x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ორ რუს ოფიცერს სასამართლომ დააკისრა 31 მილიონი რუბლის გადახდა რაკეტის შემთხვევით გაშვების გამო

image 2017 წელს ორი სამხედრო მაღალჩინოსნის შეცდომას, ანგარში მყოფი რაკეტის "X-29ТД"-ს ძრავის არასანქცირებული გაშვება მოჰყვა, რაკეტამ გაიტანა რკინის კარები და ანგარის კედლის ნაწილიც ზედ მიაყოლა, საბედნიეროდ საბრძოლო ნაწილი მოქმედებაში არ მოსულა, რის შედეგადაც ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
. ინციდენტი 2017 წლის 1 ოქტომბერს მოხდა ქალაქ საკის აეროდრომზე მდებარე ანგარში. ორი ოფიცერმა, ალექსი ჩებანოვმა და ნიკოლაი ზვერევმა, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ რაკეტის საბრძოლო მდგომარეობაში ყოფნაზე და რაკეტას ამოწმებდნენ სპეციალური აპარატურით «Ока», რაკეტის შემოწმებისას დაუშვეს შეცდომა, მათ შეცდომით გაუშვეს დენი რაკეტის ძრავის გამშვებ სისტემაში. შედეგად 700 კილოგრამიანმა რაკეტამ საავიაციო ანგარის კარები და კედლის ნაწილი გაიტანა, რაკეტის "X-29ТД" 100 კილოგრამიანი ფეთქებადი საშუალების ამოქმედება არ მომხდარა რის გამოც მსხვერპლი თავიდან იქნა არიდებული.
მომხდარი ინციდენტის გამო ჩამოსაწერი გახდა იმავე კლასის ორი რაკეტა და მათი შესამოწმებელი სპეციალური აპარატურა.
ყირიმის გარნიზონის სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს საჩივრის საფუძველზე ორივე ოფიცერს, რომელთა შეცდომას რაკეტის არასანქცირებული ამოქმედება მოჰყვა, 31 მილიონი რუბლის გადახდა დააკისრა. თავდაცვის სამინისტრო 46 მილიონ რუბლს ითხოვდა ზარალის ასანაზღაურებლად.
სამხედრო ოფიცრები დამნაშავედ სცნეს შემდეგი მუხლით -"გაუფრთხილებელი მოპყრობა ისეთ იარაღთან ან ნივთებთან, რომლებიც განსაკუთრებული საფრთხის შემცველია გარშემომყოფებისათვის".
ჩებანოვს მოუწევს გადაიხადოს 16 მილიონი რუბლი, ხოლო ზვერევს კი 15 მილიონის გადახდა მოუწევს.
ფული ოფიცრების ხელფასიდან იქნება დაქვითული, 15%-ი თვეში ჩებანოვის ხელფასიდან და 10%-ი ზვერევის ხელფასიდან.
imageimage

0
416
3-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
416