x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ვის ამზადებდა სტალინი მემკვიდრედ და რატომ აღადგინა სიკვდილით დასჯა?


image

1903 წლის 1 დეკემბერს დაიბადა ნიკოლაი ვოზნესენსკი, რომელიც სტალინის ეპოქის ერთ – ერთი ყველაზე ტრაგიკული ფიგურა იყო.


34 წლის ასაკში ის უკვე ხელმძღვანელობდა სახ.დაგეგმას და პასუხისმგებელი იყო მთელი საბჭოთა ეკონომიკაზე, ხოლო ომის შემდეგ, სტალინმა, რომელიც მის მიმართ იყო კეთილგანწყობილი, დაიწყო მემკვიდრედ მისი მომზადება . მაგრამ 1949 წელს ვოზნესენსკი მოულოდნელად მოიხსნეს ყველა თანამდებობიდან, დააპატიმრეს და გაასამართლეს. სპეციალურად, პოტენციური მემკვიდრისგან სამუდამოდ ჩამოცილების მიზნით სიკვდილით დასჯა აღდგა, რომელიც ომის შემდეგ გაუქმებული იყო.



ნიკოლაი ვოზნეენსკი კარიერულ აღმასვლას უნდა უმადლოდეს ლენინგრადის თავს- ანდრეი ჟდანოვს.


30-იანი წლების შუა ხანებში მან ვოზნესენსკი დონბასში აღმოაჩინა, სადაც საბჭოთა კავშირის საკონტროლო კომისიაში მუშაობდა, იგი ლენინგრადში მიიწვია და ქალაქის სახელმწიფო დაგეგმვის ხელმძღვანელობა ჩააბარა.

1937 წელს საკავშირო სახელმწიფო დაგეგმვის კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ვალერი მეჟლაუკი დააპატიმრეს და მალევე დახვრიტეს. კითხვა გაჩნდა ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ.

სტალინს კანდიდატურა არ ჰყავდა და რჩევისთვის მიმართა ჟდანოვს. მან ვოზნესენსკის რეკომენდაცია მისცა და სტალინიც დათანხმდა.

image

ასე რომ, 34 წლის ეკონომისტი სათავეში ჩაყუდგა საბჭოთა ეკონომიკის მთავარ უწყებას. სწორედ სახ.დაგეგმვა ადგენდა ხუთწლიან გეგმებს და პასუხისმგებლობა ეკისრებოდა მათზე.

სულ მალე, სტალინმა იგი სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ დანიშნა. ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე კი ვოზნესენსკი გახდა ეკონომიკის საკითხებში სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, რა დროსაც იგი მკვეთრად წამოიწია წინ სტალინის უახლოეს გარმოცვაში. ფაქტია, რომ 1941 წელს, ვიაჩესლავ მოლოტოვის ნაცვლად, მთავრობას ხელმძღვანელობდა თავად სტალინი. მისი პირველი მოადგილე გახდა ვოზნესენსკი, ფაქტობრივად, იგი სტალინის გარდა აღარავის ემორჩილებოდა.

სტალინი აბსოლუტურად ენდობოდა ვოზნესენსკის და 1942 წლის დასაწყისში ის შეიყვანა სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტში, უფრო მეტიც, ვოზნესენსკი სტალინმა უფრო ადრე შეიყვანა სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტში, ვიდრე ძველი და ერთგული მოკავშირე - ლაზარე კაგანოვიჩი.

imageფოტოზე: ბერია, ვოზნესენსკი, მალენკოვი


ომის პერიოდში ვოზნესენსკი გახდა მთავრობის მეთაური ევაკუაციიის საკითხებში.

გერმანელების მოსკოვზე განხორციელებული შეტევის დროს, ნარკომმა კუიბიშევში მოახდინა (ახლანდელი სამარა) ევაკუაცია და ვოზნესენსკიმ მიიღო სტალინისგან ნებართვა, დამოუკიდებლად გადაეჭრა ყველა საკითხი მასთან კონსულტაციის გარეშე.

გენერალური მდივანი აშკარად გამოარჩევდა ვოზნესენსკის საკუთარი წრიდან. სტალინის მცველი, გიორგი ეგნატაშვილი იხსენებს, რომ ომისშემდგომი ერთ – ერთი წვეულების დროს, სტალინმა იქ შეკრებილ ხალხს გამოუცხადა, რომ ვოზნესენსკი გახდებოდა მემკვიდრე და მისი სიკვდილის შემდეგ უხელმძღვანელობდა ქვეყანას.


სტალინის აშკარა სიმპატიების მიუხედავად, პოლიტბიუროში ვოზნესენსკის წინააღმდეგ დაიწყო კოალიციის ფორმირება. მიქოიანი ვერ იტანდა მას და ბერია, კაგანოვიჩი და მალენკოვიც უბამდა მხარს.

image

ნაწილობრივ, ამაში საკუთარი წვლილი შეიტანა თავად ვოზნესენსკიმ. თავბრუსხვევი კარიერის შემდეგ, აშკარად ამპარტავანი გახდა, ეგნატაშვილის მოგონებების თანახმად, იგი თავს უფლებას აძლევდა მინისტრისთვისაც დაეყვირა და მეტიც, ეგინებინა საშინელი უხამსი სიტყვებით, აგრეთვე უხეშად ეპყრობოდა პოლიტბიუროს სხვა წევრს.

მიქოიანიც აღნიშნავდა მის უხეშობას და ღვარძლს.


