x
image
_K_
Mediator image
როგორ გადავრჩეთ კრიტიკულ სიტუაციებში - 10 ხერხი, რასაც აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტის ჯარისკაცები იყენებენ
imageაშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტის წევრები ფიზიკურად და მენტალურად კარგად გაწვრთნილები არიან. მათ ასწავლიან, როგორ გადარჩნენ ცოცხლები ნებისმიერ სიტუაციაში. მათ უნდა შეძლონ, ყველა სირთულის დაბრკოლებას გაუმკლავდნენ, განსაკუთრებით კი, თუ საქმე უკაცრიელ ადგილას გადარჩენას ეხება.


სტატიაში შემოგთავაზებთ 10 ხრიკს, რომელიც ყველაზე რთულ სიტუაციებში გამოგადგებათ. ხრიკები დაფუძნებულია აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტის სწავლებებზე.






1. თუ წყალში აღმოჩნდებით ხელფეხშეკრული, ტანით ნახტომი გააკეთეთ ქვემოთ, რათა წყალმა ისევ ზევით გიბიძგოთ, ზედაპირისკენ.

როცა ზედაპირზე აღმოჩნდებით, მუხლებში მოიხარეთ და ზურგით "ხიდი" გააკეთეთ, რათა სუნთქვა შეძლოთ. შემდეგ გაიმეორეთ იგივე.

image






2. თუ სუფთა წყალს ეძებთ, ყოველთვის დაღმართისკენ იარეთ.


თუ წყალი "დაგეკარგებათ", ყოველთვის იარეთ დაღმართის მიმართულებით. ასე სუფთა წყალს იპოვით და დეჰიდრატაციას თავიდან აირიდებთ.

image






3. თუ ატყობთ, რომ პანიკა გეწყებათ, წარმოიდგინეთ, როგორ გადალახეთ ყველაფერი. დაიწყეთ პატარა მიზნების დასახვა და მათი განხორციელება.

თუ ზედმეტ ფიქრებს მოიშორებთ და ამის ნაცვლად ორგანიზებას დაიწყებთ, გადარჩენის მეტი შანსი გექნებათ.

image






4. თუ ტალახში ან ტალახიან წყალში ჩავარდით, ზურგით "ხიდი" გააკეთეთ.

თუ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდებით, გაწექით და ზურგით "ხიდი" გააკეთეთ. ასე ფილტვებს უფრო სწრაფად და მარტივად მიეწოდება ჰაერი.

image






5. თუ დაიკარგეთ, მიჰყევით მდინარეებს და საბოლოოდ დასახლებულ ადგილს მიაღწევთ.

პატარა შენაკადები საბოლოოდ დიდ მდინარეებს უერთდება. მდინარეები კი დასახლებულ ადგილას მიგიყვანთ, სადაც დახმარების პოვნას შეძლებთ.

image






6. არასდროს დაანთოთ ცეცხლი გამოქვაბულში. დაანთეთ ის მის გარეთ.

ცეცხლის სიმხურვალე ქვებს აცხელებს. გაცხელებული ქვები კი შეიძლება გასკდეს, ამიტომ არასდროს აანთოთ კოცონი გამოქვაბულში. თუ სითბო გჭირდებათ, დაანთეთ ცეცხლი გარეთ.

image






7. თუ ხელები შეკრული გაქვთ, ეცადეთ, კბილების დახმარებით კვანძი თქვენკენ მოქაჩოთ.

ამის შემდეგ მაჯები ერთმანეთს მიარტყით. მხოლოდ კვანძის კბილებით გამოწევით ან ამის ძალიან ძლიერად გაკეთებით შეიძლება ხელები უფრო შეიბოჭოთ, ასე რომ ფრთხილად იმოქმედეთ.

image






8. თუ ბომბი აფეთქდა, დაწექით მუცელზე, ხელები დაიწყვეთ თავზე, გადააჯვარედინეთ ფეხები და პირი ღია გქონდეთ.

მუცელზე დაწოლა, ხელების თავზე დაფარება და ფეხების გადაჯვარედინება ყველაზე უსაფრთხო პოზაა. პირი კი იმიტომ უნდა გააღოთ, რომ შოკის მდგომარეობაში ფილტვებსა და ყურის აპკებს ჰაერთან წვდომა არ ჩაუკეტოთ.

image






9. ყოველთვის თან იქონიეთ პლასტმასის ყუთში ჩადებული ასანთის ღერები და დაუფარეთ მათ თავები ცვილით.

ასანთის ღერები კარგი საშუალებაა ცეცხლის დასანთებად ნებისმიერ სიტუაციაში. ისინი ყოველთვის მეტალის ან პლასტმასის ყუთში უნდა შეინახოთ, რათა არ დასველდეს. მათი ცვილით დაფარვა ასანთის ღერებს კიდევ უფრო წყალგაუმტარს გახდის. ამის გაკეთება მარტივად შეგიძლიათ, უბრალოდ, ცხელ ცვილში ჩააწეთ ასანთის ღერის თავი და დაელოდეთ გაშრობას.

image






10. ხელის მოყინვის შემთხვევაში, ჩაყავით ის თბილ წყალში, შემდეგ თითის წვერებზე ბინტი შემოიხვიეთ, თითებს შორის კი ბამბა ჩაიდეთ.

თუ შეამჩნიეთ, რომ სხეულის ნაწილი მოგეყინათ, ამას რაც შეიძლება მალე უნდა მიხედოთ. არასდროს გამოიყენოთ ცხელი წყალი, ეს სიტუაციას კიდევ უფრო გაართულებს. გაითბეთ მოყინული ადგილი თბილი წყლით და შემოიხვიეთ ბინტი ყველა თითზე. ამის შემდეგ თითოეულ თითს შორის ბამბა ჩაიდეთ, რათა ისინი ერთმანეთს არ შეეხოს. გარდა ამისა, არ მოისრისოთ და არ მოიფხანოთ დაზიანებული ადგილი.

imageლეიზან გაბიდულინას ილუსტრაციები


p.s. მასალების გამოყენება, გადაბეჭდვა და რეპროდუცირება ბეჭდვით ან ინტერნეტმედიაში ავტორთან/მთარგმნელთან შეთანხმების გარეშე აკრძალულია.






ასევე დაგაინტერესებთ:


1. როგორ გადავურჩეთ ქარიშხალს - გაითვალისწინეთ!

image


2. როგორ უნდა დაიცვათ სახლი ქურდებისგან, როცა მიემგზავრებით

image


3. როგორ გადავურჩეთ გარეულ ცხოველებს - ეს უნდა იცოდეთ!

image


4. რჩევები, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციებში გამოგადგებათ

image

1
2231
1-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
Mediator image
2231
  
2019, 6 დეკემბერი, 2:32
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1