მეტსახელად იღბლიანი მიიღო, რადგან დანით მიყენებულ მძიმე ჭრილობას გადაურჩა. ლუჩიანოს უწოდებენ თანამედროვე მაფიის ფუძემდებელს - მისი საქმეების სფერო არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ ერთ ქალაქში, იგი აქტიურად იყენებდა პოლიციასთან კორუფციას საკითხების მოსაგვარებლად. ნიუ –იორკში 5 მაფიის ოჯახის შეიქმნა დიდწილად იღბლიანის დამსახურებით.


ლუჩიანოს უმაღლესი სტილის რეპუტაცია ჰქონდა, მიყვებოდა მოდური ცხოვრების წესს. დაპატიმრებამაც კი ხელი არ შეუშალა მას, რომ ბიზნესი ეკეთებინა: ციხიდან აკონტროლებდა ველურ პროცესებს, მან ძალაუფლება ხელიდან არ გაუშვა. განთავისუფლების შემდეგ ლუჩიანო იტალიაში გაგზავნეს, მაგრამ მას ეს არ აკმაყოფილებდა. მაფიოზი დასახლდა ჰავანაში. აშშ-ს სადაზვერვო სააგენტოებმა ზეწოლა მოახდინეს კუბის მთავრობაზე და იღბლიანი კვლავ გაგზავნეს იტალიაში, სადაც იგი გულის შეტევით გარდაიცვალა 1962 წელს.



0
591
1-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
591
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0