x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორი კურიოზულიც არ უნდა იყოს, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ყველა ტუალეტი მწყობრიდან გამოვიდა

image როგორც საერთაშორისო ინფორმაციების რუსული სააგენტო "РИА Новости"-ი "НАСА"-ზე დაყრდნობით აცხადებს, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ყველა ტუალეტი მწყობრიდან გამოვიდა და კოსმონავტებს უწევთ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ერთჯერადი პაკეტებით ისარგებლონ.
საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ორი ტიპის საპირფარეშო სისტემაა:
1. ორი რუსული წარმოების-ასენიზაციურ-სანიტარული მოწყობილობა, რომლებიც რუსულ მოდულ "Звезда"-ზე არის დამონტაჟებული.
2. "
WHC" — ამერიკულ მოდულ "Tranquility"-ზე. თითოეული სისტემის ფასი 19 მილიონი დოლარია.
როგორც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის მეთაურმა, იტალიელმა ლუკა პარმიტანომ განაცხადა, ამერიკული სისტემა არ მუშაობს, მისი გაუმართაობის მაჩვენებელი ინდიკატორის ჩვენების გამო, ხოლო რუსულის გამოყენება შეუძლებელი გახდა, რადგან სისტემამ აჩვენა, რომ ფეკალური მასების ავზი ბოლომდეა სავსე.
ვითარებიდან გამომდინარე სადგურის მეთაურმა ფრენების მართვის ჰიუსტონის ცენტრს მიმართა შეკითხვით: შეიძლება დაუშვან გამონაკლისი და ასტრონავტებმა დროებით გამოიყენონ შარდმიმღები მოწყობილობა "UCD", რომელიც ინახება ევროპულ მოდულში "Columbus"-ში? სადგურის მეთაურს დადებითად უპასუხეს და ასტრონავტებს შეუძლიათ პასუხის მიღებიდან უკვე ისარგებლონ ევროპული მოდულის საპირფარეშოთი.
სადღეისოდ ხომალდზე იმყოფებიან ასტრონავტები იტალიელი ლუკა პარმიტანო, რუსები-ალექსანდრე სკვორცოვი, ოლეგ სკრიპოჩკა და ამერიკელები-კრისტინა კუკი, ენდრიუ მორგანი და ჯესიკა მეირი.

0
241
3-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
241