x
ბრაზილიის პრეზიდენტმა ლეონარდო დიკაპრიო ამაზონის ტყის დაწვაში დაადანაშაულა

image
ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარომ მტკიცებულებების გარეშე, მსახიობი და ენვაირომენტალისტი ლეონარდო დიკაპრიო დაადანაშაულა იმ ადამიანების დაფინანსებაში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამაზონის ტყეში ხანძრის გაჩენაში. „ლეონარდო დიკაპრიო მაგარი ბიჭია არა? მისი გადარიცხული ფულით ამაზონის ტყეებში ხანძრებს აჩენენ“, - განაცხადა ბრაზილიის პრეზიდენტმა ლეონარდო დიკაპრიოს გარემოს დაცვის ორგანიზაციამ „ დედამიწის ალიანსმა“ 5 მილიონი დოლარი გადარიცხა ამაზონის დამწვარი ტყის მასივების სრულად აღდგენისთვის. ბრაზილიის პარას შტატში 25 ნოემბერს დააკავეს სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი, რომლებსაც შტატის ერთ-ერთი დაცული ტერიტორიის, ნაკრძალში ხანძრის განზრახ გაჩენაში ადანაშაულებენ.ბრალდებებს უარყოფს გარემოსდამცველი ორგანიზაციები. მათი განცხადებით, ბრაზილიის მთავრობა არასამთავრობო ორგანიზაციების დაშინებით არის დაკავებული.

0
108
შეფასება არ არის
ავტორი:ლაშა ვასაძე
ლაშა ვასაძე
108
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0