ქალი და მამაკაცი ივანიშვილების ოჯახში მატებაა! გაიცანით, ოჯახის ახალი წევრი 2019, 1 დეკემბერი, 0:18 ივანიშვილების ოჯახში მატებაა. 29 ნოემბერს ბერა ივანიშვილს და ნანუკა გუდავაძეს პირველი შვილი შეეძინათ. წყვილი ვაჟის მშობლები გახდნენ. როგორც სოციალური ქსელიდან ბერამ გაგვიმხილა, თავის ვაჟსაც ბერა დაარქვა. წყვილმა 11 ნოემბერს ქორწინების 1 წლის იუბილე აღნიშნა. სიახლეებს და ფოტოებს სოციალური ქსელის საშუალებით აქტიურად გვიზიარებდნენ. წინასწარ გაგვიმხილეს ბავშვის სქესიც. აღსანიშნავია, რომ პატარა ბერა ივანიშვილების ოჯახში პირველი შვილიშვილია. ვუსურვოთ ბედნიერება პატარას და მის ოჯახს. 484 1-ს მოსწონს
|