x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"შვილის სახელზე ქილიკი უკიდურესად ბანძი საქციელია. ამდენი ნეგატივი ახალშობილის ირგვლივ არაფერში წერია" - ნანუკა ჟორჟოლიანი

image


ჟურნალისტი და "სხვა ნანუკას" წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, ვინც გუშინდლიდან ბერა ივანიშვილის შვილის სახელს ყველანაირად აქილიკებს, ჟორჟოლიანის თქმით, ის ნეგატივი რაც ახალშობილის გარშემო გაჩნდა, სრულიად წარმოუდგენელია: "მეც ძალიან ვბრაზდები თავის სამყაროში რომ ჩარჩა ბერა, გარეთ გამოსახედი ყველა ფანჯარა რომ მიკეტა და მასთან არც 77 ათასი ბავშვი რომ არ შიმშილობს და არც ათიათასობით ადამიანს, რომ არ მოუხსნეს საარსებო მინიმუმი. მის სამყაროში არც მაკო გომურია ცალი თვალით და არც ახალგაზრდების პროტესტის ხმა აღწევს, მაგრამ შვილის სახელზე ქილიკი უკიდურესად ბანძი საქციელია. ამდენი ნეგატივი ახალშობილის ირგვლივ არაფერში წერია" - დაწერა ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქგვერდზე. შეგახსენებთ, რომ გუშინ, 30 ნოემბერს ბერა ივანიშვილსა და მის მეუღლეს ნანუკა გუდავაძეს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც ბერუკა დაარქვეს.




0
1717
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1717