x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
პირველი ქართველი რეჟისორი ქალი და მისი ტრაგიკული ბედი

ნუცა ღოღობერიძე

ნინო ხუციშვილი - ცხნობილი როგორც ნუცა დაიბადა 1902 წლის 25 ოქტომბერს სოფელ კახში, საინგილო. დაქორწინებული იყო ლევან ღოღობერიძეძე და მიიღო ქმრის გვარი. იყო რეჟისორ ლანა ღოღობერიძის დედა. ნუცა ღოღობერიძის შვილიშვილია ქართველი რეჟისორი ნუცა ალექსი-მესხიშვილი.

ჩააბარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიურ ფაკულტეტზე, მოგვიანებით 1923-1925წწ. იმავე განხრით სწავლობდა გერმანიაში, იენის უნივერსიტეტში. ფლობდა რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებს. გერმანიიდან დაბრუნებული 25 წლის ასაკში ნუცა ღოღობერიძე გახდა პირველი რეჟისორი ქალი საქართველოში და მხატვრული ფილმების დამდგმელი პირველი ქალი საბჭოთა კავშირში. სულ სამი ფილმის გადაღება მოასწრო.

image
1930-იანი წლების შუა ხანებიდან იწყება ნუცას შევიწროვება ქმრის, ცნობილი საბჭოთა პარტმუშაკის, ლევან ღოღობერიძის ფაქტორის გამო, რომელიც 1937 წლის 21 მარტს დახვრიტეს. ნუცა კინოდან გააძევეს და მეგობრებმაც მიატოვეს. 1937 წლის მიწურულს დააპატიმრეს და 10 წლით გადაასახლეს საკონცენტრაციო ბანაკში. საკონცენტრაციო ბანაკიდან 10 წლის შემდეგ საქართველოში დაბრუნებულ ნუცას აღარ უცდია კინოში მუშაობის გაგრძელება. დაიწყო ენათმეცნიერების ინსტიტუტში ლექსიკოლოგიის განყოფილებაში მუშაობა და რამდენიმე წელიწადში სამ აკადემიკოსთან ერთად, არნოლდ ჩიქობავას ინიციტივით, განმარტებითი ლექსიკონის რვატომეულის ერთ-ერთი შემდგენელი გახდა.

დამდგმელი რეჟისორია ფილმების: „მათი სამეფო“ (1928) მიხეილ კალატოზიშვილთან ერთად; "უჟმური" (1934), "ბუბა" (1930); სცენარის ავტორია ფილმების: "უჟუმური" (1934), "ბუბა" (დოკუმენტური, 1930).

გარდაიცვალა 1966 წლის 31 ოქტომბერს.

2
423
2-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
423
  
2019, 1 დეკემბერი, 2:33
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2019, 29 ნოემბერი, 21:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 2