x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
12 საინტერესო ფაქტი ძილის შესახებ

ძილი და სიზმრები ჩვენი ცხოვრების მხოლოდ განუყოფელი ნაწილი კი არა, ყველაზე შეუცნობელი ნაწილიც არის, რომლის შესახებ, არც თუ ისე ბევრი რამ ვიცით. აქ 12, უკვე ცნობილ, ფაქტს წარმოგიდგენთ, რომელიც ამ თემებს უკავშირდება:


image



1. ფერადი თუ შავ–თეთრი? რა ფერებში ვხედავთ სიზმრებს?


ბოლო დროს, მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევებით დამტკიცდა, რომ მხედველობის მქონე ადამიანების 12 % სიზმრებს შავ-თეთრ ფერებში ხედავს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, განსხვავებული იყო სიტუაცია ფერადი ტელევიზორის გამოჩენამდე, ანუ ტელევიზორმა ჩვენი სიზმრები გააფერადა. 1960-1970 წლებამდე, ადამიანების უმრავლესობა, სიზმრებს შავ-თეთრ ფერებში ხედავდა.



2. მოკლე მეხსიერება


გაღვიძების პირველ წუთებში, ადამიანს სიზმარი მცირე დეტალებშიც კი ახსოვს. მაგრამ, საკმარისია 5 წუთი გავიდეს, რომ სიზმრის ნახევარი ავიწყდება, ხოლო 15 წუთის შემდეგ – სიზმრის 10% ძლივს იხსენებს.



3. სიზმრებისთვის განწირულები


ყველა ჯანმრთელი ადამიანი სიზმრებს ხედავს. ჩვენ, ხშირ შემთხვევაში, გვავიწყდება სიზმრები და ვფიქრობთ, რომ საერთოდ არაფერი გვესიზმრება. სიზმრებს მხოლოდ განსაკუთრებული ფსიქიკური გადახრის ადამიანები არ ხედავენ.




4. ძილი – ჩვენი ცხოვრების 1/3 ნაწილს შეადგენს


imageჩვენი ცხოვრების მესამედს ძილში ვატარებთ და ალბათ, შესაძლებლობა რომ არსებობდეს, ერთი შეხედვით, დროის უსარგებლოდ დაკარგვაზე, ბევრი იტყოდა უარს. მეცნიერები დიდი ხნის მანძილზე მუშაობენ ძილის აუცილებლობის საკითხებზე და ცდილობენ, პასუხი გასცენ კითხვებზე: არის თუ არა ძილში გატარებული დრო დაკარგული? რატომ არის ყველასთვის აუცილებელი ძილი? რა ემართება ორგანიზმს ძილის დროს და რატომ ვერ ვფხიზლობთ დიდი ხნის მანძილზე?

ისრაელში ჩატარებული კვლევების შემდეგ, მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ძილის დროს, ორგანიზმში სარემონტო–აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. გაგრძელება >>>



5. ცხოველებიც ხედავენ სიზმრებს.


ცხოველებზე ჩატარებული უამრავი ექსპერიმენტი ამტკიცებს, რომ ისინიც ხედავენ სიზმრებს. ამაში დასარწმუნებლად, ენცეფალოგრამ და ტომოგრამა არ არის საჭირო – მძინარე ცხოველზე დაკვირვებაც საკმარისია.



6. რამდენიმე სიზმარი 1 ღამეში.


ჩვენი ქვეცნობიერი საშუალებას გვაძლევს, რომ ერთი ღამის მანძილზე, რამდენიმე (4-7) სიზმარი ვნახოთ.



7. ხანმოკლე და ხანგრძლივი ძილის შედეგი


ადამიანები, რომლებსაც ღამის მანძილზე 4 ან უფრო ნაკლები საათი და ისინი, ვისაც 9 ან უფრო მეტი საათი სძინავთ, ხშირად, უდროოდ, მიდიან ამ ქვეყნიდან.



8. ბავშვის გავლენა ძილზე


ყველა ბავშვი, 2 წლის ასაკამდე, მშობლებს 6 თვის ძილს ართმევს.



9. არასაკმარისი ძილი


imageიმ შემთხვევაში, თუ არ ვიძინებთ ან უძილობის პრობლემა გვაქვს, ორგანიზმი აღდგენას ვერ ახერხებს. ხოლო, ხანგრძლივი უძილობა, სერიოზულად აზიანებს ჯანმრთელობას. მეცნიერებმა ის დაავადებები დაადგინეს, რომლებიც ორგანიზმში უძილობის დროს ყალიბდება. აღმოჩნდა, რომ უძილობამ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, არაერთი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს – დიაბეტით დაწყებული, – სიმსივნით დამთავრებული. მაგრამ, მათ შორის, ყველაზე ხშირი და საგანგაშო, ეს 6 დაავადება არის: გაგრძელება >>>



10. უძილობა


მამაკაცებს უძილობა უფრო ნაკლებად აწუხებთ, ვიდრე ქალებს. სუსტი სქესის წარმომადგენლები, ამ მხრივ, 2-ჯერ უფრო ხშირად იტანჯებიან.



11. გადამეტებული ჭამა.


უძილობა მხოლოდ ძალების დაკარგვას და გაღიზიანებას კი არა, ლეპტინის დეფიციტსაც იწვევს, რაც მადის მომატების წინაპირობა არის.



12. ემოციები


ემოციური მდგომარეობა, რომელსაც სიზმრებში განვიცდით, უფრო ხშირად, შფოთთან არის კავშირში, ვიდრე სიხარულთან. ჩვენ ბედნიერები უფრო იშვიათად ვიღვიძებთ, ვიდრე დათრგუნულები.

imageimageimageimageimageimageimage







0
552
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
552
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0