x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
ადამიანობა დაკარგული ერი...
image
დიდი დრო გავიდა დიდი რაც არაფერი დამიწერია ...

ბრაზის და გულისტკვილის ბრალია ეხლა ეს პოსტი..

ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე...

როცა მისი რიგი მოვიდა ცოტა დააგვიანდა, გამიკვირდა და თავი მაღლა ავწიე მოლოდინით სავსე მზერა მოვავლე მისაღებს, როგორც წესი ლოდინს არ ვარ მიჩვეული ჩვენ ქართველებს ხომ არ გვაქ უნარი რიგში დგომის, ჩვენ ხომ სულ გვეჩქარება, რა მნიშვნელობა აქვს საქმე გვაქვს თუ არა...ჩემსკენ ყავარჯნის დახმარებით, დაღლილი ტკივილნარევი სახით ნელი ნაბიჯებით შუა ხნის მამაკაცი მოდიდა...ეს ტკივილიანი და დაღლილი სახის მიზეზი აშკარა იყო რომ მხოლოდ მტკივანი ფეხი არ იყოო...


-გამარჯობათ ბატონო...

-გამარჯობათ, მინდა ანგარიში გავხსნა..

-კარგით ბატონო, ანგარიში ლარში და დოლარში გაგეხსნებათ თუ სურვილი გაქვთ შეგიძლიათ სასურველი ვალუტა დაამატოთ..

-მხოლოდ ლარი მინდა, სახელმწიფომ დახმარება დამირიცხოს იქნებ..

-კარგით ბატონო, თქვენი პირადობა მომაწოდეთ და სიამოვნებით დაგეხმარებით (გამიხარდა, მესიამოვნა რომ მთლად ცუდად არ არის ჩვენი საქმე, უმნიშვნელოდ მაგრამ მაინც ზრუნავს სახელმწიფო ჩვენს მოსახლეობაზე)

-პირადობა არ მაქვს, ავად ვიყავი, მკურნალობს ფული ვერ გადავიხადე სრულად 180 ლარი მაქვს დავალიანება, და იქ დაიტოვეს...

ნაწყვეტ-ნაწყვეტ ძლივს ამოიოხრა, ხმა აუთრთოლდა, თვალებს ცრემლები მოაწვა, შერცხვა და სახე მომარიდა...

გავშრი, ბრაზმა სუნთქვა შემიკრა, ვეღარ მივხვდი რა გამეკეთებია...

- ვწუხვარ პირადობის გარეშე არ შემიძლია თქვენი დახმარება, ვთქვი და თავი დამნაშავედ ვიგრძენი..

გონებაში ათასი ფიქრი მიტრიალებდა...22 თანამშრომელი ვართ ჩვენთვის ეგ არ იქნება პრობლემა 180 ლარს როგორ ვერ შევაგროვებთ, გამიელვა გონებაში და ბედნიერმა ამოვისუნთქე...

-კარგი ავალ მერიაში იქნებ ჩემი მეუღლის სახელზე დამირიცხონ დახმარება...ჩემს აზრზე მოსვლას არ დალოდებია ბატონი და კიდევ უფრო დაღლილი და მძიმე ნაბიჯებით დაგტოვა..

-ეგ როგორ შეიძლება? პირადობას რომ იტოვებს ბოლო შანს ბანკშიც რომ აიღოს სამკურნალოდ სესხი იმის შანსაც კი ართმევს ... ფიქრებიდან თანამშრომელმა გამომარკვია რომელსაც ესმოდა ჩვენი დიალოგი...გიჟივით გამოვარდი გარეთ და უცნობს დავედევნე...

არ წახვიდეთ მერიაში ეხლა სავადმყოფოში მიდით, ეს ჩემი ნომერია და თუ უარს გეტყვიან პირადობის დაბრუნებაზე მე დამირეკეთ ...

-მადლობაა, შვილო, მაგრამ არამგონია დამიბრუნონ...

-დაგიბრუნებენ თორემ მერე ჩვენ დაგეხმარებით ყველგან დავრეკავთ სადაც საჭიროა, არ ინერვიულოთ...

-მადლობა შვილო, დასველდით, შედით გაცივდებით...გამიღიმა და გზა გაგრძელა...

-აუცილებლად დამირეკეთ...მივაძახე და კიდევ კარგახანს ვიდექი წვიმაში ვუყურებდი, სანამ თვალს არ მოეფარა...

როგორ მტკივა ეს ადამიანობა დაკარგული ერი...

რას მკურნალობდა, მკურნალობის ფული თუ არ ქონდა არა?

რა არის ამ კაცის დანაშაული ის რომ სიცოცხლე უნდა?

მიეცით შანსი იცოცხლოს...

იბრძოლოს...

წამოდგეს...

#დასიკეთესიკეთითგადაიხადოს


ზუსტად ორ საათში ისევ დაბრუნდა..

ბედნიერი და გამარჯვებული სახით...

"მგონი თქვენ შეეშინდათ"

მე კი იმედს ვიტოვებ რომ არ დაგვიკარგავს ბოლომდე ადამიანობა და ამ მიზეზით დაუბრუნდა მას პირადობა...



0
76
2-ს მოსწონს
ავტორი:ინტერ-გოგონა
ინტერ-გოგონა
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0