x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
როგორი უნდა იყოს მამაკაცების აზრით იდეალური ქალი?
image

როგორი უნდა იყოს იდეალური ქალი?ცნობილმა გაცნობის საიტმა Мамба-მ გამოკითხა თითქმის 7 000 მამაკაცი, რომლებიც ეძებენ მეორე ნახევარს ან მეგობარ ქალს.


მამაკაცების უმეტესობამ პირველ ადგილზე დააყენა ქალის ფიგურა, გამოკითხულთა 20, 9%-მა აღაიარა, რომ პირველ რიგში ქალის სხეულის კონფიგურაციას აქცევს ყურადღებას, შემდეგი, რასაც მამაკაცები დიდი ყურადღებას უთმობენ, ეს არის, რბილი, დამყოლი ხასიათი(18, 4%), ხოლო მესამე საპატიო ადგილი დაიკავა ტემპერამენტმა და იუმორის გრძნობამ- 11, 2%.


აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საჭმლის მომზადება ანუ კულინარიული ნიჭი პირველ ხუთეულშიც ვერ მოხვდა. როგორც ჩანს, დღეს უკვე ქალები დიდად ვეღარ მოხიბლავენ მამაკაცებს ამ კუთხით.



რაც შეეხება გარეგნობას, მამაკაცებმა ასეთი ფორმულირება გააკეთეს:ქალის მიმზიდველი ფიგურა პროპორციული უნდა იყოს გარეგნობასთან ოქროს შუალედის დაცვით.



მამაკაცთა 42.8%–მა აღიარა, რომ სერიოზული ურთიერთობებისთვის მათთვის იდეალურად შესაფერისები არიან თანატოლები. 32.5% -ს სურს, რომ ნახოს ქალი, რომელიც ხუთი-შვიდი წლით მათზე უმცროსია. ხოლო მამაკაცების 11.2% -მა აღიარა, რომ მათ სურთ ურთიერთობა ხუთიდან შვიდი წლით მათზე უფროს ქალთან.


თანატოლებთან ან ოდნავ უმცროს ქალებზე ურთიერთობებზე კაცებმა უპასუხეს, რომ ამ კატეგორიის ქალებთან ურთიერთობა ჰარმონიულად ეჩვენებათ, რადგან ისინი იზრდებოდნენ იმავე ფილმებზე, იმავე მუსიკაზე და შესაბამისად აქვთ დაკავშირებული მენტალიტეტი.


რაც შეეხება ყველაზე უსიამოვნო ქალურ თვისებებს, მამაკაცებმა დაასახელეს: გონებრივი უპირატესობის დემონსტრირება - 18.5%, მოწევა -14.3%, სარგებელი, გამორჩენა - 13.4%.


0
205
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
205
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0