x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რძიანი «ლოკოკინები»
image


ინგრედიენტები:


მასალა ცომისთვის:


კვერცხი – 2 ცალი

შესქელებული რძე (მოხარშული) – 1 ქილა

კარაქი (დარბილებული) – 100 გრ.

მარილი – 1 მწიკვი

სოდა – 1 ჩ. კ.

ძმარი – 1 ს. კ.

ვანილინი – 0, 5 ჩ. კ.

ფქვილი – რასაც შეიზელს, ცომი უნდა იყოს რბილი, გასაბრტყელებელი


მასალა გულსართისთვის:


ნიგოზი – 100 გრ.

ფქვილი – 100 გრ.

შაქარი – 100 გრ.

კარაქი – 80 გრ.

ვანილინი – 0, 5 ჩ. კ.



ზემოდან გადასასმელად:


კვერცხის გული – 1 ცალი

ვანილინი – 0, 5 ჩ. კ.

ალუბლის მურაბა – 20 ცალი


მომზადება:


I. ათქვიფეთ კვერცხი, მარილი და ვანილინი > დაუმატეთ შესქელებული რძე და კარგად ათქვიფეთ > დაუმატეთ კარაქი და ისევ ათქვიფეთ > შეურიეთ ერთმანეთს სოდა და ძმარი და მასაში ჩაამატეთ > კარგად ათქვიფეთ > დაუმატეთ ფქვილი, ნელ–ნელა და სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ ცომს 100 გრ. ქიშმიშიც დაამატოთ (ვიდრე ცომის მოზელას დაიწყებთ, გარეცხეთ და მდუღარე წყალი დაასხით ქიშმიშს. როდესაც წყალი გაცივდება, ამოწურეთ და რამოდენიმე კოვზ ფქვილში აურიეთ).

II. გაყავით ცომი 2 ნაწილად და გააკეთეთ გუნდები.

III. შეურიეთ ერთმანეთს გულსართის მშრალი ინგრედიენტები და შეაზილეთ კარაქი > მიღებული მასა გაყავით 2 ნაწილად.

IV. გააბრტყელეთ გუნდები 0, 5 სმ. სისქეზე > გაანაწილეთ თანაბრად გულსართი და ხვეულები გააკეთეთ (3 ს. კ. გულსართი შემოინახეთ, რომ შემდეგ ზემოდან მოაყაროთ)

V. თითოეული ხვეული გაყავით 10 ნაწილად.

VI. საცხობ ფირფიტაზე დააფინეთ კალკა ან გადაუსვით ცხიმი და მოაფიფქეთ ფქვილი > დააწყეთ მასზე დაჭრილი ხვეულის ნაჭრები ჰორიზონტალურად.

VII. შეურიეთ ერთმანეთს კვერცხის გული და ვანილინი > დაუმატეთ ცოტა წყალი > გადაუსვით ეს ნაზავი «ლოკოკინებს» > მოაფიფქეთ ზემოდან გადანახული გულსართი > თითოეულის ცენტრში მოათავსეთ ალუბალი.

VII. გამოაცხვეთ, 180 გრადუსზე, წინასწარ გახურებულ ღუმელში.

imageimageimageimageimageimageimage








0
102
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
102
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0