ამასთან პარალელურად პოზიციას იმაგრებდა თავის დროზე ვოზნესენსკის პროტეჟე ჟდანოვიც.

imageფოტოზე:ვოზნესენსკი ცენტრში



მასა და გიორგი მალენკოვს შორი დიდი ხნის განმავლობაში იყო დაძაბული ურთიერთობა. მალენკოვის პოზიცია ომის შემდგომ სერიოზულად შეირყა. ის ცენტრალური კომიტეტის სამდივნოდანაც კი მოიხსნეს, ხოლო მის მაგივრად ჟდანოვის კიდევ ერთი კანდიდატი- ალექსი კუზნეცოვი დაინიშნა თანამდებობაზე.


ჩანდა, რომ ვერაფერი უშლიდა ხელს ჟდანოვისა და მისი ხალხის შემდგომ გაძლიერებას, მაგრამ 1948 წლის ზაფხულში იგი მოულოდნელად გარდაიცვალა.


ეს იყო მისი დასასრულის დასაწყისი . მალენკოვი, ბერია და კაგანოვიჩი გაერთიანდნენ და დაიწყეს მათ მოშორებაზე ზრუნვა.

ჟდანოვის წრიდან თამაშიდან პირველი გაიყვანეს კუზნეცოვი და დაბალი წოდების ზოგიერთი კადრი, რადგან ისინი უფრო დაუცველი ფიგურები იყვნენ. მათ ლენინგრადში მავნებლური საქმიანობის ორგანიზებისთვის წაუყენეს ბრალი. თუმცა, ვოზნესენსკის გაფუჭება არც ისე ადვილი საქმე იყო, თუ გავითვალისწინებთ ბელადის სიმპატიას მის მიმართ.


პირველი ნაბიჯი გადადგა კაგანოვიჩმა, რომელმაც თავის მოადგილეს გოსნაბში მიხეილ პომაზნევს დაავალა მინისტრთა საბჭოში შეეტანა საჩივარი, რომ სახელმწიფო დაგეგმვის კომისიაში თაღლითობას ჰქონდა ადგილი და ციფრებს აყალბებდა.სანამ რევიზია მზადდებოდა უწყებაში, ბერიამ ვოზნესენსკის წინააღმდეგ მომაკვდინებელი კომპრომატის მოპოვება შეძლო .


დაქირავებულმა სახ-დაგეგმარების თანამშრომელმა უწყებრივი არქივიდან მოახერხა მნიშვნელოვანი დოკუმენტის მოპარვა .


ეს იყო ვოზნესნესკის ერთ-ერთი მოადგილის პატაკი, რომელშიც თავის უფროსს აუწყებდა, რომ წლის პირველი კვარტლის წარმოების რეალური მაჩვენებლები უფრო დაბალია, ვიდრე წინა წლის ბოლოსი, თუმცა მინისტრთა საბჭოს აცნობეს, რომ პირველი კვარტლის მაჩვენებელი გასული წლისას აღემატებოდა. ვოზნესენსკიმ ეს ფაქტი დამალა და არქივში გადააგზავნა, იმის ნაცვლად, რომ ამის შესახებ სტალინისთვის და პოლიტბიუროსთვის ეცნობებინა.


ბერიამ მშვენივრად იცოდა, რომ სტალინი ამას არავის აპატიებდა, ვინც არ უნდა ყოფილიყო.

ეს დოკუმენტი ბერიამ სტალინს პირადად მიუტანა. მიქოიანი, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა, თავის მოგონებებში აღწერს: "სტალინი ადგილს ვეღარ პოულობდა:" ესე იგი ვოზნესენსკი ატყუებს პოლიტბიუროს და ჩვენ სულელებივით გვაცურებს? როგორ შეიძლება პოლიტბიუროს წევრმა პოლიტბიურო მოატყუოს? ასეთი ადამიანი არ შეიძლება იყოს არც პოლიტბიუროშ და არც სახელმწიფო დაგეგმვის კომისიის ხელმძღვანელობაში! ”


ისღა იყო დარჩენილი, რომ ვოზნესენსკის დააკავებდნენ.



ყველა "ჟდანოვსიტი" გაერთიანდა ერთ პროცესში, რომელიც "ლენინგრადის საქმითაა" ცნობილი.

მათ ასევე ბრალი დასდეს სეპარატიზმში და პარტიის წინააღმდეგ შეთქმულების მომზადებაში.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ბრალდებულს შეეძლო თავი შედარებით უსაფრთხო ყოფილიყო, რადგან 1947 წელს სსრკ-ში სიკვდილით დასჯა გაუქმდა. ყველა მათგანი თვლიდა, რომ უარეს შემთხვევაში მათ რამდენიმე წლიანი პატიმრობა ელოდათ.

imageფოტოზე:"ლენინგრადის საქმის" განხილვა დახურულ სხდომაზე




თუმცა "ჟდანოველებს" და პირადად ვოზნესენსკის, , პოლიტბიუროში ძალიან ბევრი მტერი ჰყავდათ. მთელი სტალინური წრე მათ წინააღმდეგ გაერთიანდა. შედეგად, 1950 წლის იანვარში მათ მიაღწიეს იმას, რომ სიკვდილით დასჯა ისევ აღდგა, რეტროაქტიული ძალის პრინციპით, გასაოცარი იურისპრუდენციისთვის (ე.ი. სიკვდილით დასჯის გაუქმების დროს ჩადენილი დანაშაულებიც სიკვდილით დასჯას ექვემდებარებოდა). ეს გაკეთდა სპეციალურად- ლენინგრადის საქმეში მსჯავრდებულთა განაჩენის აღსრულების შესაძლებლობა რომ ყოფილიყო.

1950 წლის სექტემბერში "ლენინგრადის საქმის" 23 მსჯავრდებული სიკვდილით დასაჯეს, მათ შორის იყო რა თქმა უნდა ვოზნესენსკიც.

მათი რეაბილიტიაცია მალევე მოხდა, 1954 წელს სტალინის სიკვდილის შემდეგ.

0
829
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
829
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0